უზბეკეთის საერთაშორისო გამოფენაზე აჭარის ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

© Ajara Tourism Departmentტურისტები აჭარაში
ტურისტები აჭარაში - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2023
გამოწერა
ღონისძიებაში 30 ქვეყნის ტურიზმის სექტორის 300-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.
თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს უზბეკეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „Titf 2023" გაეცნენ, იუწყება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.
ღონისძიებაზე აჭარის სტენდი იყო მოწყობილი, სადაც ვიზიტორებს აჭარაში და ზოგადად, საქართველოში მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია იყო წარმოდგენილი.
უწყების ცნობით, წელს უზბეკეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას 15.000-ზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა. მასში 30 ქვეყნის 300-ზე მეტი ტურიზმის სექტორის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან ერთად იყო წარმოდგენილი.
ამბიციური გეგმა: 2025 წლისთვის აჭარა ექვსი მილიონი ტურისტის მიღებას გეგმავს>>
გამოფენის ფარგლებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საქმიანი შეხვედრები გამართეს მსხვილ ტურისტულ, მარკეტინგულ და ტურიზმის ასოციაციების წარმომადგენლებთან.
სამომავლო თანამშრომლობის მიზნით ისინი ასევე შეხვდნენ უზბეკეთის რესპუბლიკის ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს ტურიზმის კომიტეტის, უზბეკეთის ავიახაზებისა და ავიაკომპანია Scat-ის მენეჯმენტს.
შეხვედრებზე, რომლებშიც აქტიურად იყო ჩართული უზბეკეთში საქართველოს საელჩოს ხელმძღვანელობა, უზბეკეთიდან ბათუმის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
Uzbekistan Airways-მა ტაშკენტი-ბათუმის მიმართულებით ოპერირება დაიწყო>>
ტაშკენტიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ავიაკომპანია Uzbekistan Airways-მა გასულ წელსა დაიწყო. მიმდინარე წელს კი ფრენები მაისიდან ოქტომბრამდე ხორციელდებოდა.
2024 წლისთვის, უზბეკეთიდან ჟურნალისტებისა და ტურისტული კომპანიების მოწვევა პრეს- და ინფოტურების ფარგლებში დაიგეგმა. ისინი აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს პოპულარიზაციას უზბეკეთში გაუწევენ.
ყველა ახალი ამბავი
0