https://sputnik-georgia.com/20231204/giorgi-kirtazem-nacmozraoba-datova-284686577.html
ბათუმში „ნაცმოძრაობის“ ცხრა წევრმა პარტია დატოვა
ბათუმში „ნაცმოძრაობის“ ცხრა წევრმა პარტია დატოვა
Sputnik საქართველო
შიდაპარტიული კონფლიქტის ფონზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო როგორც მხარდამჭერების, ისე მოკავშირეების დაკარგვა, რასაც სხვადასხვა რეიტინგი მოწმობს. 04.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-04T13:06+0400
2023-12-04T13:06+0400
2023-12-04T16:12+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
საქართველოს რეგიონები
აჭარა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/16/263058975_0:133:1280:853_1920x0_80_0_0_33fa19757028b9161dfbb9a0e8c0034d.jpg
თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. ბათუმში ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ცხრა წევრმა, მათ შორის აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ და ბათუმის საკრებულოს წევრებმა დატოვეს. დღეს გამართულ ბრიფინგზე როგორც გიორგი კირთაძემ აღნიშნა, პარტიაში ერთიანობის ყველა შანსი ამოიწურა, თუმცა ისინი აგრძელებენ ბრძოლას სამართლიანობისთვის. კირთაძის თქმით, იგი „ვარდების რევოლუციის" იდეის ერთგული რჩება და თუ პარტიის ექს-თავმჯდომარე ნიკა მელია ახალ პარტიას შექმნის, მზად არის თანამშრომლობისთვის.„ნაციონალურ მოძრაობაში" კონფლიქტზე საუბარი ჯერ კიდევ 2021 წელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ დაიწყეს. 2023 წელს შიდაპარტიული არჩევნები ლევან ხაბეიშვილმა მოიგო, რომელმაც ნიკა მელია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში პასიურობაში დაადანაშაულა. მელია, თავის მხრივ, ხაბეიშვილს ყოფილი მაღალჩინოსნების ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მარიონეტს უწოდებს.ამასთან, „ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილის გადადგომას და ახალი არჩევნების დანიშვნას „ნაცმოძრაობის" რიგი რაიონული ორგანიზაციებისა და საკრებულოს წარმომადგენლები ამ დრომდე ითხოვენ. ისინი ხაბეიშვილს მოუწოდებენ პასუხისმგებლობა აიღოს პარტიაში არსებულ უმოქმედობასა და გაღრმავებულ შიდა დაპირისპირებაზე, რაც განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც მან აღნიშნულ თანამდებობაზე ნიკა მელია შეცვალა.უხელმძღვანელებს თუ არა გვარამია „ნაციონალურ მოძრაობას">>>ოპოზიციურ პარტიაში უკვე ოფიციალურად განაცხადეს, რომ ნიკა მელია პარტიიდან არის გარიცხული. ამას წინ უძღოდა მელიასა და მისი არცთუ მცირერიცხოვანი მომხრეების უარი, ხელი მოეწერათ „ერთიანობის მანიფესტზე", რომელის სააკაშვილის მიერ იყო ინიცირებული 23 ნოემბერს.მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. მოგვიანებით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ექს-პრეზიდენტი „ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს უხელმძღვანელებს.უფრო მეტიც, თავად ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის მთავარი ლიდერი არის სააკაშვილი. როდესაც ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას იღებდა, მხოლოდ იმ პირობებით, რომ სააკაშვილი პატიმარია. თავის მხრივ, „ნაცმოძრაობის" დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ სააკაშვილი ყოველთვის იყო, არის და იქნება გამაერთიანებელი პოლიტიკური ფიგურა.ამავე დროს, ოფიციალურად სააკაშვილი პარტიის წევრიც არ არის. მას ამის უფლება არა აქვს, რადგან საქართველოს მოქალაქე არ არის. მან საქართველოს მოქალაქეობა წლების წინ დაკარგა, როდესაც უკრაინის მოქალაქე გახდა.განხეთქილება „ნაცმოძრაობაში"ადრე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ცხრა წლის განმავლობაში „ნაცმოძრაობა" ორად იხლიჩება. ამ გახლეჩას იწვევს პარტიაში შექმნილი სტატუს-კვო, ასევე „უსამართლობა, უზნეობა, ღირებულებებისგან დაცლა, რასაც ასხივებენ არაფორმალური მმართველები პარტიაში".ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიული არჩევნები 2023 წლის იანვარში მოიგო. მელია მას 12 პროცენტული პუნქტით ჩამორჩა და პარტიის წევრთა 40%-ის მხარდაჭერა მიიღო.არჩევნების შემდეგ ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს მელიას პარტიიდან გარიცხვას, თუმცა პარტიაში სერიოზული საკადრო ცვლილებები დაიწყო და რეგიონებში მელიას ბევრი მხარდამჭერი პარტიული თანამდებობებიდან გადააყენეს.მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.შიდაპარტიული კონფლიქტის ფონზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო როგორც მხარდამჭერების დაკარგვა, რასაც სხვადასხვა რეიტინგი მოწმობს, ისე ოპოზიციონერი მოკავშირეების. პარტიების უმეტესობა, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობდნენ მელიას თავმჯდომარეობის პერიოდში, დღეს ამ ძალასთან კოალიციას გამორიცხავს.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/16/263058975_0:0:1137:853_1920x0_80_0_0_b6370acc8de39cf2d848ea858e5e00ce.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , საქართველოს რეგიონები, აჭარა , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , საქართველოს რეგიონები, აჭარა , ახალი ამბები
ბათუმში „ნაცმოძრაობის“ ცხრა წევრმა პარტია დატოვა
13:06 04.12.2023 (განახლებულია: 16:12 04.12.2023) შიდაპარტიული კონფლიქტის ფონზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო როგორც მხარდამჭერების, ისე მოკავშირეების დაკარგვა, რასაც სხვადასხვა რეიტინგი მოწმობს.
თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. ბათუმში ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ცხრა წევრმა, მათ შორის აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ და ბათუმის საკრებულოს წევრებმა დატოვეს.
დღეს გამართულ ბრიფინგზე როგორც გიორგი კირთაძემ აღნიშნა, პარტიაში ერთიანობის ყველა შანსი ამოიწურა, თუმცა ისინი აგრძელებენ ბრძოლას სამართლიანობისთვის. კირთაძის თქმით, იგი „ვარდების რევოლუციის" იდეის ერთგული რჩება და თუ პარტიის ექს-თავმჯდომარე ნიკა მელია ახალ პარტიას შექმნის, მზად არის თანამშრომლობისთვის.
„ყველა მცდელობა იყო განხორციელებული პარტიაში ერთობის შენარჩუნებისთვის, მაგრამ საბოლოო ჯამში მივიღეთ, ის 2025 წლამდე პარტიაში არაფერი შეიცვლება და 2024 წლის ყველაზე მნიშნელოვან და გადამწყვეტ არჩევნებზე პარტია წარდგება ისე, როგორც არის დღეს. ურთულესი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს, მაგრამ ვტოვებთ „ნაცმოძრაობას“. რა თქმა უნდა, ვრჩებით „ვარდების რევოლუციის“ იდეალების ერთგულები და ვაგრძელებთ ბრძოლა", - განაცხადა კირთაძემ.
„ნაციონალურ მოძრაობაში" კონფლიქტზე საუბარი ჯერ კიდევ 2021 წელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ დაიწყეს. 2023 წელს შიდაპარტიული არჩევნები ლევან ხაბეიშვილმა მოიგო, რომელმაც ნიკა მელია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში პასიურობაში დაადანაშაულა. მელია, თავის მხრივ, ხაბეიშვილს ყოფილი მაღალჩინოსნების ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მარიონეტს უწოდებს.
ამასთან, „ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილის გადადგომას და ახალი არჩევნების დანიშვნას „ნაცმოძრაობის" რიგი რაიონული ორგანიზაციებისა და საკრებულოს წარმომადგენლები ამ დრომდე ითხოვენ. ისინი ხაბეიშვილს მოუწოდებენ პასუხისმგებლობა აიღოს პარტიაში არსებულ უმოქმედობასა და გაღრმავებულ შიდა დაპირისპირებაზე, რაც განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც მან აღნიშნულ თანამდებობაზე ნიკა მელია შეცვალა.
ოპოზიციურ პარტიაში უკვე ოფიციალურად განაცხადეს, რომ ნიკა მელია პარტიიდან არის გარიცხული. ამას წინ უძღოდა მელიასა და მისი არცთუ მცირერიცხოვანი მომხრეების უარი, ხელი მოეწერათ „ერთიანობის მანიფესტზე", რომელის სააკაშვილის მიერ იყო ინიცირებული 23 ნოემბერს.
მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. მოგვიანებით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ექს-პრეზიდენტი „ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს უხელმძღვანელებს.
უფრო მეტიც, თავად ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის მთავარი ლიდერი არის სააკაშვილი. როდესაც ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას იღებდა, მხოლოდ იმ პირობებით, რომ სააკაშვილი პატიმარია. თავის მხრივ, „ნაცმოძრაობის" დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ სააკაშვილი ყოველთვის იყო, არის და იქნება გამაერთიანებელი პოლიტიკური ფიგურა.
ამავე დროს, ოფიციალურად სააკაშვილი პარტიის წევრიც არ არის. მას ამის უფლება არა აქვს, რადგან საქართველოს მოქალაქე არ არის. მან საქართველოს მოქალაქეობა წლების წინ დაკარგა, როდესაც უკრაინის მოქალაქე გახდა.
განხეთქილება „ნაცმოძრაობაში"
ადრე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ცხრა წლის განმავლობაში „ნაცმოძრაობა" ორად იხლიჩება. ამ გახლეჩას იწვევს პარტიაში შექმნილი სტატუს-კვო, ასევე „უსამართლობა, უზნეობა, ღირებულებებისგან დაცლა, რასაც ასხივებენ არაფორმალური მმართველები პარტიაში".
ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიული არჩევნები 2023 წლის იანვარში მოიგო. მელია მას 12 პროცენტული პუნქტით ჩამორჩა და პარტიის წევრთა 40%-ის მხარდაჭერა მიიღო.
არჩევნების შემდეგ ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს მელიას პარტიიდან გარიცხვას, თუმცა პარტიაში სერიოზული საკადრო ცვლილებები დაიწყო და რეგიონებში მელიას ბევრი მხარდამჭერი პარტიული თანამდებობებიდან გადააყენეს.
მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.
შიდაპარტიული კონფლიქტის ფონზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო როგორც მხარდამჭერების დაკარგვა, რასაც სხვადასხვა რეიტინგი მოწმობს, ისე ოპოზიციონერი მოკავშირეების. პარტიების უმეტესობა, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობდნენ მელიას თავმჯდომარეობის პერიოდში, დღეს ამ ძალასთან კოალიციას გამორიცხავს.