https://sputnik-georgia.com/20231128/kobaxize-popkornit-sayurebelia-rac-nacmozraobasi-xdeba-284567756.html
კობახიძე: პოპკორნით საყურებელია ის, რაც ხდება „ნაცმოძრაობაში“
კობახიძე: პოპკორნით საყურებელია ის, რაც ხდება „ნაცმოძრაობაში“
Sputnik საქართველო
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მხარდამჭერები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიშლებიან, მიაჩნიათ „ქართული ოცნებაში“ 28.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-28T20:02+0400
2023-11-28T20:02+0400
2023-11-28T20:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/17/259846003_0:190:2400:1540_1920x0_80_0_0_d7c575626ddcaf744b6f1814b32b6174.jpg
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები, რომლებიც მის შემდგომ დასუსტებასა და დაშლას გამოიწვევს, პოპკორნით საყურებელია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.„ნაცმოძრაობა“ განხეთქილების პირასაა. ორშაბათს „ნაცმოძრაობამ“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ პარტიის რიგებიდან მისი ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია გარიცხეს. ამას წინ უძღოდა მელიასა და მისი მომხრეების უარი, ხელი მოეწერათ „ნაცმოძრაობის" ე.წ. ერთიანობის მანიფესტზე. მანიფესტი ექს–პრეზიდენტის, პარტიის დამფუძნებლის, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა იყო.ამ ყველაფრის კულმინაცია იქნება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, სადაც ყველა დაინახავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უკიდურესად დასუსტდება და „კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნების შემდეგ პრაქტიკულად დაიშლება, აღნიშნა კობახიძემ.მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციას“ და „კოლექტიურ „ნაცმოძრაობას", ასევე „ლოკალურ ომის პარტიას“ უწოდებენ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის თანამოაზრეებს, მათ შორის არიან პარტიები „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა.„ნაცმოძრაობა“ დაშლის პირასაა - რეაქციები მელიას გარიცხვაზე >>„ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე პროცესების კომენტირებისას, კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ დღემდე გაუგებარია, არის თუ არა მელია პარტიის წევრი.„ვერავინ გაიგო დღემდე, მელია არის თუ არა „ნაცმოძრაობის“ წევრი. თვითონ ხაბეიშვილმა და მელიამაც ვერ გაიგეს და სხვას რა უნდა გააგებინონ?.. იციან, რომ მელიას შეუძლია დაახლოებით 1% წაართვას „ნაცმოძრაობას“ და იმ პირობებში, როდესაც უწევთ 16%-ით იამაყონ, რა თქმა უნდა, ეს 1 პროცენტიც მათთვის დასანანია და ამიტომ ვერ მიდიან უხეშ ნაბიჯზე“,- აღნიშნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.ის, რაც „ნაცმოძრაობაში“ ხდება, მმართველი პარტიის წისქვილზე ასხამს წყალს – დეპუტატი >>მისი თქმით, ასეთ სიტუაციაში პარტია თანდათან კიდევ უფრო მეტად სუსტდება, თვითონ ვერ გაერკვნენ, რა ხდება საკუთარ პარტიაში.„ეს არის ის პროცესები, რომელიც „ნაცმოძრაობაში“ წარიმართება და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს პროცესი, მით უკეთესი. ძალიან გაუჭირდება „ნაცმოძრაობას დალაგება, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ამ აშლილობას ბევრი მიზეზი აქვს. შესაბამისად, დარწმუნებული ვართ, რომ არჩევნების ჩათვლით ასე მძიმედ გაგრძელდება „ნაცმოძრაობაში“ პროცესების განვითარება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.განხეთქილება „ნაცმოძრაობაში"„ნაციონალურ მოძრაობაში" კონფლიქტზე საუბარი ჯერ კიდევ 2021 წელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ დაიწყეს. 2023 წელს შიდაპარტიული არჩევნები ლევან ხაბეიშვილმა მოიგო, რომელმაც ნიკა მელია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში პასიურობაში დაადანაშაულა. მელია, თავის მხრივ, ხაბეიშვილს ყოფილი მაღალჩინოსნების ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მარიონეტს უწოდებს.„ნაციონალური მოძრაობის“ რღვევა გარდაუვალია – დეპუტატი>>მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.უფრო მეტიც, თავად ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის მთავარი ლიდერი არის სააკაშვილი. როდესაც ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას იღებდა, მხოლოდ იმ პირობებით, რომ სააკაშვილი პატიმარია. თავის მხრივ, „ნაცმოძრაობის“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ სააკაშვილი ყოველთვის იყო, არის და იქნება გამაერთიანებელი პოლიტიკური ფიგურა.ხატია დეკანოიძე: „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადატრიალება მოხდა>>ამავე დროს, ოფიციალურად სააკაშვილი პარტიის წევრიც არ არის. მას ამის უფლება არა აქვს, რადგან საქართველოს მოქალაქე არ არის. მან საქართველოს მოქალაქეობა წლების წინ დაკარგა, როდესაც უკრაინის მოქალაქე გახდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/17/259846003_147:153:2076:1600_1920x0_80_0_0_0bda1d357510715c484c53c6acc69c94.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
კობახიძე: პოპკორნით საყურებელია ის, რაც ხდება „ნაცმოძრაობაში“
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მხარდამჭერები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიშლებიან, მიაჩნიათ „ქართული ოცნებაში“
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები, რომლებიც მის შემდგომ დასუსტებასა და დაშლას გამოიწვევს, პოპკორნით საყურებელია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
„ნაცმოძრაობა“ განხეთქილების პირასაა. ორშაბათს „ნაცმოძრაობამ“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ პარტიის რიგებიდან მისი ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია გარიცხეს. ამას წინ უძღოდა მელიასა და მისი მომხრეების უარი, ხელი მოეწერათ „ნაცმოძრაობის" ე.წ. ერთიანობის მანიფესტზე. მანიფესტი ექს–პრეზიდენტის, პარტიის დამფუძნებლის, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა იყო.
