https://sputnik-georgia.com/20231002/goderzi-coxeli-brznuli-azrebi-282852195.html
მარადიული მონატრება და სიცოცხლის სევდა - სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები...
მარადიული მონატრება და სიცოცხლის სევდა - სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები...
Sputnik საქართველო
სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები, და თუ მოკვდი, მერე, აბა, რისიღა უნდა გეშინოდეს? სიკვდილს იქით ხომ კიდევ უფრო დიდი სიცოცხლეა!.. 02.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-02T13:20+0400
2023-10-02T13:20+0400
2023-10-02T17:26+0400
ბრძნული გამონათქვამები
წასაკითხი ამბები
საინტერესო ადამიანები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24531/99/245319966_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_47b1b14eeb628d67ab8c9fa2badaeeec.jpg
ბრძნული გამონათქვამები წარმოგიდგენთ დიდ ქართველ მწერალს, სცენარისტსა და კინორეჟისორს გოდერძი ჩოხელს (1954-2007).დღეს, 2 ოქტომბერს მისი დაბადების დღეა.გოდერძი ჩოხელის ცნობილი ნაწარმოებებია: „ბაკურხეველი ხევსური", „წერილი ნაძვებს", „ბინდისფერი ხეობა", „ადამიანთა სევდა", „მგელი", „თევზის წერილები", „მღვდლის ცოდვა" და სხვა უამრავი. გადაღებული აქვს ფილმები: „ადგილის დედა", „ბაკურხეველი ხევსური" „ადამიანთა სევდა", „წერილი ნაძვებს", „ცოდვის შვილები", „სამოთხის გვრიტები", „ლუკას სახარება"…მიღებული აქვს სხვადასხვა პრიზი სხვადასხვა ფესტივალზე, მათ შორის: ობერჰაუზენის საერთაშორისო კინოფესტივალზე გრან-პრი ფილმისათვის „აღდგომა", მონტე-კარლოს კინოფესტივალზე „ვერცხლის ნიმფა" და საერთაშორისო კათოლიკური ეკლესიის პრიზი ფილმისათვის „ცოდვის შვილები", იაპონიის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი და სხვ.• რაა სიკვდილი? — ზოგისთვის წამი, ზოგისთვის მთელი ცხოვრება. ზოგი დაბადებიდან გრძნობს თანდაყოლილ სიკვდილს და მანამდე აწვალებს ამის შიში, სანამ სულ-ხორცი არ გაეყრება ერთიმეორეს.• — სიკვდილისა გეშინია?— რატო მეშინია?!— რატომ არა?— იმიტომა რომა, სიკვდილი ვალია, უნდა მოიხადოს კაცმა თავისი ვალი.• ქალის სიყვარული დასაწყისია იმ დიდი სიყვარულისა, რასაც მარადიული სიცოცხლე ჰქვია.საქართველოში ყოველი კეთილქართული საქმე ფარულად თუ გაკეთდება…>>• — რა არის სიცოცხლე?— სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა.— სიკვდილი?— სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა.• ხშირად გარბიან ადამიანები იქიდან, სადაც სიკვდილი ეგულებათ და იქით კი მირბიან, სადაც სინამდვილეში ელოდება ის.• სიყვარული ისეთი ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!• სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები, და თუ მოკვდი, მერე, აბა, რისიღა უნდა გეშინოდეს? სიკვდილს იქით ხომ კიდევ უფრო დიდი სიცოცხლეა!..• დედამიწაც ჩემი სულის გარშემო ბრუნავს.• როცა გზაზე ადამიანები ხშირად აღარ დადიან, გზამაც მოწყენა იცის. თანდათან ბელტდება და ვიწროვდება. მერე კი სულაც ნაგზევი ხდება და ემატება იმ სიტყვებს, როგორიცაა: ნასოფლარი, ნასაყდრალი, ნასახლარი, ნაფუძარი, ნაცოლარი და, ვინ იცის, კიდევ რამდენი სიტყვა შეემატოს ამ სიტყვებს, ვინ გაიგებს, როგორ ქარს წამოუბერავს ზენაარი დედამიწაზე, თუ ადამიანები საერთოდ დაივიწყებენ ისეთ სიტყვას, როგორიცაა — სიყვარული!• — რა გადარდებს?