Uzbekistan Airways-მა ტაშკენტი-ბათუმის მიმართულებით ოპერირება დაიწყო

© press-service of the Ministry of Foreign Affairs of UzbekistanUzbekistan Airways-ის თვითმფრინავი
Uzbekistan Airways-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2023
გამოწერა
რეგულარული ავიარეისები ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში კვირაში ორი სიხშირით შესრულდება.
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. ტაშკენტი–ბათუმის მიმართულებით ფრენა უზბეკურმა ავიაკომპანია Uzbekistan Airways-მა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „ტავ ჯორჯია" ავრცელებს.
ავიაკომპანია ტაშკენტსა და ბათუმს შორის რეგულარულ რეისებს ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს შეასრულებს.
Uzbekistan Airways ასევე ოპერირებს ტაშკენტი–თბილისის მიმართულებაზე. ავიაკომპანია საქართველოსა და უზბეკეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირ ავიარეისებს კვირაში სამი სიხშირით ასრულებს.
კომპანია TAV Georgia თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს უწევს ოპერირებას. კომპანიამ საქართველოში საქმიანობა 2005 წელს დაიწყო. TAV Georgia არის TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანია.
ყველა ახალი ამბავი
0