https://sputnik-georgia.com/20231126/ucxoetsi-sul-ufro-naklebad-uweren-mxars-revoluciur-scenars-saqartvelosi-sayvarelize-284512434.html
უცხოეთში სულ უფრო ნაკლებად უჭერენ მხარს რევოლუციურ სცენარს საქართველოში: რამაზ საყვარელიძე
უცხოეთში სულ უფრო ნაკლებად უჭერენ მხარს რევოლუციურ სცენარს საქართველოში: რამაზ საყვარელიძე
Sputnik საქართველო
მისი თქმით, სააკაშვილი რამდენიმე ტიპის სვლას აკეთებს და თვითონ არ არის გარკვეული საბოლოო ჯამში, რა უნდა, მიაჩნია პოლიტოლოგს 26.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-26T21:31+0400
2023-11-26T21:31+0400
2023-11-26T21:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოპოზიცია
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
მიხეილ სააკაშვილი
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/14/275056106_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_30882f2061b9b447bac27de638948ac4.jpg
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში მოვლენების რევოლუციური განვითარების მხარდამჭერთა რიცხვი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცირდება, რაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროგრამაშიც აისახა, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა.პარტიაში ახალი სკანდალი „ნაცმოძრაობის“ წევრების მიერ 23 ნოემბერს საერთო კრებაზე მანიფესტის მიღების შემდეგ აგორდა. მანიფესტში პარტიამ თავისი გეგმები და მიზნები მონიშნა, რომელიც, ექს–პრეზიდენტის, პარტიის დამფუძნებლის, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ჩანაფიქრით, ერთიანობის სიმბოლო უნდა გამხდარიყო. პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია და მისი მომხრეები შეკრებას, რომელზეც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის მონაწილეობაზე იყო საუბარი, არ დასწრებიან.პოლიტოლოგის თქმით, „ნაცმოძრაობა“ ცდილობს გადავიდეს ახალ რელსებზე, რადგან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე აბსოლუტურად ლეგიტიმურად მეორე ადგილს დაიკავებს.„ისინი არჩევნების გზით სრულიად ლეგიტიმურად მეორე პოზიციაზე გავლენ, აიღებენ ბიუჯეტიდან თანხას, რაც მეორე პოზიციას შეესაბამება და იქნებიან კმაყოფილი თვითონაც და მეტოქე „ქართული ოცნებაც“ კმაყოფილი ეყოლებათ“, – განაცხადა საყვარელიძემ.რაც შეეხება სააკაშვილის დავალებით შექმნილ მანიფესტს, პოლიტოლოგის თქმით, მის სიტყვებსა და ქმედებებს შორის ლოგიკური კავშირის მოძებნა რთულია.ერთიანობის მანიფესტი: სააკაშვილის გეგმა ჩავარდა >>„ერთსაც ამბობს, მეორესაც, მესამესაც და ლოგიკური კავშირის მოძებნა ძნელია. მე მაინც მგონია, რომ ვინც ხელს არ მოაწერს, ის ჩვენიანი არ არის, უფრო ეკუთვნის ხაბეიშვილს, მისი ინტერესია, ხოლო მიშამ ბოლო ხანებში დაიწყო აქცენტის გადატანა იმაზე, ვისაც ჩვენი პარტიისთვის დიდი ღვაწლი აქვს, როგორ შეიძლება მათი ათვალწუნება და გაშვებაო. მე მგონი, მელია იგულისხმებოდა მაგ შემთხვევაში“, - განაცხადა საყვარელიძემ.მისი თქმით, სააკაშვილი რამდენიმე ტიპის სვლას აკეთებს და თვითონ არ არის გარკვეული საბოლოო ჯამში, რა უნდა.მანიფესტი 11 პუნქტისგან შედგება, რომელთაგან ათი არის საარჩევნო დაპირებები, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, „რუს ოლიგარქთან“ ბრძოლა, საყოველთაო თანასწორობა და ადამიანის თავისუფლებების პატივისცემა და ა.შ. ოპოზიციონერები „რუს ოლიგარქს“ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელს, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს უწოდებენ.„ნაციონალური მოძრაობის“ რღვევა გარდაუვალია – დეპუტატი>>მანიფესტის ერთი პუნქტი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკას ეხება. მასში ნათქვამია, რომ ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის საარჩევნო სიების შედგენა და მომავალი მთავრობის ფორმირების გეგმები, მიიღება თითოეული პარტიის წევრის უშუალო მონაწილეობით.მანიფესტის ტესტში ასევე ნათქვამია, რომ ყველა ხელმომწერი ეთანხმება სააკაშვილის ლიდერობას „ნაციონალურ მოძრაობაში“ და პარტიის ახალი და ძველი წევრები ერთმანეთში იზიარებენ პასუხისმგებლობას და აღიარებენ პარტიის თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს ლეგიტიმურობას.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება. პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/14/275056106_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_aa50644a70060e4441f19880412ba8db.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , მიხეილ სააკაშვილი , ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , მიხეილ სააკაშვილი , ქართული ოცნება
უცხოეთში სულ უფრო ნაკლებად უჭერენ მხარს რევოლუციურ სცენარს საქართველოში: რამაზ საყვარელიძე
მისი თქმით, სააკაშვილი რამდენიმე ტიპის სვლას აკეთებს და თვითონ არ არის გარკვეული საბოლოო ჯამში, რა უნდა, მიაჩნია პოლიტოლოგს
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში მოვლენების რევოლუციური განვითარების მხარდამჭერთა რიცხვი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცირდება, რაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროგრამაშიც აისახა, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა.
