დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი: რას მოუტანს ზოდიაქოს ნიშნებს ზამთრის პირველი თვე

© photo: Sputnik / Sergey Malgavko / გადასვლა მედიაბანკშითოლია ღრუბლებისა და მთვარის ფონზე
თოლია ღრუბლებისა და მთვარის ფონზე - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2023
გამოწერა
2023 წელი იწურება, ახალ წლამდე ერთი თვე დარჩა. როგორი იქნება წლის ბოლო თვე - დეკემბერი ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებისთვის - ამის შესახებ ასტროლოგები საუბრობენ.
დეკემბრის მთავარი ემბლემა სუსტი ვენერა იქნება, რომელსაც ძალა 4 დეკემბერს გამოეცლება. ეს ნიშნავს, რომ უნდა დაზოგოთ ძალები, ენერგია ფუჭად არ დახარჯოთ.
ამას მიემატება მერკური, რომელიც 13 დეკემბერს რეტროგრადული გახდება. ამის გამო სიფრთხილე გვმართებს დეკემბრის მეორე ნახევარში საყიდლების დროს, ასევე არ ღირს უმიზნოდ წასვლა სადმე და სახლის დიდი ხნით დატოვება.
იყავით ოპტიმისტურად განწყობილი და თუ პრობლემები შეგექმნათ, გახსოვდეთ, რომ დაღმართს ყოველთვის აღმართი მოჰყვება და პირიქით - ხელსაყრელ დღეებს საშიში დღეები ჩაანაცვლებს.
ვერძი: არ გადადოთ იანვრისთვის ის, რისი გაკეთებაც დეკემბერში შეიძლება, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანია, რომ დრო და ენერგია ბრძნულად გადაანაწილოთ. მკაფიოდ უნდა განსაზღვროთ პრიორიტეტები, რომ წლის ბოლოს სანანებელი არ გაგიხდეთ ის, რაც შეცდომით გააკეთეთ ან შეგეძლოთ და არ გაგიკეთებიათ. ბევრი თქვენგანი მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდება, მაგრამ ეს ცუდი არაა. დატკბით ცხოვრებით, მაგრამ ზედმეტი პომპეზურობის გარეშე.
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2023
2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: რას გვიმზადებს ხის მწვანე დრაკონი
კურო: რთულ მომენტებში სიმშვიდე შეინარჩუნეთ. მაგალითად, როცა ვინმე თქვენს პროვოცირებას შეეცდება ან აგრესიას გამოამჟღავნებს. იმავე ხერხებით პასუხი ასეთი ადამიანების მიმართ არ ღირს. ჯობია, თქვენს კარმასა და ნერვებს გაუფრთხილდეთ. დეკემბერში სპონტანური გადაწყვეტილებები საშიში იქნება და მხოლოდ პრობლემებსა და ცუდ განწყობას მოგიტანთ.
ტყუპი: გარემოცვის არჩევის დროს მნიშვნელოვანი ფაქტორი ადამიანების გულწრფელობა უნდა იყოს. მჭიდრო ურთიერთობა იქონიეთ მხოლოდ იმ ადამიანებთან, ვინც სიმართლეს ამბობს და პირფერობა არ სჩვევია. დანარჩენებს არ გაუზიაროთ თქვენი გეგმები. თუ მტრებმა თქვენი ჩანაფიქრის შესახებ შეიტყვეს, გაგიჭირდებათ გეგმების განხორციელება. ისწავლეთ კარგი და ცუდი ადამიანების გარჩევა.
კირჩხიბი: უკვე დეკემბრის დასაწყისში შეიძლება განგაშის გრძნობა დაგეუფლოთ და ხასიათი გაგიფუჭდეთ, მაგრამ უკიდურესად მნიშვნელოვანია, საკუთარ თავში ძალა იპოვოთ და წინ წახვიდეთ. თუ გინდათ, წარმატებული ადამიანი იყოთ, უბრალოდ, უნდა ისწავლოთ ყურადღების მხოლოდ კარგზე გამახვილება. აიმაღლეთ მოტივაცია, ცხოვრებისადმი სიყვარულზე იფიქრეთ. არაა გამორიცხული, რომ ჯერ სხვისი დახმარება მოგიწიოთ და შემდეგ უკვე - საკუთარი თავის.
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2023
2024: რისი წელი მოდის აღმოსავლური ჰოროსკოპით და რა გველოდება
ლომი: შეძლებთ, რომ თქვენი თავის უკეთესი ვერსია გახდეთ. ამისთვის სირთულეების გადალახვა მოგიწევთ. ბედი გარკვეულ უსიამოვნებებს გიმზადებთ, მაგრამ ყველას დაძლევის გზებს დაინახავთ. თუ თავისუფალი დრო გექნებათ, კარგი იქნება დაიწყოთ იმის გაკეთება, რაც ბევრჯერ გადადეთ. ყურადღება გაამახვილეთ რამე სასიამოვნოზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, განწყობა გაგიუარესდებათ და საახალწლო განწყობა გაფუჭდება.