— მარტოობა მადარდებს. ადამიანი ხშირად ხალხშია, მაგრამ მაინც მარტოდ გრძნობს თავს. ზოგჯერ თავის თავიც ეუცხოება, საკუთარ თავს გაურბის. რატომ ხდება ეს? არ ვიცი. საიდან მოვედი ან სად მივდივართ? არც ეს ვიცი.• წუთისოფელი იცინოდა, დრო კი მიდიოდა, დრო – წამალი და სენი ყველაფრისა.თუ ვინმეს მართლა უყვარდი და გიღალატა, იცოდე, იგი ამას უშენოდ ვერ შეძლებდა…>>• სანამ დედა ცოცხალია, მანამდე გულადად ხარ, სიკვდილისა არ გეშინია, სიცოცხლით ლაღობ, ვერა გრძნობ სიკვდილის მზერას, რადგან დედაა ჩამდგარი შენსა და სიკვდილს შორის, თავისი სუსტი ბეჭებით სიკვდილს წინ ეღობება და მისი მწველი მზერისაგან გიფარავს, თვითონ იწვის სიკვდილის ალმოდებულ მზერაში. წავა დედა და ჩამოიხსნება ფარდა შენსა და სიკვდილს შორის, რომელიც მგელივით წამოგვარდება, მოსვენებას დაგიკარგავს, სილაღეს ჩაგიკლავს და თან გეშინია, თან იმას ცდილობ, ახლა შენ აეფარო ბეჭებით შენს შვილებს, რომ დაიფარო ამ ამაზრზენი მზერისაგან. რაც ხანი მიდის… გრძნობ, როგორ თანდათან იზრდება შენს არსებაში შიში, სიკვდილის მზერით თუ რაღაც გარდაუვალობის შეგრძნებით გაჯერებული შიში, რომელსაც არავის არ უმხელ და ვერც გაუმხელ, რადგან ერთადერთი ადამიანი, დედა, რომელსაც შეიძლება რომ გაუმხილო ეს შიში, წასულია ამ ქვეყნიდან…• გთხოვთ, ნუ მოსძებნით თამარის საფლავს, იგი დამბადებელმა ხელში აიყვანა და მზის სხივად აქცია…• — როგორ ფიქრობ, რა არის სიყვარული?— რავი აბაა! მე მგონი მარადიული მონატრებაა…• —… გულახდილად მითხარით, გიყვართ ვინმე?— არა, მე გათხოვილი ვარ!
https://sputnik-georgia.com/20211111/jemal-qarcxaze-261957634.html
https://sputnik-georgia.com/20211118/wabua-amirejibis-gamonatqvamebi-262178832.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24531/99/245319966_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_4fef389b552cca4ce51b2b028f295fd1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ბრძნული გამონათქვამები, წასაკითხი ამბები, საინტერესო ადამიანები
ბრძნული გამონათქვამები, წასაკითხი ამბები, საინტერესო ადამიანები
მარადიული მონატრება და სიცოცხლის სევდა - სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები...
13:20 02.10.2023 (განახლებულია: 17:26 02.10.2023) სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები, და თუ მოკვდი, მერე, აბა, რისიღა უნდა გეშინოდეს? სიკვდილს იქით ხომ კიდევ უფრო დიდი სიცოცხლეა!..
ბრძნული გამონათქვამები წარმოგიდგენთ დიდ ქართველ მწერალს, სცენარისტსა და კინორეჟისორს
გოდერძი ჩოხელს (1954-2007).
დღეს, 2 ოქტომბერს მისი დაბადების დღეა.
გოდერძი ჩოხელის ცნობილი ნაწარმოებებია: „ბაკურხეველი ხევსური", „წერილი ნაძვებს", „ბინდისფერი ხეობა", „ადამიანთა სევდა", „მგელი", „თევზის წერილები", „მღვდლის ცოდვა" და სხვა უამრავი. გადაღებული აქვს ფილმები: „ადგილის დედა", „ბაკურხეველი ხევსური" „ადამიანთა სევდა", „წერილი ნაძვებს", „ცოდვის შვილები", „სამოთხის გვრიტები", „ლუკას სახარება"…
მიღებული აქვს სხვადასხვა პრიზი სხვადასხვა ფესტივალზე, მათ შორის: ობერჰაუზენის საერთაშორისო კინოფესტივალზე გრან-პრი ფილმისათვის „აღდგომა", მონტე-კარლოს კინოფესტივალზე „ვერცხლის ნიმფა" და საერთაშორისო კათოლიკური ეკლესიის პრიზი ფილმისათვის „ცოდვის შვილები", იაპონიის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი და სხვ.
