https://sputnik-georgia.com/20231204/papuasvilma-isfed-2024-saparlamento-arcevnebis-diskreditaciis-momzadebasi-daadanasaula-284694221.html
პაპუაშვილმა ISFED 2024 წლის არჩევნების დისკრედიტაციის მომზადებაში დაადანაშაულა
პაპუაშვილმა ISFED 2024 წლის არჩევნების დისკრედიტაციის მომზადებაში დაადანაშაულა
Sputnik საქართველო
თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) ანგარიში კენჭისყრის... 04.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-04T17:27+0400
2023-12-04T17:27+0400
2023-12-04T17:27+0400
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები
საქართველო
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - isfed
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/04/284693569_35:253:2014:1366_1920x0_80_0_0_542e6fdaa1da8440fda1416323a67954.jpg
თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) ანგარიში კენჭისყრის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით არის მანიპულაციური და სპეკულაციური და ეჭვს იწვევს, რომ მზადდება საპარლამენტო არჩევნების დისკრედიტაცია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. ISFED-ის მიერ 22 ნოემბერს გამოქვეყნებული შეფასებით, ამომრჩევლის ვერიფიკაციისთვის განკუთვნილი მოწყობილობა არ ამოწმებს ამომრჩევლის ვინაობას ბიომეტრიული მონაცემებით, რაც ჯერ კიდევ ტოვებს მრავალჯერ ხმის მიცემის თეორიულ შესაძლებლობას. რაც შეეხება კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცესს, საქართველოში შემოტანილი ნიშნების ოპტიკური ამოცნობის მოწყობილობა შედარებით მოძველებული ტექნოლოგიაა, რომელსაც არ შეუძლია ყველა გამოწვევაზე პასუხის გაცემა. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ISFED-სა და მის დონორებს, რომელთა შორის არის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), კიდევ ერთხელ კრიტიკულად გაიაზრონ ის გადაცდომები, რასაც ადგილი ჰქონდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან და გამოიტანონ დასკვნები. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ISFED 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბებით იყო დაკავებული და მიზანმიმართულად ცდილობდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. საუბარია ხმების პარალელური დათვლის მცდარ შედეგებზე. ISFED-თან დაკავშირებული სკანდალი 2020 წლის დეკემბრის დასაწყისში არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც პარალელური დათვლის შედეგები დააზუსტა. ISFED 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების დათვლას სპეციალური კომპიუტერული პროგრამის (PVT) მეშვეობით ცესკოს პარალელურად აწარმოებდა. „სამართლიანი არჩევნების" შიდა აუდიტმა გამოავლინა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. შავი დღე აშშ-ის მხრიდან საქართველოს დახმარების ისტორიაში: USAID-სგან განმარტებას ელოდებიან>>მანამდე ოპოზიცია ISFED-ის მონაცემების საფუძველზე ამტკიცებდა, რომ მან კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის საკმარისი ადგილების მიღება შეძლო. ამასთან, პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები პრაქტიკულად სრულად დაემთხვა ცესკოს შედეგებს. მანამდე მმართველი პარტიის გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო ორგანო არასამთავრობო ორგანიზაციის ქმედებებით უნდა დაინტერესდეს. მან ხმების პარალელური დათვლის მცდარ შედეგებს თაღლითობა და რევოლუციური სცენარის ნაწილი უწოდა, რომელსაც ოპოზიცია ამზადებდა. მმართველ პარტიაში ასევე განაცხადეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ პრემიერისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნის შემდეგ დაკარგა ნეიტრალიტეტი. ამასთან, კელი დეგნანმა, რომელიც იმ დროს აშშ-ის ელჩი იყო საქართველოში, განაცხადა, რომ აშშ სრულად