პარტიაში ახალი სკანდალი „ნაცმოძრაობის“ წევრების მიერ 23 ნოემბერს საერთო კრებაზე მანიფესტის მიღების შემდეგ აგორდა. მანიფესტში პარტიამ თავისი გეგმები და მიზნები მონიშნა, რომელიც, ექს–პრეზიდენტის, პარტიის დამფუძნებლის, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ჩანაფიქრით, ერთიანობის სიმბოლო უნდა გამხდარიყო. პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია და მისი მომხრეები შეკრებას, რომელზეც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის მონაწილეობაზე იყო საუბარი, არ დასწრებიან.
„ნაციონალურ მოძრაობას“ შიგნით არ აქვს დალაგებული პროგრამა, იცვლება მათი პროგრამა და ვფიქრობ, ნელ-ნელა რევოლუციური თეზისიც იხსნება. იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, საქართველოს გარეთ რევოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი მცირდება, მათ შორის, რუსეთშიც და, მგონი, ამათ რევოლუციას უკრაინაშიც კი კაციშვილი აღარ დაუჭერს მხარს“, - განაცხადა საყვარელიძემ.
პოლიტოლოგის თქმით, „ნაცმოძრაობა“ ცდილობს გადავიდეს ახალ რელსებზე, რადგან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე აბსოლუტურად ლეგიტიმურად მეორე ადგილს დაიკავებს.
„ისინი არჩევნების გზით სრულიად ლეგიტიმურად მეორე პოზიციაზე გავლენ, აიღებენ ბიუჯეტიდან თანხას, რაც მეორე პოზიციას შეესაბამება და იქნებიან კმაყოფილი თვითონაც და მეტოქე „ქართული ოცნებაც“ კმაყოფილი ეყოლებათ“, – განაცხადა საყვარელიძემ.
რაც შეეხება სააკაშვილის დავალებით შექმნილ მანიფესტს, პოლიტოლოგის თქმით, მის სიტყვებსა და ქმედებებს შორის ლოგიკური კავშირის მოძებნა რთულია.
„ერთსაც ამბობს, მეორესაც, მესამესაც და ლოგიკური კავშირის მოძებნა ძნელია. მე მაინც მგონია, რომ ვინც ხელს არ მოაწერს, ის ჩვენიანი არ არის, უფრო ეკუთვნის ხაბეიშვილს, მისი ინტერესია, ხოლო მიშამ ბოლო ხანებში დაიწყო აქცენტის გადატანა იმაზე, ვისაც ჩვენი პარტიისთვის დიდი ღვაწლი აქვს, როგორ შეიძლება მათი ათვალწუნება და გაშვებაო. მე მგონი, მელია იგულისხმებოდა მაგ შემთხვევაში“, - განაცხადა საყვარელიძემ.
მისი თქმით, სააკაშვილი რამდენიმე ტიპის სვლას აკეთებს და თვითონ არ არის გარკვეული საბოლოო ჯამში, რა უნდა.
მანიფესტი 11 პუნქტისგან შედგება, რომელთაგან ათი არის საარჩევნო დაპირებები, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, „რუს ოლიგარქთან“ ბრძოლა, საყოველთაო თანასწორობა და ადამიანის თავისუფლებების პატივისცემა და ა.შ. ოპოზიციონერები „რუს ოლიგარქს“ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელს, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს უწოდებენ.
მანიფესტის ერთი პუნქტი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკას ეხება. მასში ნათქვამია, რომ ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის საარჩევნო სიების შედგენა და მომავალი მთავრობის ფორმირების გეგმები, მიიღება თითოეული პარტიის წევრის უშუალო მონაწილეობით.
მანიფესტის ტესტში ასევე ნათქვამია, რომ ყველა ხელმომწერი ეთანხმება სააკაშვილის ლიდერობას „ნაციონალურ მოძრაობაში“ და პარტიის ახალი და ძველი წევრები ერთმანეთში იზიარებენ პასუხისმგებლობას და აღიარებენ პარტიის თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს ლეგიტიმურობას.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება. პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.