https://sputnik-georgia.com/20231108/tvitganadgurebistvis-ganwiruli-siyvaruli-irvin-yalom-irvin-ialomi-284070959.html
თვითგანადგურებისთვის განწირული სიყვარული...
თვითგანადგურებისთვის განწირული სიყვარული...
Sputnik საქართველო
ვერავინ მოკვდება ჩვენ მაგივრად ან ჩვენთან ერთად. ცოცხლები ერიდებიან მომაკვდავებს და ეს უკანასკნელი საბოლოო მიტოვების მომასწავებელია... 08.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-08T15:45+0400
2023-11-08T15:45+0400
2023-11-08T15:45+0400
ბრძნული გამონათქვამები
წასაკითხი ამბები
საინტერესო ადამიანები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24100/36/241003616_0:89:1000:652_1920x0_80_0_0_347c3b50bd7aba1a2b5f98f524bd29f0.jpg
„ბრძნული გამონათქვამები“ წარმოგიდგენთ ირვინ იალომის მოსაზრებებს.ირვინ იალომი (Irvin Yalom, 1931) ამერიკელი ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, მედიცინის დოქტორი, სტენფორდის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის პროფესორი, მწერალი - ავტორია სამეცნიერო-პოპულარული და მხატვრული ლიტერატურისა; ფსიქოთერაპიაში „მესამე ტალღის“ ერთ-ერთი შემქმნელი, ეგზისტენციური თერაპიის სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი.სიკვდილი პირობაა, რომელიც ნამდვილი ცხოვრებით ცხოვრების შესაძლებლობას გვაძლევს.ცხოვრება ახლა უნდა განვლო. არ შეიძლება მისი უსასრულოდ გადადება.სიკვდილის ყველაზე მეტად მას ეშინია, ვინც ისე კვდება, რომ თავისი სავსე ცხოვრებით არ უცხოვრია.სიკვდილზე მეტად ადამიანს ეშინია მისი თანმდევი სრული იზოლაციისა. ჩვენ ვცდილობთ, ცხოვრებაში წყვილ-წყვილად ვიაროთ, მაგრამ მარტო ვკვდებით - ვერავინ მოკვდება ჩვენ მაგივრად ან ჩვენთან ერთად. ცოცხლები ერიდებიან მომაკვდავებს და ეს უკანასკნელი, საბოლოო მიტოვების მომასწავებელია...უფრთხილდით სხვაზე განსაკუთრებულ და უგუნურ დამოკიდებულებას. ეს, როგორც ხშირად გვეჩვენება, სულ არ არის აბსოლუტური სიყვარულის ნიმუში. ასეთი თავის თავში ჩაკეტილი და თავისი თავით მკვებავი სიყვარული, რომელიც არ საჭიროებს სხვებს და არაფერს აძლევს მათ, თვითგანადგურებისთვისაა განწირული.ქორწინება კურთხეულია. მაგრამ... ჯობს, ქორწინება დაანგრიო, ვიდრე მას შენი დანგრევის საშუალება მისცე.ჩვენ დროში არავინ კვდება მწარე სიმართლისგან - ძალზე დიდია შხამსაწინააღმდეგო საშუალებების არჩევანი.ადამიანის საფუძველში დევს კონფლიქტი სიცოცხლის გაგრძელების სურვილსა და სიკვდილის გარდაუვალობის გაცნობიერებას შორის.იმისთვის, რომ სხვა ადამიანთან სრულად იყოთ დაკავშირებული, ჯერ საკუთარ თავთან კავშირის მოძებნა მოგიწევთ. თუ ვერ შევძლებთ საკუთარ მარტოობასთან შეგუებას, სხვის, როგორც იზოლაციისგან თავშესაფრის გამოყენებას ვიწყებთ.საჩუქრები, რომლებიც სიბერეს მოაქვს>>ხანდახან სიკვდილის შიში განიხილება, როგორც უნივერსალური და ტრივიალური. ბოლოს და ბოლოს, ვინ არ იცის საკუთარი სიკვდილის შესახებ და არ ეშინია ამის? მაგრამ ერთია, იცოდე სიკვდილის შესახებ და სრულიად სხვა - შეიგრძნო სიკვდილი სხეულის თითოეული უჯრედით.სიყვარული - ეს უფრო არსებობის ფორმაა: არა იმდენად ლტოლვა, რამდენადაც თვითშეწირვა, დამოკიდებულება არა იმდენად ერთი ადამიანის მიმართ, რამდენადაც მთელი სამყაროს მიმართ.ადამიანები, რომლებიც სიცარიელეს გრძნობენ, არასდროს იკურნებიან სხვა არამთლიან, არასრულ ადამიანთან შეერთებით; პირიქით - თუ ორი ფრთამოტეხილი ჩიტი გაერთიანდება, საკმაოდ ტლანქად ფრენენ. მოთმინების ვერანაირი მარაგი ვერ დაეხმარება მათ ფრენაში; და ბოლოს და ბოლოს, ისინი უნდა დაშორდნენ და ჭრილობები ცალ-ცალკე მოიშუშონ.