„დაუჭამიათ ერთმანეთი... მართლა ძალიან კარგი საყურებელია, პოპკორნით საყურებელია ის, რაც ხდება „ნაცმოძრაობაში“. რაც უფრო მეტად დაიშლება ეს პარტია, მით უკეთესი. ზოგადად მნიშვნელოვანია, არამარტო პარტია „ნაცმოძრაობა“, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ დაიშალოს და აქეთკენ მიდის პროცესები“, - განაცხადა კობახიძემ.
ამ ყველაფრის კულმინაცია იქნება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, სადაც ყველა დაინახავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უკიდურესად დასუსტდება და „კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნების შემდეგ პრაქტიკულად დაიშლება, აღნიშნა კობახიძემ.
მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციას“ და „კოლექტიურ „ნაცმოძრაობას", ასევე „ლოკალურ ომის პარტიას“ უწოდებენ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის თანამოაზრეებს, მათ შორის არიან პარტიები „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა.
„ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე პროცესების კომენტირებისას, კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ დღემდე გაუგებარია, არის თუ არა მელია პარტიის წევრი.
„ვერავინ გაიგო დღემდე, მელია არის თუ არა „ნაცმოძრაობის“ წევრი. თვითონ ხაბეიშვილმა და მელიამაც ვერ გაიგეს და სხვას რა უნდა გააგებინონ?.. იციან, რომ მელიას შეუძლია დაახლოებით 1% წაართვას „ნაცმოძრაობას“ და იმ პირობებში, როდესაც უწევთ 16%-ით იამაყონ, რა თქმა უნდა, ეს 1 პროცენტიც მათთვის დასანანია და ამიტომ ვერ მიდიან უხეშ ნაბიჯზე“,- აღნიშნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ასეთ სიტუაციაში პარტია თანდათან კიდევ უფრო მეტად სუსტდება, თვითონ ვერ გაერკვნენ, რა ხდება საკუთარ პარტიაში.
„ეს არის ის პროცესები, რომელიც „ნაცმოძრაობაში“ წარიმართება და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს პროცესი, მით უკეთესი. ძალიან გაუჭირდება „ნაცმოძრაობას დალაგება, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ამ აშლილობას ბევრი მიზეზი აქვს. შესაბამისად, დარწმუნებული ვართ, რომ არჩევნების ჩათვლით ასე მძიმედ გაგრძელდება „ნაცმოძრაობაში“ პროცესების განვითარება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
განხეთქილება „ნაცმოძრაობაში"
„ნაციონალურ მოძრაობაში" კონფლიქტზე საუბარი ჯერ კიდევ 2021 წელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ დაიწყეს. 2023 წელს შიდაპარტიული არჩევნები ლევან ხაბეიშვილმა მოიგო, რომელმაც ნიკა მელია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში პასიურობაში დაადანაშაულა. მელია, თავის მხრივ, ხაბეიშვილს ყოფილი მაღალჩინოსნების ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მარიონეტს უწოდებს.
მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.
უფრო მეტიც, თავად ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის მთავარი ლიდერი არის სააკაშვილი. როდესაც ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას იღებდა, მხოლოდ იმ პირობებით, რომ სააკაშვილი პატიმარია. თავის მხრივ, „ნაცმოძრაობის“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ სააკაშვილი ყოველთვის იყო, არის და იქნება გამაერთიანებელი პოლიტიკური ფიგურა.
ამავე დროს, ოფიციალურად სააკაშვილი პარტიის წევრიც არ არის. მას ამის უფლება არა აქვს, რადგან საქართველოს მოქალაქე არ არის. მან საქართველოს მოქალაქეობა წლების წინ დაკარგა, როდესაც უკრაინის მოქალაქე გახდა.