https://sputnik-georgia.com/20230930/ambiciuri-gegma-2025-wlistvis-awara-eqsvi-milioni-turistis-mirebas-gegmavs-282820159.html
ამბიციური გეგმა: 2025 წლისთვის აჭარა ექვსი მილიონი ტურისტის მიღებას გეგმავს
ამბიციური გეგმა: 2025 წლისთვის აჭარა ექვსი მილიონი ტურისტის მიღებას გეგმავს
Sputnik საქართველო
რეგიონის ხელისუფლება მზადაა გეგმის ყველა ეტაპი გულდასმით განახორციელოს სასურველი შედეგის მისაღწევად 30.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-30T19:38+0400
2023-09-30T19:38+0400
2023-09-30T19:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
აჭარა
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
აჭარის მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/19/249279636_0:27:3000:1715_1920x0_80_0_0_06ecfd2fc95f60b64340f35f0bc9f1bf.jpg
თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. აჭარის მთავრობა 2025 წლისთვის ექვსი მილიონი ტურისტის მიღებას და მასშტაბური ინფრასტრუქტურის შექმნას გეგმავს, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ World Travel Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე.ბათუმმა უმასპინძლა ტურიზმის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრემიას - World Travel Awards-ს, რომელსაც „ტურისტული ოსკარსაც“ უწოდებენ. სიტყვით გამოსვლისას რიჟვაძე შეეხო ტურიზმის დინამიკას და ასევე ისაუბრა სამომავლო გეგმებზეც.რიჟვაძის თქმით, 2023 წლის რვა თვეში აჭარის რეგიონში ვიზიტების რაოდენობა 2 მილიონს აჭარბებს, რაც 2022 წელთან შედარებით 46%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით 20%-ით ზრდაზე მეტყველებს.ტურიზმი საქართველოში2023 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით საქართველოს ეწვია დაახლოებით 2,9 მილიონი საერთაშორისო მოგზაური, რაც 75,9%-ით მეტია 2022 წლის პირველ ექვს თვესთან შედარებით. ამასთან, 2019 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით მაჩვენებლები 74%-ით არის აღდგენილი.საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა საქართველოში 2023 წლის იანვარ-ივნისში 1,8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც 57,9%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდზე და 23,9%-ით მეტი 2019 წლის პანდემიამდელ მაჩვენებელზე.ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ ჯერ კიდევ ვერ მიაღწია ტურიზმის მხრივ რეკორდული წლის დონეს.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/19/249279636_301:0:2969:2001_1920x0_80_0_0_d4f99dcb54f92bf9312e0cf06bd08027.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, აჭარის მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, აჭარის მთავრობა
ამბიციური გეგმა: 2025 წლისთვის აჭარა ექვსი მილიონი ტურისტის მიღებას გეგმავს
რეგიონის ხელისუფლება მზადაა გეგმის ყველა ეტაპი გულდასმით განახორციელოს სასურველი შედეგის მისაღწევად
თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. აჭარის მთავრობა 2025 წლისთვის ექვსი მილიონი ტურისტის მიღებას და მასშტაბური ინფრასტრუქტურის შექმნას გეგმავს, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ World Travel Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე.
ბათუმმა უმასპინძლა ტურიზმის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრემიას - World Travel Awards-ს, რომელსაც „ტურისტული ოსკარსაც“ უწოდებენ. სიტყვით გამოსვლისას რიჟვაძე შეეხო ტურიზმის დინამიკას და ასევე ისაუბრა სამომავლო გეგმებზეც.
რიჟვაძის თქმით, 2023 წლის რვა თვეში აჭარის რეგიონში ვიზიტების რაოდენობა 2 მილიონს აჭარბებს, რაც 2022 წელთან შედარებით 46%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით 20%-ით ზრდაზე მეტყველებს.
„ჩვენი მიზანია მივაღწიოთ ორმაგ დონეს მომავალი წლისთვის და სამმაგს - 2025 წლისთვის. გვინდა ექვს მილიონ ტურისტზე მოვაწყოთ ინფრასტრუქტურა - ეს საკმაოდ ამბიციური გეგმაა, თუმცა მზად ვართ გეგმის ყველა ეტაპი გულდასმით განვახორციელოთ სასურველი შედეგის მისაღწევად“, - განაცხადა რიჟვაძემ.
2023 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით საქართველოს ეწვია დაახლოებით 2,9 მილიონი საერთაშორისო მოგზაური, რაც 75,9%-ით მეტია 2022 წლის პირველ ექვს თვესთან შედარებით. ამასთან, 2019 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით მაჩვენებლები 74%-ით არის აღდგენილი.
საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა საქართველოში 2023 წლის იანვარ-ივნისში 1,8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც 57,9%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდზე და 23,9%-ით მეტი 2019 წლის პანდემიამდელ მაჩვენებელზე.
ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ ჯერ კიდევ ვერ მიაღწია ტურიზმის მხრივ რეკორდული წლის დონეს.