https://sputnik-georgia.com/20231127/xabeisvilis-skandaluri-gancxadeba-melia-partiis-wevri-arar-aris-284519940.html
„ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის სკანდალური განცხადება: მელია პარტიის წევრი აღარ არის
„ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის სკანდალური განცხადება: მელია პარტიის წევრი აღარ არის
Sputnik საქართველო
ნიკა მელიამ თავად გადაწყვიტა, რომ აღარ არის "ნაცმოძრაობის" წევრი, აღნიშნა პარტიის თავმჯდომარემ. 27.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-27T12:59+0400
2023-11-27T12:59+0400
2023-11-27T16:04+0400
პოლიტიკა საქართველოში
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ქართული ოცნება
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262049206_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_242cc0e9465f86a7b46928d8e7a18386.jpg
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია აღარ ირიცხება მის რიგებში, განაცხადა „ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა. მელიას პარტიიდან გარიცხვის საკითხი 23 ნოემბერს საერთო კრების შემდეგ დადგა, სადაც „ნაცმოძრაობამ" მანიფესტი მიიღო. მანიფესტში პარტიამ თავისი გეგმები და მიზნები მონიშნა, რომელიც, ექს–პრეზიდენტის, პარტიის დამფუძნებლის, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ჩანაფიქრით, ერთიანობის სიმბოლო უნდა გამხდარიყო. ნიკა მელია და მისი მომხრეები შეკრებას, რომელზეც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის მონაწილეობაზე იყო საუბარი, არ დასწრებიან. პარტიის თავმჯდომარემ პირდაპირ ეთერში, როდესაც პასუხობდა წერილობით კითხვას, ირიცხება თუ არა ნიკა მელია „ნაცმოძრაობის" რიგებში, არის თუ არა ის ფორმალურად და ოფიციალურად პარტიის წევრი, დაწერა: „არ არის, არ წარმოადგენს. ლ. ხაბეიშვილი". ამასთან, პარტიის ლიდერმა აღნიშნა, რომ მელია პარტიიდან არ გაურიცხავს. მელიას პარტიაში და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი არ გაუკეთებია. მანიფესტი 11 პუნქტისგან შედგება, რომელთაგან ათი არის საარჩევნო დაპირებები, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, "რუს ოლიგარქთან" ბრძოლა, საყოველთაო თანასწორობა და ადამიანის თავისუფლებების პატივისცემა და ა.შ. ოპოზიციონერები „რუს ოლიგარქს" მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელს, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს უწოდებენ. ერთიანობის მანიფესტი: სააკაშვილის გეგმა ჩავარდა>>მანიფესტის ერთი პუნქტი „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკას ეხება. მასში ნათქვამია, რომ ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის საარჩევნო სიების შედგენა და მომავალი მთავრობის ფორმირების გეგმები, მიიღება თითოეული პარტიის წევრის უშუალო მონაწილეობით. მანიფესტის ტესტში ასევე ნათქვამია, რომ ყველა ხელმომწერი ეთანხმება სააკაშვილის ლიდერობას „ნაციონალურ მოძრაობაში" და პარტიის ახალი და ძველი წევრები ერთმანეთში იზიარებენ პასუხისმგებლობას და აღიარებენ პარტიის თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს ლეგიტიმურობას. მანამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნების" ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კონფლიქტი ოპოზიციურ პარტიაში მმართველ ძალას წაადგება და არჩევნების დამაჯერებლად მოგების საშუალებას მისცემს. განხეთქილება „ნაცმოძრაობაში" ადრე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ცხრა წლის განმავლობაში „ნაცმოძრაობა" ორად იხლიჩება. ამ გახლეჩას იწვევს პარტიაში შექმნილი სტატუს-კვო, ასევე „უსამართლობა, უზნეობა, ღირებულებებისგან დაცლა, რასაც ასხივებენ არაფორმალური მმართველები პარტიაში". ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიული არჩევნები 2023 წლის იანვარში მოიგო. მელია მას 12 პროცენტული პუნქტით ჩამორჩა და პარტიის წევრთა 40%-ის მხარდაჭერა მიიღო. არჩევნების შემდეგ ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს მელიას პარტიიდან გარიცხვას, თუმცა პარტიაში სერიოზული საკადრო ცვლილებები დაიწყო და რეგიონებში მელიას ბევრი მხარდამჭერი პარტიული თანამდებობებიდან გადააყენეს. „ნაციონალური მოძრაობის“ რღვევა გარდაუვალია – დეპუტატი>>მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. შიდაპარტიული კონფლიქტის ფონზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო როგორც მხარდამჭერების, ისე მოკავშირეების დაკარგვა, რასაც სხვადასხვა რეიტინგი მოწმობს. განხეთქილების უარყოფითი შედეგი „ნაცმოძრაობამ" განხეთქილება 2017 წლის დასაწყისში ერთხელ უკვე გადაიტანა. მაშინ პარტიის შიგნით დაპირისპირების გამო პარტიიდან ათობით ლიდერი წავიდა. განხეთქილების შემდეგ პარტიის რეიტინგი მაშინვე დაახლოებით 10%–ით დაეცა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიამ 27,11% შედეგი აჩვენა, შემდეგ წელს კი პარტიამ ადგილობრივ არჩევნებზე მხოლოდ 17,66% მიიღო. 2016 წლის რეიტინგთან დაბრუნება „ნაცმოძრაობამ" მხოლოდ 2020 წლლის არჩევნებზე შეძლო, ხოლო 2021 წელს მან გააუმჯობესა თავისი მაჩვენებელი. ახლა პარტია კვლავ განაგრძობს მომხრეების დაკარგვას, რაზეც სხვადასხვა რეიტინგი მეტყველებს. პარტიების უმეტესობა, რომლებიც „ნაცმოძრაობასთან" თანამშრომლობდნენ, როდესაც მისი თავმჯდომარე ნიკა მელია იყო, ამჟამად ამ ძალასთან კოალიციას გამორიცხავს. უცხოეთში სულ უფრო ნაკლებად უჭერენ მხარს რევოლუციურ სცენარს საქართველოში: რამაზ საყვარელიძე>>საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება. პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262049206_207:166:1124:854_1920x0_80_0_0_7748f3ab03de0e8e8fd759c4b1782d53.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოცნება , ახალი ამბები, საქართველო
პოლიტიკა საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოცნება , ახალი ამბები, საქართველო
„ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის სკანდალური განცხადება: მელია პარტიის წევრი აღარ არის
12:59 27.11.2023 (განახლებულია: 16:04 27.11.2023) ნიკა მელიამ თავად გადაწყვიტა, რომ აღარ არის "ნაცმოძრაობის" წევრი, აღნიშნა პარტიის თავმჯდომარემ.
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია აღარ ირიცხება მის რიგებში, განაცხადა „ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა.
მელიას პარტიიდან გარიცხვის საკითხი 23 ნოემბერს საერთო კრების შემდეგ დადგა, სადაც „ნაცმოძრაობამ" მანიფესტი მიიღო. მანიფესტში პარტიამ თავისი გეგმები და მიზნები მონიშნა, რომელიც, ექს–პრეზიდენტის, პარტიის დამფუძნებლის, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ჩანაფიქრით, ერთიანობის სიმბოლო უნდა გამხდარიყო. ნიკა მელია და მისი მომხრეები შეკრებას, რომელზეც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის მონაწილეობაზე იყო საუბარი, არ დასწრებიან.
„საჯაროდ ვამბობ, რომ ეს კონკრეტული ადამიანი არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას", არ არის „ნაციონალური მოძრაობის" წევრი და ვერ ილაპარაკებს „ნაციონალური მოძრაობის" სახელით", - განაცხადა ხაბეიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულის" ეთერში.
პარტიის თავმჯდომარემ პირდაპირ ეთერში, როდესაც პასუხობდა წერილობით კითხვას, ირიცხება თუ არა ნიკა მელია „ნაცმოძრაობის" რიგებში, არის თუ არა ის ფორმალურად და ოფიციალურად პარტიის წევრი, დაწერა: „არ არის, არ წარმოადგენს. ლ. ხაბეიშვილი".
