https://sputnik-georgia.com/20231117/ramdeni-gamoimushava-saqartvelos-rkinigzam-284314037.html
რამდენი გამოიმუშავა „საქართველოს რკინიგზამ" - მონაცემები
რამდენი გამოიმუშავა „საქართველოს რკინიგზამ" - მონაცემები
Sputnik საქართველო
„საქართველოს რკინიგზა“ ამჟამად არის როგორც სარკინიგზო ხაზების, ისე ყველა სარკინიგზო შემადგენლობის მფლობელი. 17.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-17T23:01+0400
2023-11-17T23:01+0400
2023-11-17T23:01+0400
საქართველო
საქართველოს რკინიგზა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/11/281449329_0:200:1280:920_1920x0_80_0_0_4fa5181be630a18d96f48690be0b42f3.jpg
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. სახელმწიფო კომპანია სს „საქართველოს რკინიგზამ" 2023 წლის ცხრა თვე102,6 მლნ ლარის წმინდა მოგებით, რაც გასული წლის იანვარი-სექტემბრის მაჩვენებელზე 63,2%-ით ნაკლებია, ნათქვამია კომპანიის ფინანსურ ანგარიშში.წმინდა მოგების შემცირების მიზეზია ის გარემოება, რომ გასულ წელს ეროვნული ვალუტა გამყარდა, რამაც რკინიგზის მთლიანი ვალის მოცულობა ლარებში შეამცირა, ეს კი ფინანსურ ანგარიშში 126,5 მილიონი ლარის შემოსავლად აისახა. შესაბამისად, გასული წლის 9 თვის 278-მილიონიანი მოგების მნიშვნელოვანი მდგენელი საკურსო სხვაობით მიღებული მოგება იყო, წელს კი ასეთი დინამიკა აღარ დაფიქსირებულა.შესაბამისად, „საქართველოს რკინიგზის" მოგება ძირითადად ასახავს საოპერაციო მოგებას ფინანსური შემოსავლის გარეშე.დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში რკინიგზის შემოსავალმა 481 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 10 მლნ ლარით ნაკლებია.მიმდინარე წელს შემოსავლის წყარო გახდა სარკინიგზო გადაზიდვები, ტვირთების მომსახურება, ლოჯისტიკური მომსახურება, ვაგონების ტრანს-სასაზღვრო მომსახურების მოსაკრებელი, ვაგონების გაქირავება, სამგზავრო გადაყვანები და სხვა.რკინიგზის საოპერაციო შემოსავლის კლების მიუხედავად, გაზრდილია კომპანიის სახელფასო დანახარჯი: დასაქმებული 12 ათასი პირის ხელფასებზე 175,7 მლნ ლარი დაიხარჯა, რაც წინა წელთან შედარებით 31 მლნ ლარით მეტია.დოკუმენტის თანახმად, რკინიგზის აქტივები 2,5 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო ვალდებულებები - 1,4 მლრდ ლარს. მათ შორის ვალდებულებებში უმსხვილესია 2021 წელს გამოშვებული 500 მლნ დოლარის ღირებულების 7-წლიანი ევრობონდები, რომელიც კომპანიამ 2028 წელს უნფა დაფაროს.საქართველოსა და კავკასიის ისტორიაში პირველად სატრანსპორტო კომპანიამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსა მწვანე ობლიგაციები. საპროცენტო განაკვეთი 7 წლის ვადით 7,75%-ის ნაცვლად 4%-ით განისაზღვრა. ეს კი ქვეყნის ისტორიაში პირველი პრეცედენტია, როდესაც სატრანსპორტო ორგანიზაციამ მსგავსი ტიპის ფასიანი ქაღალდი, მწვანე ობლიგაციები გამოუშვა. წარმატებული ტრანზაქციის შედეგად კომპანია 100 მლნ დოლარზე მეტს დაზოგავს.სახელმწიფო კომპანია სს „საქართველოს რკინიგზა“ ამჟამად არის როგორც სარკინიგზო ხაზების, ისე ყველა სარკინიგზო შემადგენლობის მფლობელი. მას გადააქვს სხვადასხვა სახის ტვირთი, ძირითადად, კასპიის ზღვიდან და შუა აზიიდან შავ ზღვამდე. საქართველოს რკინიგზა უზრუნველყოფს ასევე შიდა და საერთაშორისო სამგზავრო გადაზიდვებს.საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც ამ სფეროში სერიოზულ ინვესტიციებს აბანდებს. ამასთან დაკავშირებით ძირითადი ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით შენდება, ახალი „აბრეშუმის გზის“ შემადგენელი ნაწილია. მათ შორისაა აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო ტოტი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/11/281449329_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_8dab2068afc176a5a91e497b973f02d5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რკინიგზა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს რკინიგზა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
რამდენი გამოიმუშავა „საქართველოს რკინიგზამ" - მონაცემები
„საქართველოს რკინიგზა“ ამჟამად არის როგორც სარკინიგზო ხაზების, ისე ყველა სარკინიგზო შემადგენლობის მფლობელი.
