სექსი, სიყვარული და ჭამა – რა პრინციპული განსხვავებებაა ქალსა და მამაკაცს შორის

© Pexels / Jasmine Carterგული ხელებით
გული ხელებით  - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2023
გამოწერა
მამაკაცს არ მოსწონს სიყვარული სექსის გარეშე, ქალს – სექსი სიყვარულის გარეშე.
ბრძნული გამონათქვამები“ წარმოგიდგენთ მალკოლმ დე შაზალის გამონათქვამებს.
მალკოლმ დე შაზალი (1902-1981 ფრანგულად Malcolm de Chazal) - აღმოსავლეთ აფრიკელი პოეტი და მხატვარია. წერდა ფრანგულ ენაზე.

მისი წინაპრები საფრანგეთიდან მავრიკიზე გადასახლდნენ. მალკოლმ დე შაზალმა განათლება აშშ-ში მიიღო, იყო პროფესიით აგრონომი. სამშობლოში 1925 წელს დაბრუნდა. 1937-1957 წლებში მუშაობდა ტელევიზიაში. ამ პერიოდში გამოუშვა რამდენიმე წიგნი პოლიტიკური ეკონომიის შესახებ. მოგვიანებით დაიწყო ლექსების, აფორიზმულ-ფილოსოფიური პროზის წერა, ხატვა ნაივური მანერით.
შაზალის ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ესპანურ, დანიურ, სლოვენიურ ენებზე.
მამაკაცს არ მოსწონს სიყვარული სექსის გარეშე, ქალს – სექსი სიყვარულის გარეშე.
ქალები საუბრის დროს ჭამენ, მამაკაცები ჭამის დროს საუბრობენ.
ქალები ბანაობენ, მამაკაცები - ცურავენ. ამიტომ ქალებს საბანაო კოსტიუმები აცვიათ, მამაკაცებს კი - საცურაო.
დადებითი ენერგეტიკა  - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2023
ქალის არჩევანი: მამაკაცი, რომელიც ქალებს უყვართ, თუ მამაკაცი, რომელიც ქალებს არ უყვართ
განქორწინებული მამაკაცი თავისუფალია. განქორწინებული ქალი - მარტოხელა.
ფულიანი მამაკაცი პიროვნებაა. ფულიანი ქალი - ადამიანი.
მამაკაცი ცხოვრებისგან ყველაფერს ძალით იღებს, ქალი - ინტრიგებით.
მამაკაცის ბედნიერებაა - მინდა. ქალის ბედნიერებაა - მას უნდა.
ქალებს ოცნებები აქვთ, მამაკაცებს - გეგმები.
ქალისთვის მთავარია, ითამაშოს, მამაკაცისთვის - მხოლოდ მოიგოს.
შესაძლებელია, იპოვო დიპლომატი, რომელიც ზოგიერთ ქალზე ბევრად და უკეთესად იტყუება, მაგრამ ვერ იპოვი ვერც ერთ დიპლომატს, რომელიც ქალზე უფრო სწრაფად იტყუება.
მწარეგემონაკრავი აკრძალული ხილი და ჭირვეული შეყვარებული>>
მამაკაცს თვალებით უყვარს, ქალს - ყურებით.
როცა მამაკაცი ეშმაკობს, ის არამზადაა, როცა ქალი ეშმაკობს – ბრძენი.
ქალები მალავენ საკუთარ ასაკს, მამაკაცები - შემოსავალს.
ქალები ვერ იტანენ ცარიელ მაცივარსა და ცარიელ საფოსტო ყუთს. მამაკაცები ვერ იტანენ ცარიელ ბოთლსა და საფულეს.
კმარა! გვაქვს რამე საერთო? დიახ. ჩვენ ყველა ვეძებთ ჩვენს მეორე ნახევარს. ყველას გვსურს, ვიყოთ ბედნიერი და გაგვიგონ, დაე, ზოგს თვალებით უყვარდეს, ზოგს - ყურებით, მაგრამ ყველას სიყვარულის ორგანო გულია! ასე რომ, მიუხედავად ყველაფრისა, გიყვარდეთ ერთმანეთი!
მილან კუნდერა - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2019
ფრთხილად! თუ პარტნიორს საუზმეს საწოლში მიართმევთ...
ადამიანები მზად არიან დაიჯერონ ყველაფერი, რაც საიდუმლოდ უთხრეს. თუ გინდა, დაგიჯერონ, ჩურჩულით ილაპარაკე.
ქალები პოეტებად გვაქცევენ, ბავშვები - ფილოსოფოსებად.
ოჯახი - ეს უზენაესი სასამართლოა, რომლის სხდომები ღამითაც არ წყდება.
გირი არსად ისე ძლიერად არ გრძნობს თავს, როგორც სასწორის პინაზე.
გზა მამაკაცის გულისკენ კუჭზე გადის, გზა ქალის გულისკენ – ბუტიკზე. ამ მმაჩის ბიუროზე.
ყველა ახალი ამბავი
0