ჩვენ პასუხს ვაგებთ საკუთარ ცხოვრებაზე: არა მხოლოდ საკუთარ ქმედებებზე, არამედ საკუთარ უმოქმედობაზეც.ჩვენ თვითონ ვქმნით ჩვენს განცდებს. და ყველაფერი ჩვენივე შექმნილის განადგურება თავადვე შეგვიძლია.ჩვენ ვართ ჩვენივე საკუთარი პროექტით შექმნილი არსებები, და თავისუფლების იდეა გვაშინებს, რადგანაც ეს ითვალისწინებს, რომ ჩვენ ფეხქვეშ სიცარიელეა, აბსოლუტური „უსაყრდენობა“.ჩვენი არსებობა იწყება ეული ყვირილით პასუხის საგანგაშო მოლოდინში.გადაყარე ნიღბები, გათავისუფლდი, იცინე და გამოიყენე თითოეული წამი>>იმედი - ბოროტებათაგან ყველაზე უარესია; ის ტანჯვას ახანგრძლივებს.სასოწარკვეთა - ეს ის საფასურია, რომელიც ადამიანმა თვითშემეცნებისთვის უნდა გადაიხადოს. ჩაიხედეთ ცხოვრების სიღრმეში და იქ სასოწარკვეთას დაინახავთ.არსის ძიება პარადოქსულია: რაც უფრო რაციონალურად ვეძებთ მას, მით უფრო ნაკლებად ვპოულობთ; კითხვები, რომელსაც ადამიანი არსის შესახებ სვამს, ყოველთვის პასუხებზე დიდხანს იცოცხლებს.წარსული სიყვარული - ძალის წყაროა, ამჟამინდელი - ძალის შედეგი.ფიზიკური სიკვდილი ანადგურებს ადამიანს, მაგრამ სიკვდილის იდეა - იხსნის.ბავშვები რომ გაზარდოთ, ჯერ თავად უნდა გაიზარდოთ. სხვაგვარად ბავშვებს მარტოობის გამო გააჩენთ, ცხოველური ინსტიქტების გავლენით ან საკუთარ თავში ხვრელების ამოსავსებად.რაც უფრო დაჟინებით ვეძებთ ცხოვრების აზრს, მით ნაკლებია მისი პოვნის ალბათობა.
https://sputnik-georgia.com/20231105/seqsi-siyvaruli-wama-ra-principuli-gansxvavebaa-qalsa-da-mamakacs-soris-283999116.html
https://sputnik-georgia.com/20231002/goderzi-coxeli-brznuli-azrebi-282852195.html
https://sputnik-georgia.com/20211118/wabua-amirejibis-gamonatqvamebi-262178832.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24100/36/241003616_0:101:1000:851_1920x0_80_0_0_5eaaa371b0658d6603e21605d8fd3485.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ბრძნული გამონათქვამები, წასაკითხი ამბები, საინტერესო ადამიანები
ბრძნული გამონათქვამები, წასაკითხი ამბები, საინტერესო ადამიანები
თვითგანადგურებისთვის განწირული სიყვარული...
ვერავინ მოკვდება ჩვენ მაგივრად ან ჩვენთან ერთად. ცოცხლები ერიდებიან მომაკვდავებს და ეს უკანასკნელი საბოლოო მიტოვების მომასწავებელია...
„
ბრძნული გამონათქვამები“ წარმოგიდგენთ ირვინ იალომის მოსაზრებებს.
ირვინ იალომი (Irvin Yalom, 1931) ამერიკელი ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, მედიცინის დოქტორი, სტენფორდის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის პროფესორი, მწერალი - ავტორია სამეცნიერო-პოპულარული და მხატვრული ლიტერატურისა; ფსიქოთერაპიაში „მესამე ტალღის“ ერთ-ერთი შემქმნელი, ეგზისტენციური თერაპიის სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
სიკვდილი პირობაა, რომელიც ნამდვილი ცხოვრებით ცხოვრების შესაძლებლობას გვაძლევს.
ცხოვრება ახლა უნდა განვლო. არ შეიძლება მისი უსასრულოდ გადადება.
სიკვდილის ყველაზე მეტად მას ეშინია, ვინც ისე კვდება, რომ თავისი სავსე ცხოვრებით არ უცხოვრია.
სიკვდილზე მეტად ადამიანს ეშინია მისი თანმდევი სრული იზოლაციისა. ჩვენ ვცდილობთ, ცხოვრებაში წყვილ-წყვილად ვიაროთ, მაგრამ მარტო ვკვდებით - ვერავინ მოკვდება ჩვენ მაგივრად ან ჩვენთან ერთად. ცოცხლები ერიდებიან მომაკვდავებს და ეს უკანასკნელი, საბოლოო მიტოვების მომასწავებელია...