ენდობა ISFED-ს და მას „არჩევნების მონიტორინგის საქმეში ძალზე პატივსაცემი და გამოცდილი ორგანიზაცია" უწოდა. პაპუაშვილი: USAID-მა იცოდა, რომ ხმების პარალელური დათვლის შედეგები სწორი არ იყო>>ადრე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ განაცხადა, რომ ISFED მთავრობის გადადგომის მოთხოვნას მიკერძოებულ პოზიციად არ მიიჩნევს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ სამართლიან არჩევნებს არასოდეს გამოუთქვამს სურვილი მონაწილეობა მიეღო ტექნოკრატიული მთავრობის ფორმირებაში, როგორც ამას მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი ამტკიცებს. არჩევნები საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება. 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები პირველი და უნიკალური იქნება ქვეყანაში კენჭისყრისა და არჩევნების სისტემის თთალსაზრისით. ეს იქნება პირველი არჩევნები, როდესაც ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში და უბნების 90%-ს მოიცავს. მოსახლეობა ისევ უბნებზე მისცემს ხმას, მაგრამ ახალი ბიულეტენებით, ხმებს კი სპეციალური მანქანით დაითვლიან. ახალი სისტემა უკვე მოქმედებდა 2023 წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე რიგგარეშე არჩევნების დროს ზოგიერთ უბანში. არასამთავრობოებმა პოლიტიკური პარტიების სცენა არ უნდა დაიკავონ - თალაკვაძე>>ასევე ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება. 150 ადგილი პარლამენტში პარტიებისთვის მიცემული ხმების საფუძველზე შეივსება. პარტიამ 5%-იანი გამსვლელი ბარიერი უნდა გადალახოს. საპარლამენტო უმრავლესობის მისაღებად, რომელიც მთავრობის ერთპიროვნულად დამტკიცების შესაძლებლობას იძლევა, პარტიამ ამომრჩევლების (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ) ხმების სულ ცოტა 50% უნდა მიიღოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/04/284693569_279:260:1754:1366_1920x0_80_0_0_b89dfb6361209afdc7571caa5d2c946f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, ახალი ამბები, საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - isfed , საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, ახალი ამბები, საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - isfed , საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) ანგარიში კენჭისყრის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით არის მანიპულაციური და სპეკულაციური და ეჭვს იწვევს, რომ მზადდება საპარლამენტო არჩევნების დისკრედიტაცია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ISFED-ის მიერ 22 ნოემბერს გამოქვეყნებული
შეფასებით, ამომრჩევლის ვერიფიკაციისთვის განკუთვნილი მოწყობილობა არ ამოწმებს ამომრჩევლის ვინაობას ბიომეტრიული მონაცემებით, რაც ჯერ კიდევ ტოვებს მრავალჯერ ხმის მიცემის თეორიულ შესაძლებლობას. რაც შეეხება კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცესს, საქართველოში შემოტანილი ნიშნების ოპტიკური ამოცნობის მოწყობილობა შედარებით მოძველებული ტექნოლოგიაა, რომელსაც არ შეუძლია ყველა გამოწვევაზე პასუხის გაცემა.
„სამწუხაროდ, ახლახან „სამართლიანმა არჩევნებმა" გამოიჩინა თავი იმით, რომ მოახდინა საარჩევნო პროცესების დისკრედიტაცია. ვნახეთ მათი ე.წ. ანგარიში ელექტრონულ მთვლელებთან დაკავშირებით, რომელიც არის აბსოლუტურად მანიპულაციური და სპეკულაციური. ეს ძალიან დიდ ეჭვებს აჩენს, რომ, როგორც ჩანს, მიდის მზადება იმისთვის, რომ მოახდინონ 2024 წლის არჩევნების დისკრედიტაცია", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ISFED-სა და მის დონორებს, რომელთა შორის არის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), კიდევ ერთხელ კრიტიკულად გაიაზრონ ის გადაცდომები, რასაც ადგილი ჰქონდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან და გამოიტანონ დასკვნები.
