https://sputnik-georgia.com/20231120/saqartvelos-sasursato-usafrtxoebas-araferi-emuqreba-qveyanas-xorblis-ortviani-maragi-aqvs-284363447.html
საქართველოს სასურსათო უსაფრთხოებას არაფერი ემუქრება: ქვეყანას ხორბლის ორთვიანი მარაგი აქვს
საქართველოს სასურსათო უსაფრთხოებას არაფერი ემუქრება: ქვეყანას ხორბლის ორთვიანი მარაგი აქვს
Sputnik საქართველო
მსოფლიო და რეგიონულ ბაზრებზე ხორბლის ფასთან დაკავშირებით სტაბილური ვითარებაა, საქართველოში მარცვლეული და ფქვილი შეუფერხებლად შემოდის. 20.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-20T21:30+0400
2023-11-20T21:30+0400
2024-01-09T22:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23364/12/233641247_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_c057c5a15dc14141cadd90d594e2e2c8.jpg
თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ორი თვის ხორბლის მარაგი არის - ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება დაცულია, განაცხადა საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ.მან კომენტარი გააკეთა ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციაზე საქართველოში სასურსათო უსაფრთხოების პრობლემების შესახებ, რომლებიც შესაძლოა შეიქმნას რუსეთიდან ხორბლის იმპორტის შეწყვეტის შემთხვევაში. რუსეთი კი ქვეყანაში მარცვლეულის მთავარი მომწოდებელია.მისი თქმით, წისქვილკომბინატებსა და ელევატორებში აქვთ ხორბლის მარაგი ორთვიანი მოხმარებისთვის, რომლებიც მუდმივად ივსება. გარდა ამისა, ქართველი ფერმერები ერთთვიანი მოხმარებისთვის სამრეწველო ხორბალს ინახავენ.სილაგავამ განმარტა, რომ ხორბლის ფასთან დაკავშირებით მსოფლიო და რეგიონულ ბაზრებზე მდგომარეობა სტაბილურია და საქართველოში მარცვლეულიც და ფქვილიც შეუფერხებლად შემოდის.რაც შეეხება რუსეთიდან იმპორტს, ექსპერტმა აღნიშნა, რომ ხორბალი და ფქვილი რუსეთიდან შემოდის სხვა იმპორტიორ ქვეყნებთან შედარებით ხელსაყრელი ფასების გამო.გაძვირდება თუ არა პური საქართველოში - მინისტრის პასუხი >>„რუსეთის გარდა, მუდმივი კონტაქტი და მონიტორინგი გვაქვს მინიმუმ სამ მეზობელ ალტერნატიულ ქვეყანასთან - რუმინეთთან, უკრაინასთან და ყაზახეთთან, თუმცა დღესაც და ბოლო წლებში ეს ბაზრები შედარებით მაღალ ფასებს გვთავაზობენ“, - აღნიშნა მან.სილაგავამ განმარტა, რომ ხორბლის პრობლემა საქართველოში არ არის და არც მომავალში იქნება. მისივე თქმით, წისქვილების მუშაობის ბიზნეს პროცესი გულისხმობს მარცვლეულის მარაგების მუდმივ შევსებას, მისი ფქვილად გადამუშავების პარალელურად.მისი თქმით, საქართველოში მოქმედებს უწყვეტი მიწოდების სამკომპონენტიანი სქემა: წისქვილში არსებული ხორბლის გადამუშავება ფქვილად - გზაში არსებული იმპორტირებული ხორბალი - ხორბლის ახალი პარტიის შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმება.გარდა ამისა, მანამდე სოფლის მეურნეობის მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ საქართველოში პურის ფასი არ გაიზრდება და ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობაა, რაც დიდწილად ფქვილის იმპორტზე გადასახადის დაწესებით არის განპირობებული.ქართველი ფერმერების მხარდასაჭერად, რომლებსაც მარცვლეულის მოსავლის რეალიზაციაში პრობლემები შეექმნათ, 2023 წლის 12 ივნისიდან 1 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში 200 კილოგრამზე მეტი ხორბლის ფქვილის იმპორტი კილოგრამზე 20 თეთრით იბეგრება. ოქტომბრის დასაწყისში დროებითი გადასახადი 2024 წლის 1 მარტამდე გაგრძელდა და გადასახადის ოდენობა გაიზარდა 25%-ით, ანუ გადასახადი 1 კილოგრამ ფქვილზე 250 ლარით განისაზღვრა.