ქალწული: უნებურად, შესაძლოა, წარსული წყენები და პრობლემები გაგახსენდეთ, ასევე ცხოვრებისეულ გზაზე ცუდი ადამიანები შეგხვდეთ. ბევრ თქვენგანს მოუნდება შურისძიება, მაგრამ გახსოვდეთ, რომ შურისძიება სულელების საქმეა. არ შეიძლება ცხოვრების ემოციებით მართვა, განსაკუთრებით ისეთ წინააღმდეგობებით სავსე და არახელსაყრელ თვეში, როგორიც დეკემბერია. სწორი იქნება, თუ კარგზე და სასიამოვნოზე გადაიტანთ თქვენს ყურადღებას.
სასწორი: თქვენთვის დეკემბერი შფოთვისა და განგაშის თვე იქნება, რაც გასაკვირი არაა, თუ გავითვალისწინებთ თქვენი მთავარი მფარველი პლანეტის - ვენერას ცუდ მდგომარეობას. ბევრ მოვლენას წინააღმდეგობრივი ქვეტექსტი ექნება, მაგრამ მომხდარზე მწვავე რეაგირება, ნერვების მოშლის მეტს არაფერს მოგიტანთ. სირთულეებს რაც შეიძლება მარტივად შეხედეთ, შეაფასეთ ისინი, როგორც უკეთესობის შესაძლებლობა.
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2023
ზოდიაქოს ხუთი ნიშანი – დრაკონის ხუთი რჩეული 2024 წელს
მორიელი: არაა გამორიცხული, რომ დეკემბერში მორიელები თქვენს ბედს შეხვდეთ - როგორც კარგი, ისე ცუდი გაგებით. მიიხედ-მოიხედეთ - სადღაც არის ადამიანი, რომელთანაც მტკიცე და გრძელვადიანი ურთიერთობები შეგიძლიათ ააწყოთ. ასევე არიან ისეთები, რომლებსაც შეუძლიათ ყველაფერს ხაზი გადაუსვან. ასტროლოგები გირჩევენ, მხოლოდ ყველაზე სნადო ადამიანებთან იყოთ გულახდილი.
მშვილდოსანი: საკმაოდ მარჯვე და მკვირცხლი ადამიანები ხართ, დიდი ხვეწნა არაა საჭირო რამის გასაკეთებლად. დეკემბერში თქვენი მოტივაცია უფრო მძლავრი გახდება, რაც მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ. თუ გონებაში ფიქრმა გაგიელვათ, რომ ყველაფერი მიატოვოთ და დაივიწყოთ, სასწრაფოდ მოიშორეთ ეს ფიქრი. ჯობია, განაგრძოთ ინერციით სვლა შიშისა და საკუთარი თავის მიმართ საყვედურების გარეშე და ენდოთ მხოლოდ საიმედოობაში უკვე გამოცდილ ადამიანებს.
თხის რქა: არ დაივიწყოთ ზომიერების პოლიტიკა. სამუშაომ სულ ცოტა კმაყოფილება მაინც უნდა მოგანიჭოთ. დასვენებაც უნდა გააკონტროლოთ და მარტოობა და ურთიერთობები - დააბალანსოთ. არ ღირს ნერვიულობა - მნიშვნელოვანის გაკეთება დიდი ძალისხმევის გარეშეც შეიძლება. მნიშვნელოვანია არა ის, თუ რა ძალით ვუბიძგებთ ტვირთს, არამედ ის, თუ რა ადგილზე გადაგვაქვს ამ ძალის ვექტორი.
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 07.11.2023
ხის მწვანე დრაკონი და ფინანსები: ზოდიაქოს ნიშნები და ფული 2024 წელს
მერწყული: ბედს ნუ გააღიზიანებთ უიღბლობისა და პრობლემების გამო, რაც დეკემბერში გელოდებათ. როგორც ჩანს, წლის ბოლოს მოგიწევთ მნიშვნელოვანის გამოყოფა და პრიორიტეტების განაწილება. ამაში მეგობრები და ნათესავები ვერ დაგეხმარებიან - ამის გაკეთება თავად მოგიწევთ. პრობლემებისგან თავს დაღწევისა და მოდუნების საუკეთესო საშუალებაა დასვენება, მათ შორის - რომანტიკული.
თევზები: გახსოვდეთ, რომ იღბალი ორჯერ არ გვიღიმის. თუ მოგეცემათ წარმატების შანსი, მაშინვე უნდა ჩაეჭიდოთ ორივე ხელით. არ არის გამორიცხული, რომ სუსტი ვენერას ფონზე საყვარელი საქმეების მიმართ ინტერესი დაკარგოთ. არაა რეკომენდებული, ამ საქმეებს წერტილი დაუსვათ, რადგან ეს მხოლოდ დროებითი მოვლენაა. მთლიანობაში, თქვენი მთავარი მტერი აჩქარება იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0