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. სახელმწიფო კომპანია სს „საქართველოს რკინიგზამ" 2023 წლის ცხრა თვე102,6 მლნ ლარის წმინდა მოგებით, რაც გასული წლის იანვარი-სექტემბრის მაჩვენებელზე 63,2%-ით ნაკლებია, ნათქვამია კომპანიის ფინანსურ ანგარიშში.
წმინდა მოგების შემცირების მიზეზია ის გარემოება, რომ გასულ წელს ეროვნული ვალუტა გამყარდა, რამაც რკინიგზის მთლიანი ვალის მოცულობა ლარებში შეამცირა, ეს კი ფინანსურ ანგარიშში 126,5 მილიონი ლარის შემოსავლად აისახა. შესაბამისად, გასული წლის 9 თვის 278-მილიონიანი მოგების მნიშვნელოვანი მდგენელი საკურსო სხვაობით მიღებული მოგება იყო, წელს კი ასეთი დინამიკა აღარ დაფიქსირებულა.
შესაბამისად, „საქართველოს რკინიგზის" მოგება ძირითადად ასახავს საოპერაციო მოგებას ფინანსური შემოსავლის გარეშე.
დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში რკინიგზის შემოსავალმა 481 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 10 მლნ ლარით ნაკლებია.
მიმდინარე წელს შემოსავლის წყარო გახდა სარკინიგზო გადაზიდვები, ტვირთების მომსახურება, ლოჯისტიკური მომსახურება, ვაგონების ტრანს-სასაზღვრო მომსახურების მოსაკრებელი, ვაგონების გაქირავება, სამგზავრო გადაყვანები და სხვა.
რკინიგზის საოპერაციო შემოსავლის კლების მიუხედავად, გაზრდილია კომპანიის სახელფასო დანახარჯი: დასაქმებული 12 ათასი პირის ხელფასებზე 175,7 მლნ ლარი დაიხარჯა, რაც წინა წელთან შედარებით 31 მლნ ლარით მეტია.
დოკუმენტის თანახმად, რკინიგზის აქტივები 2,5 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო ვალდებულებები - 1,4 მლრდ ლარს. მათ შორის ვალდებულებებში უმსხვილესია 2021 წელს გამოშვებული 500 მლნ დოლარის ღირებულების 7-წლიანი ევრობონდები, რომელიც კომპანიამ 2028 წელს უნფა დაფაროს.
საქართველოსა და კავკასიის ისტორიაში პირველად სატრანსპორტო კომპანიამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსა მწვანე ობლიგაციები. საპროცენტო განაკვეთი 7 წლის ვადით 7,75%-ის ნაცვლად 4%-ით განისაზღვრა. ეს კი ქვეყნის ისტორიაში პირველი პრეცედენტია, როდესაც სატრანსპორტო ორგანიზაციამ მსგავსი ტიპის ფასიანი ქაღალდი, მწვანე ობლიგაციები გამოუშვა. წარმატებული ტრანზაქციის შედეგად კომპანია 100 მლნ დოლარზე მეტს დაზოგავს.
სახელმწიფო კომპანია სს „საქართველოს რკინიგზა“ ამჟამად არის როგორც სარკინიგზო ხაზების, ისე ყველა სარკინიგზო შემადგენლობის მფლობელი. მას გადააქვს სხვადასხვა სახის ტვირთი, ძირითადად, კასპიის ზღვიდან და შუა აზიიდან შავ ზღვამდე. საქართველოს რკინიგზა უზრუნველყოფს ასევე შიდა და საერთაშორისო სამგზავრო გადაზიდვებს.
საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც ამ სფეროში სერიოზულ ინვესტიციებს აბანდებს. ამასთან დაკავშირებით ძირითადი ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით შენდება, ახალი „აბრეშუმის გზის“ შემადგენელი ნაწილია. მათ შორისაა აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო ტოტი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.