• რაა სიკვდილი? — ზოგისთვის წამი, ზოგისთვის მთელი ცხოვრება. ზოგი დაბადებიდან გრძნობს თანდაყოლილ სიკვდილს და მანამდე აწვალებს ამის შიში, სანამ სულ-ხორცი არ გაეყრება ერთიმეორეს.
— იმიტომა რომა, სიკვდილი ვალია, უნდა მოიხადოს კაცმა თავისი ვალი.
• ქალის სიყვარული დასაწყისია იმ დიდი სიყვარულისა, რასაც მარადიული სიცოცხლე ჰქვია.
— სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა.
— სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა.
• ხშირად გარბიან ადამიანები იქიდან, სადაც სიკვდილი ეგულებათ და იქით კი მირბიან, სადაც სინამდვილეში ელოდება ის.
• სიყვარული ისეთი ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!
• სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები, და თუ მოკვდი, მერე, აბა, რისიღა უნდა გეშინოდეს? სიკვდილს იქით ხომ კიდევ უფრო დიდი სიცოცხლეა!..
• დედამიწაც ჩემი სულის გარშემო ბრუნავს.
• როცა გზაზე ადამიანები ხშირად აღარ დადიან, გზამაც მოწყენა იცის. თანდათან ბელტდება და ვიწროვდება. მერე კი სულაც ნაგზევი ხდება და ემატება იმ სიტყვებს, როგორიცაა: ნასოფლარი, ნასაყდრალი, ნასახლარი, ნაფუძარი, ნაცოლარი და, ვინ იცის, კიდევ რამდენი სიტყვა შეემატოს ამ სიტყვებს, ვინ გაიგებს, როგორ ქარს წამოუბერავს ზენაარი დედამიწაზე, თუ ადამიანები საერთოდ დაივიწყებენ ისეთ სიტყვას, როგორიცაა — სიყვარული!
— მარტოობა მადარდებს. ადამიანი ხშირად ხალხშია, მაგრამ მაინც მარტოდ გრძნობს თავს. ზოგჯერ თავის თავიც ეუცხოება, საკუთარ თავს გაურბის. რატომ ხდება ეს? არ ვიცი. საიდან მოვედი ან სად მივდივართ? არც ეს ვიცი.
• წუთისოფელი იცინოდა, დრო კი მიდიოდა, დრო – წამალი და სენი ყველაფრისა.
• სანამ დედა ცოცხალია, მანამდე გულადად ხარ, სიკვდილისა არ გეშინია, სიცოცხლით ლაღობ, ვერა გრძნობ სიკვდილის მზერას, რადგან დედაა ჩამდგარი შენსა და სიკვდილს შორის, თავისი სუსტი ბეჭებით სიკვდილს წინ ეღობება და მისი მწველი მზერისაგან გიფარავს, თვითონ იწვის სიკვდილის ალმოდებულ მზერაში. წავა დედა და ჩამოიხსნება ფარდა შენსა და სიკვდილს შორის, რომელიც მგელივით წამოგვარდება, მოსვენებას დაგიკარგავს, სილაღეს ჩაგიკლავს და თან გეშინია, თან იმას ცდილობ, ახლა შენ აეფარო ბეჭებით შენს შვილებს, რომ დაიფარო ამ ამაზრზენი მზერისაგან. რაც ხანი მიდის… გრძნობ, როგორ თანდათან იზრდება შენს არსებაში შიში, სიკვდილის მზერით თუ რაღაც გარდაუვალობის შეგრძნებით გაჯერებული შიში, რომელსაც არავის არ უმხელ და ვერც გაუმხელ, რადგან ერთადერთი ადამიანი, დედა, რომელსაც შეიძლება რომ გაუმხილო ეს შიში, წასულია ამ ქვეყნიდან…
• გთხოვთ, ნუ მოსძებნით თამარის საფლავს, იგი დამბადებელმა ხელში აიყვანა და მზის სხივად აქცია…
• — როგორ ფიქრობ, რა არის სიყვარული?
— რავი აბაა! მე მგონი მარადიული მონატრებაა…
• —… გულახდილად მითხარით, გიყვართ ვინმე?