„არ შეიძლება, რომ „ენჯეო", რომელიც მერამდენედ ერთვება ასეთ მანიპულაციებში, ყოველ ჯერზე იყოს წახალისებული. მე ვფიქრობ, რომ თანდათან „ენჯეოებზე" უფრო წინ გამოდის დონორების პასუხისმგებლობა. ამ ჯერზე ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ამ საკითხს, რომ დონორებმა იგრძნონ პასუხისმგებლობა და ეს არის მათი საერთაშორისო ვალდებულებაც, რომ პასუხი აგონ იმაზე, თუ რას ხმარდება მათი გადასახადის გადამხდელების ფული", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ISFED 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბებით იყო დაკავებული და მიზანმიმართულად ცდილობდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. საუბარია ხმების პარალელური დათვლის მცდარ შედეგებზე.
ISFED-თან დაკავშირებული სკანდალი
2020 წლის დეკემბრის დასაწყისში არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც პარალელური დათვლის შედეგები დააზუსტა.
ISFED 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების დათვლას სპეციალური კომპიუტერული პროგრამის (PVT) მეშვეობით ცესკოს პარალელურად აწარმოებდა. „სამართლიანი არჩევნების" შიდა აუდიტმა გამოავლინა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში.
მანამდე ოპოზიცია ISFED-ის მონაცემების საფუძველზე ამტკიცებდა, რომ მან კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის საკმარისი ადგილების მიღება შეძლო.
ამასთან, პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები პრაქტიკულად სრულად დაემთხვა ცესკოს შედეგებს.
მანამდე მმართველი პარტიის გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო ორგანო არასამთავრობო ორგანიზაციის ქმედებებით უნდა დაინტერესდეს. მან ხმების პარალელური დათვლის მცდარ შედეგებს თაღლითობა და რევოლუციური სცენარის ნაწილი უწოდა, რომელსაც ოპოზიცია ამზადებდა.
მმართველ პარტიაში ასევე განაცხადეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ პრემიერისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნის შემდეგ დაკარგა ნეიტრალიტეტი.
ამასთან, კელი დეგნანმა, რომელიც იმ დროს აშშ-ის ელჩი იყო საქართველოში, განაცხადა, რომ აშშ სრულად ენდობა ISFED-ს და მას „არჩევნების მონიტორინგის საქმეში ძალზე პატივსაცემი და გამოცდილი ორგანიზაცია" უწოდა.
ადრე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ განაცხადა, რომ ISFED მთავრობის გადადგომის მოთხოვნას მიკერძოებულ პოზიციად არ მიიჩნევს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ სამართლიან არჩევნებს არასოდეს გამოუთქვამს სურვილი მონაწილეობა მიეღო ტექნოკრატიული მთავრობის ფორმირებაში, როგორც ამას მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი ამტკიცებს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება.
2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები პირველი და უნიკალური იქნება ქვეყანაში კენჭისყრისა და არჩევნების სისტემის თთალსაზრისით.
ეს იქნება პირველი არჩევნები, როდესაც ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში და უბნების 90%-ს მოიცავს. მოსახლეობა ისევ უბნებზე მისცემს ხმას, მაგრამ ახალი ბიულეტენებით, ხმებს კი სპეციალური მანქანით დაითვლიან. ახალი სისტემა უკვე მოქმედებდა 2023 წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე რიგგარეშე არჩევნების დროს ზოგიერთ უბანში.
ასევე ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება. 150 ადგილი პარლამენტში პარტიებისთვის მიცემული ხმების საფუძველზე შეივსება. პარტიამ 5%-იანი გამსვლელი ბარიერი უნდა გადალახოს.
საპარლამენტო უმრავლესობის მისაღებად, რომელიც მთავრობის ერთპიროვნულად დამტკიცების შესაძლებლობას იძლევა, პარტიამ ამომრჩევლების (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ) ხმების სულ ცოტა 50% უნდა მიიღოს.