რთული დრორუსულ ხორბალზე საექსპორტო გადასახადის დაწესების და ფქვილის იმპორტის ზრდის პირობებში საქართველოში ყველა წისქვილკომბინატმა შეაჩერა წარმოება, როგორც ეს 2021 წელს მოხდა. შედეგად, ქართველი ფერმერები ვერ ახერხებდნენ დასაწყობებული, დაახლოებით 40-50 ათასი ტონა ხორბლის რეალიზებას, რადგან ხორბლის მარაგები გადავსებული იყო.საქართველო ფქვილის იმპორტზე გადასახადს ზრდის>>ქართველი მეწისქვილეებისთვის პირველად რთული პერიოდი დადგა 2021 წლის ზაფხულში, როდესაც რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე მცურავი ბაჟის მექანიზმი დააწესა. შესაბამისად, საქართველომ რამდენჯერმე გაზარდა ფქვილის იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან, რაზეც საექსპორტო გადასახადი არ არის დაწესებული. ამიტომ 2022 წელს ხორბლის იმპორტი 30%-ზე მეტით შემცირდა. შედეგად კი ქვეყანაში თითქმის ყველა წისქვილკომბინატმა შეწყვიტა მუშაობა.წისქვილებმა ხორბლის შემოტანა და წარმოების ზრდა მხოლოდ გასული წლის ბოლოსკენ დაიწყეს, როდესაც ხორბალზე ექსპორტის გადასახადის მცურავი განაკვეთი შემცირდა.მეორედ წისქვილკომბინატებში წარმოების კრიზისი დადგა 2023 წლის მარტში რუსეთიდან ფქვილის იმპორტის ზრდისა და ხორბალზე საექსპორტო გადასახადის ზრდის გამო.საქართველოს წელიწადში დაახლოებით 800 ტონა ფქვილი სჭირდება. ქვეყანაში მოხმარებული ხორბლის ფქვილის დიდი ნაწილი (78 პროცენტამდე) რუსეთიდან შემოდის. რუსეთი საქართველოში ხორბლისა და ფქვილის ყველაზე მსხვილ მომწოდებლად რჩება.პრემიერი ხორბლის მწარმოებლებს მაქსიმალურ მხარდაჭერას შეპირდა>>სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 26,9 მილიონი დოლარის ფქვილი შემოიტანა, აქედან 26,1 მილიონი დოლარის - რუსეთიდან (93,4 ათასი ტონა ფქვილი).რაც შეეხება ხორბალს, იანვარ-მარტში ქვეყანაში 13 მილიონი დოლარის მარცვლეული შემოვიდა, მათ შორის 12,5 მილიონი დოლარის – რუსეთიდან (39,6 ათასი ტონა).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23364/12/233641247_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_ab61313fb7401c27e54364b535a8c862.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება
საქართველოს სასურსათო უსაფრთხოებას არაფერი ემუქრება: ქვეყანას ხორბლის ორთვიანი მარაგი აქვს
21:30 20.11.2023 (განახლებულია: 22:31 09.01.2024) მსოფლიო და რეგიონულ ბაზრებზე ხორბლის ფასთან დაკავშირებით სტაბილური ვითარებაა, საქართველოში მარცვლეული და ფქვილი შეუფერხებლად შემოდის.
თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ორი თვის ხორბლის მარაგი არის - ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება დაცულია, განაცხადა საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ.
მან კომენტარი გააკეთა ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციაზე საქართველოში სასურსათო უსაფრთხოების პრობლემების შესახებ, რომლებიც შესაძლოა შეიქმნას რუსეთიდან ხორბლის იმპორტის შეწყვეტის შემთხვევაში. რუსეთი კი ქვეყანაში მარცვლეულის მთავარი მომწოდებელია.
„დღეს ქვეყანაში ხორბლით მომარაგების პრობლემა არ დგას, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება სრულად არის დაცული. არსებული ორთვიანი მარაგი შეესაბამება გაეროს რეკომენდაციებს და უზრუნველყოფილია წისქვილკომბინატების სტაბილური მუშაობის საფუძველზე", - განაცხადა სილაგავამ.
მისი თქმით, წისქვილკომბინატებსა და ელევატორებში აქვთ ხორბლის მარაგი ორთვიანი მოხმარებისთვის, რომლებიც მუდმივად ივსება. გარდა ამისა, ქართველი ფერმერები ერთთვიანი მოხმარებისთვის სამრეწველო ხორბალს ინახავენ.
სილაგავამ განმარტა, რომ ხორბლის ფასთან დაკავშირებით მსოფლიო და რეგიონულ ბაზრებზე მდგომარეობა სტაბილურია და საქართველოში მარცვლეულიც და ფქვილიც შეუფერხებლად შემოდის.
რაც შეეხება რუსეთიდან იმპორტს, ექსპერტმა აღნიშნა, რომ ხორბალი და ფქვილი რუსეთიდან შემოდის სხვა იმპორტიორ ქვეყნებთან შედარებით ხელსაყრელი ფასების გამო.
