„ნაცმოძრაობა“ დაშლის პირასაა - რეაქციები მელიას გარიცხვაზე

© photo: Sputnik / Stringer„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სათაო ოფისი კახეთის გზატკეცილზე
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სათაო ოფისი კახეთის გზატკეცილზე - Sputnik საქართველო, 1920, 28.11.2023
გამოწერა
პარტიის თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის ქმედებების შემდეგ პარტია აბსურდის თეატრს დაემსგავსა, აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი.
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებამ პარტიის ყოფილი ხელმძღვანელის, ნიკა მელიას გარიცხვის თაობაზე პარტიაში არეულობა გამოიწვია და კიდევ ერთი განხეთქილების პროგნოზირების საბაბი შექმნა.
ორშაბათს „ნაცმოძრაობამ“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ პარტიის რიგებიდან მისი ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია გარიცხეს. ამას წინ უძღოდა მელიასა და მისი მომხრეების უარი, ხელი მოეწერათ „ნაცმოძრაობის" ე.წ. ერთიანობის მანიფესტზე. მანიფესტი ექს–პრეზიდენტის, პარტიის დამფუძნებლის, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა იყო.
„ნაციონალური მოძრაობა“ 2024 წლის არჩევნებს დაშლილი და დასუსტებული შეხვდება, რაც ლოგიკური შედეგია – რაც დათესეს, იმას იმკიან. სინამდვილეში, ამ პარტიას თავმჯდომარე არ ჰყავს. მათი ყოფილი ლიდერი, რომელიც დღეს პატიმრობაშია, ყველაფერს აკეთებს, რომ პარტიის შიგნით ბრძოლა იყოს და ვერავინ შეძლოს ლიდერობის მოპოვება. სწორედ ამ ხერხით ცდილობს, შეინარჩუნოს ლიდერობა და მითი, რომ თავად არის პარტიის უცვლელი ლიდერი“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
„ქართული ოცნების“ სხვა ლიდერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილის საქციელის შემდეგ პარტია აბსურდის თეატრად იქცა.
„ლევან ხაბეიშვილის მხრიდან პარტიული საკითხების ცოდნა კიდევ ერთხელ დადასტურდა. „ნაცმოძრაობაზე“ მსჯელობა, როგორც ერთიან მონოლითურ პოლიტიკურ ძალაზე, აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია. ეს პარტიაც აღარ არის, არის რევოლუციური კომიტეტი“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მმართველი პარტიის კიდევ ერთმა დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ პარტიის დაშლის პროგნოზები სწორიო იყო.
ის, რაც „ნაცმოძრაობაში“ ხდება, მმართველი პარტიის წისქვილზე ასხამს წყალს – დეპუტატი >>
„ეს ფაქტი იქნება დასაწყისი მომდევნო კონფლიქტის. ეს კონფლიქტიც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტად დაქუცმაცდება რესურსი, რაც ამ დრომდე პარტიას ჰქონდა. სწორად გამოითქვა ვარაუდები, რომ ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ აღსასრულია, პოლიტიკურ აგონიაში არიან“, – განუცხადა მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველ არხს.
სკანდალი ღვივდება
ამასობაში „ნაცმოძრაობის“ ლიდერების და წევრების ნაწილმა მელიას გარიცხვა შეურაცხყოფად მიიჩნიეს.
„ვარდების რევოლუციის“ 20 წლის თავზე, როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კონფერენცია გამართა „ვარდების რევოლუციაზე“ და მანიფესტი გამოიტანა, ეს მანიფესტიც და კონფერენციაც, საბოლოო ჯამში, ემსახურებოდა არა ერთიანობას, არამედ პარტიის გაყოფას, იმას, რაც გუშინ დადასტურდა – პარტიიდან ადამიანების გაგდებას, რაც არასწორი, ძალიან მძიმე და სამწუხარო საქციელია. ეს არ მოუტანს პარტიას წარმატებას“, - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა უძველესმა წევრმა აკაკი მინაშვილმა.
მელიას მხარი დაუჭირა პარტიის და უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა მთავარმა მომხრემ ეკა ხერხეულიძემ.
„მსგავსი რამ თუ მენახოს, ჟურნალისტის კონსპექტს თავმჯდომარე ხელს აწერდეს, რა საცოდაობაა“, – დაწერა ეკა ხერხეულიძემ სოციალურ ქსელში.
მელიას აწ უკვე ყოფილი თანაპარტიელები და ხაბეიშვილის მომხრეებიც არ გამორიცხავენ, რომ პოლიტიკოსი სხვა პარტიაში აღმოჩნდება.
„ნაციონალური მოძრაობის“ რღვევა გარდაუვალია – დეპუტატი >>
„სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მას ვიხილავთ ან სხვა პოლიტიკურ პარტიაში ან სხვა პლატფორმაზე და ეს მისი არჩევანია“, - განაცხადა „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინათინ ბოკუჩავამ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ მელიამ თავი დაიტოვა პარტიის მიღმა, როდესაც უარი თქვა მანიფესტის ხელმოწერაზე.
თავად მელია კი დუმილს ინარჩუნებს და მედიისთვის კომენტარებს არ აკეთებს.
განხეთქილება „ნაცმოძრაობაში"
„ნაციონალურ მოძრაობაში" კონფლიქტზე საუბარი ჯერ კიდევ 2021 წელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ დაიწყეს. 2023 წელს შიდაპარტიული არჩევნები ლევან ხაბეიშვილმა მოიგო, რომელმაც ნიკა მელია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში პასიურობაში დაადანაშაულა. მელია, თავის მხრივ, ხაბეიშვილს ყოფილი მაღალჩინოსნების ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მარიონეტს უწოდებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ რღვევა გარდაუვალია – დეპუტატი>>
მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.
უფრო მეტიც, თავად ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის მთავარი ლიდერი არის სააკაშვილი. როდესაც ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას იღებდა, მხოლოდ იმ პირობებით, რომ სააკაშვილი პატიმარია. თავის მხრივ, „ნაცმოძრაობის“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ სააკაშვილი ყოველთვის იყო, არის და იქნება გამაერთიანებელი პოლიტიკური ფიგურა.
ხატია დეკანოიძე: „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადატრიალება მოხდა>>
ამავე დროს, ოფიციალურად სააკაშვილი პარტიის წევრიც არ არის. მას ამის უფლება არა აქვს, რადგან საქართველოს მოქალაქე არ არის. მან საქართველოს მოქალაქეობა წლების წინ დაკარგა, როდესაც უკრაინის მოქალაქე გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0