უფრთხილდით სხვაზე განსაკუთრებულ და უგუნურ დამოკიდებულებას. ეს, როგორც ხშირად გვეჩვენება, სულ არ არის აბსოლუტური სიყვარულის ნიმუში. ასეთი თავის თავში ჩაკეტილი და თავისი თავით მკვებავი სიყვარული, რომელიც არ საჭიროებს სხვებს და არაფერს აძლევს მათ, თვითგანადგურებისთვისაა განწირული.
ქორწინება კურთხეულია. მაგრამ... ჯობს, ქორწინება დაანგრიო, ვიდრე მას შენი დანგრევის საშუალება მისცე.
ჩვენ დროში არავინ კვდება მწარე სიმართლისგან - ძალზე დიდია შხამსაწინააღმდეგო საშუალებების არჩევანი.
ადამიანის საფუძველში დევს კონფლიქტი სიცოცხლის გაგრძელების სურვილსა და სიკვდილის გარდაუვალობის გაცნობიერებას შორის.
იმისთვის, რომ სხვა ადამიანთან სრულად იყოთ დაკავშირებული, ჯერ საკუთარ თავთან კავშირის მოძებნა მოგიწევთ. თუ ვერ შევძლებთ საკუთარ მარტოობასთან შეგუებას, სხვის, როგორც იზოლაციისგან თავშესაფრის გამოყენებას ვიწყებთ.
ხანდახან სიკვდილის შიში განიხილება, როგორც უნივერსალური და ტრივიალური. ბოლოს და ბოლოს, ვინ არ იცის საკუთარი სიკვდილის შესახებ და არ ეშინია ამის? მაგრამ ერთია, იცოდე სიკვდილის შესახებ და სრულიად სხვა - შეიგრძნო სიკვდილი სხეულის თითოეული უჯრედით.
სიყვარული - ეს უფრო არსებობის ფორმაა: არა იმდენად ლტოლვა, რამდენადაც თვითშეწირვა, დამოკიდებულება არა იმდენად ერთი ადამიანის მიმართ, რამდენადაც მთელი სამყაროს მიმართ.
ადამიანები, რომლებიც სიცარიელეს გრძნობენ, არასდროს იკურნებიან სხვა არამთლიან, არასრულ ადამიანთან შეერთებით; პირიქით - თუ ორი ფრთამოტეხილი ჩიტი გაერთიანდება, საკმაოდ ტლანქად ფრენენ. მოთმინების ვერანაირი მარაგი ვერ დაეხმარება მათ ფრენაში; და ბოლოს და ბოლოს, ისინი უნდა დაშორდნენ და ჭრილობები ცალ-ცალკე მოიშუშონ.
ჩვენ პასუხს ვაგებთ საკუთარ ცხოვრებაზე: არა მხოლოდ საკუთარ ქმედებებზე, არამედ საკუთარ უმოქმედობაზეც.
ჩვენ თვითონ ვქმნით ჩვენს განცდებს. და ყველაფერი ჩვენივე შექმნილის განადგურება თავადვე შეგვიძლია.
ჩვენ ვართ ჩვენივე საკუთარი პროექტით შექმნილი არსებები, და თავისუფლების იდეა გვაშინებს, რადგანაც ეს ითვალისწინებს, რომ ჩვენ ფეხქვეშ სიცარიელეა, აბსოლუტური „უსაყრდენობა“.
ჩვენი არსებობა იწყება ეული ყვირილით პასუხის საგანგაშო მოლოდინში.
იმედი - ბოროტებათაგან ყველაზე უარესია; ის ტანჯვას ახანგრძლივებს.
სასოწარკვეთა - ეს ის საფასურია, რომელიც ადამიანმა თვითშემეცნებისთვის უნდა გადაიხადოს. ჩაიხედეთ ცხოვრების სიღრმეში და იქ სასოწარკვეთას დაინახავთ.
არსის ძიება პარადოქსულია: რაც უფრო რაციონალურად ვეძებთ მას, მით უფრო ნაკლებად ვპოულობთ; კითხვები, რომელსაც ადამიანი არსის შესახებ სვამს, ყოველთვის პასუხებზე დიდხანს იცოცხლებს.
წარსული სიყვარული - ძალის წყაროა, ამჟამინდელი - ძალის შედეგი.
ფიზიკური სიკვდილი ანადგურებს ადამიანს, მაგრამ სიკვდილის იდეა - იხსნის.
ბავშვები რომ გაზარდოთ, ჯერ თავად უნდა გაიზარდოთ. სხვაგვარად ბავშვებს მარტოობის გამო გააჩენთ, ცხოველური ინსტიქტების გავლენით ან საკუთარ თავში ხვრელების ამოსავსებად.
რაც უფრო დაჟინებით ვეძებთ ცხოვრების აზრს, მით ნაკლებია მისი პოვნის ალბათობა.