„რუსეთის გარდა, მუდმივი კონტაქტი და მონიტორინგი გვაქვს მინიმუმ სამ მეზობელ ალტერნატიულ ქვეყანასთან - რუმინეთთან, უკრაინასთან და ყაზახეთთან, თუმცა დღესაც და ბოლო წლებში ეს ბაზრები შედარებით მაღალ ფასებს გვთავაზობენ“, - აღნიშნა მან.
სილაგავამ განმარტა, რომ ხორბლის პრობლემა საქართველოში არ არის და არც მომავალში იქნება. მისივე თქმით, წისქვილების მუშაობის ბიზნეს პროცესი გულისხმობს მარცვლეულის მარაგების მუდმივ შევსებას, მისი ფქვილად გადამუშავების პარალელურად.
მისი თქმით, საქართველოში მოქმედებს უწყვეტი მიწოდების სამკომპონენტიანი სქემა: წისქვილში არსებული ხორბლის გადამუშავება ფქვილად - გზაში არსებული იმპორტირებული ხორბალი - ხორბლის ახალი პარტიის შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმება.
„ნებისმიერი შეფერხების შემთხვევაში, ხდება დაუყოვნებლივ გადასვლა სხვა ალტერნატიულ ბაზრებზე და ბაზრის ავტომატური დივერსიფიკაცია, რისთვისაც ხორბლის ორთვიანი მარაგის გამო საკმარისზე მეტი დროა“, - განაცხადა მან.
გარდა ამისა, მანამდე სოფლის მეურნეობის მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ საქართველოში პურის ფასი არ გაიზრდება და ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობაა, რაც დიდწილად ფქვილის იმპორტზე გადასახადის დაწესებით არის განპირობებული.
ქართველი ფერმერების მხარდასაჭერად, რომლებსაც მარცვლეულის მოსავლის რეალიზაციაში პრობლემები შეექმნათ, 2023 წლის 12 ივნისიდან 1 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში 200 კილოგრამზე მეტი ხორბლის ფქვილის იმპორტი კილოგრამზე 20 თეთრით იბეგრება. ოქტომბრის დასაწყისში დროებითი გადასახადი 2024 წლის 1 მარტამდე გაგრძელდა და გადასახადის ოდენობა გაიზარდა 25%-ით, ანუ გადასახადი 1 კილოგრამ ფქვილზე 250 ლარით განისაზღვრა.
რუსულ ხორბალზე საექსპორტო გადასახადის დაწესების და ფქვილის იმპორტის ზრდის პირობებში საქართველოში ყველა წისქვილკომბინატმა შეაჩერა წარმოება, როგორც ეს 2021 წელს მოხდა. შედეგად, ქართველი ფერმერები ვერ ახერხებდნენ დასაწყობებული, დაახლოებით 40-50 ათასი ტონა ხორბლის რეალიზებას, რადგან ხორბლის მარაგები გადავსებული იყო.
ქართველი მეწისქვილეებისთვის პირველად რთული პერიოდი დადგა 2021 წლის ზაფხულში, როდესაც რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე მცურავი ბაჟის მექანიზმი დააწესა. შესაბამისად, საქართველომ რამდენჯერმე გაზარდა ფქვილის იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან, რაზეც საექსპორტო გადასახადი არ არის დაწესებული. ამიტომ 2022 წელს ხორბლის იმპორტი 30%-ზე მეტით შემცირდა. შედეგად კი ქვეყანაში თითქმის ყველა წისქვილკომბინატმა შეწყვიტა მუშაობა.
წისქვილებმა ხორბლის შემოტანა და წარმოების ზრდა მხოლოდ გასული წლის ბოლოსკენ დაიწყეს, როდესაც ხორბალზე ექსპორტის გადასახადის მცურავი განაკვეთი შემცირდა.
მეორედ წისქვილკომბინატებში წარმოების კრიზისი დადგა 2023 წლის მარტში რუსეთიდან ფქვილის იმპორტის ზრდისა და ხორბალზე საექსპორტო გადასახადის ზრდის გამო.
საქართველოს წელიწადში დაახლოებით 800 ტონა ფქვილი სჭირდება. ქვეყანაში მოხმარებული ხორბლის ფქვილის დიდი ნაწილი (78 პროცენტამდე) რუსეთიდან შემოდის. რუსეთი საქართველოში ხორბლისა და ფქვილის ყველაზე მსხვილ მომწოდებლად რჩება.
სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 26,9 მილიონი დოლარის ფქვილი შემოიტანა, აქედან 26,1 მილიონი დოლარის - რუსეთიდან (93,4 ათასი ტონა ფქვილი).
რაც შეეხება ხორბალს, იანვარ-მარტში ქვეყანაში 13 მილიონი დოლარის მარცვლეული შემოვიდა, მათ შორის 12,5 მილიონი დოლარის – რუსეთიდან (39,6 ათასი ტონა).