საქართველოს რკინიგზაზე სატვირთო გადაზიდვების მოცულობა შემცირდა - ახალი მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს რკინიგზა. სამტრედიის სადგური
საქართველოს რკინიგზა. სამტრედიის სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2023
გამოწერა
ტვირთების ყველაზე დიდი მოცულობა გატანილია ყაზახეთში (11,1%), რუსეთში (8,7%), სომხეთში (8,3%), და აზერბაიჯანში (4,4%).
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოს რკინიგზით გადატანილია 3,6 მლნ ტონა ტვირთი, რაც 11,8%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული მოცულობის 13,3% მოდის ადგილობრივ გადაზიდვებზე, 30% – საერთაშორისო გადაზიდვებზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 56,7% – ტრანზიტზე.
მესამე კვარტალში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის მოცულობის 24,6% ქვეყნიდან გატანილ ტვირთზე მოდის, ხოლო 75,4% – ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე.
საქართველოში სარკინიგზო გადაზიდვები იზრდება >>
გარდა ამისა, რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 40,9% გამოგზავნილია რუსეთიდან, 29,5% – აზერბაიჯანიდან, 2,9% – რუმინეთიდან, 2,6% – თურქმენეთიდან, 2% – ბელარუსიდან, 1,7% – თურქეთიდან, 1,6% – ჩინეთიდან, 1,6% – ყაზახეთიდან.
ტვირთების ყველაზე დიდი მოცულობა გატანილია ყაზახეთში (11,1%), რუსეთში (8,7%), სომხეთში (8,3%), და აზერბაიჯანში (4,4%).
ტრანზიტი
„საქსტატის“ მონაცემებით, ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 10,7% გადაზიდულია თურქეთში, 6,5% – ნიდერლანდში, 6% – იტალიაში და 5,1% - ჩინეთში.
აღნიშნულ პერიოდში ტრანზიტული ტვირთების 7,5%-ის გამომგზავნი ქვეყანა ბრაზილიაა, 3,8%-ის – ჩინეთი, 1,8% – თურქეთი, 1,6%-ის – აშშ.
საანგარიშო პერიოდში რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 29,2% მოდის ქვანახშირის, ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების და ბუნებრივი აირის სასაქონლო ჯგუფზე, 26,2% – ლითონის მადანსა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე, ხოლო 18,5% – საკვები პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე.
რამდენი გამოიმუშავა „საქართველოს რკინიგზამ" - მონაცემები >>
სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განსხვავებულია განაწილება ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში, სადაც 68,9% ლითონის მადანსა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე მოდის, 12,1% – სხვა არამეტალურ მინერალურ პროდუქტებზე, ხოლო 8,9% – ქვანახშირის, ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების და ბუნებრივი აირის სასაქონლო ჯგუფზე.
პრემიერი: საქართველო მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად გარდაიქმნება >>
რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია ქვანახშირი, ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები და ბუნებრივი აირი (41,4%), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (25,7%) და კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (10,1%).
ამავე დროს ექსპორტზე გატანილია ლითონის მადანი და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეული (53,2%), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (25,1%), სხვადასხვა დასახელების ლითონის ნაწარმი (7,9%), ასევე ნახშირი და ლიგნიტი, ნედლი ნავთობი და ბუნებრივი აირი (3,6%).
ყველა ახალი ამბავი
0