ამასთან, პარტიის ლიდერმა აღნიშნა, რომ მელია პარტიიდან არ გაურიცხავს.
„მე არ გამიშვია, მე არ გამიგდია, ეს გადაწყვიტა მან, რომ არ არის „ნაციონალური მოძრაობის" წევრი", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
მელიას პარტიაში და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი არ გაუკეთებია.
მანიფესტი 11 პუნქტისგან შედგება, რომელთაგან ათი არის საარჩევნო დაპირებები, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, "რუს ოლიგარქთან" ბრძოლა, საყოველთაო თანასწორობა და ადამიანის თავისუფლებების პატივისცემა და ა.შ.
ოპოზიციონერები „რუს ოლიგარქს" მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელს, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს უწოდებენ.
მანიფესტის ერთი პუნქტი „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკას ეხება. მასში ნათქვამია, რომ ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის საარჩევნო სიების შედგენა და მომავალი მთავრობის ფორმირების გეგმები, მიიღება თითოეული პარტიის წევრის უშუალო მონაწილეობით.
მანიფესტის ტესტში ასევე ნათქვამია, რომ ყველა ხელმომწერი ეთანხმება სააკაშვილის ლიდერობას „ნაციონალურ მოძრაობაში" და პარტიის ახალი და ძველი წევრები ერთმანეთში იზიარებენ პასუხისმგებლობას და აღიარებენ პარტიის თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს ლეგიტიმურობას.
მანამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნების" ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კონფლიქტი ოპოზიციურ პარტიაში მმართველ ძალას წაადგება და არჩევნების დამაჯერებლად მოგების საშუალებას მისცემს.
განხეთქილება „ნაცმოძრაობაში"
ადრე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ცხრა წლის განმავლობაში „ნაცმოძრაობა" ორად იხლიჩება. ამ გახლეჩას იწვევს პარტიაში შექმნილი სტატუს-კვო, ასევე „უსამართლობა, უზნეობა, ღირებულებებისგან დაცლა, რასაც ასხივებენ არაფორმალური მმართველები პარტიაში".
ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიული არჩევნები 2023 წლის იანვარში მოიგო. მელია მას 12 პროცენტული პუნქტით ჩამორჩა და პარტიის წევრთა 40%-ის მხარდაჭერა მიიღო.
არჩევნების შემდეგ ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს მელიას პარტიიდან გარიცხვას, თუმცა პარტიაში სერიოზული საკადრო ცვლილებები დაიწყო და რეგიონებში მელიას ბევრი მხარდამჭერი პარტიული თანამდებობებიდან გადააყენეს.
მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.
შიდაპარტიული კონფლიქტის ფონზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო როგორც მხარდამჭერების, ისე მოკავშირეების დაკარგვა, რასაც სხვადასხვა რეიტინგი მოწმობს.
განხეთქილების უარყოფითი შედეგი
„ნაცმოძრაობამ" განხეთქილება 2017 წლის დასაწყისში ერთხელ უკვე გადაიტანა. მაშინ პარტიის შიგნით დაპირისპირების გამო პარტიიდან ათობით ლიდერი წავიდა.
განხეთქილების შემდეგ პარტიის რეიტინგი მაშინვე დაახლოებით 10%–ით დაეცა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიამ 27,11% შედეგი აჩვენა, შემდეგ წელს კი პარტიამ ადგილობრივ არჩევნებზე მხოლოდ 17,66% მიიღო.
2016 წლის რეიტინგთან დაბრუნება „ნაცმოძრაობამ" მხოლოდ 2020 წლლის არჩევნებზე შეძლო, ხოლო 2021 წელს მან გააუმჯობესა თავისი მაჩვენებელი.
ახლა პარტია კვლავ განაგრძობს მომხრეების დაკარგვას, რაზეც სხვადასხვა რეიტინგი მეტყველებს.
პარტიების უმეტესობა, რომლებიც „ნაცმოძრაობასთან" თანამშრომლობდნენ, როდესაც მისი თავმჯდომარე ნიკა მელია იყო, ამჟამად ამ ძალასთან კოალიციას გამორიცხავს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება. პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.