https://sputnik-georgia.com/20231120/gazvirdeba-tu-ara-puris-fasi-samugia-284359293.html
გაძვირდება თუ არა პური საქართველოში - მინისტრის პასუხი
გაძვირდება თუ არა პური საქართველოში - მინისტრის პასუხი
Sputnik საქართველო
საკმარისი მარაგი გვაქვს ხორბლის და ფქვილის იმპორტი ხორციელდება, მცირე რაოდენობით, მაგრამ გრძელდება, განაცხადა მინისტრმა. 20.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-20T18:16+0400
2023-11-20T18:16+0400
2023-11-20T18:16+0400
საქართველოს სოფლის მეურნეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/0a/271192384_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_c7b2ca4737cd5bcd7c15d29e1ac6f88b.jpg
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. პურზე ფასის ზრდის საფუძველი არ არის, განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე. ქართველი ფერმერების მხარდასაჭერად, რომლებსაც მარცვლეულის მოსავლის რეალიზაციაში პრობლემები შეექმნათ, 2023 წლის 12 ივნისიდან 1 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში 200 კილოგრამზე მეტი ხორბლის ფქვილის იმპორტი კილოგრამზე 20 თეთრით იბეგრება. მოსალოდნელია, რომ ეს გაზრდის ქართული ხორბლის კონკურენტუნარიანობას და ხელს შეუწყობს მის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე. მთავრობამ ეს გადაწყვეტილება იმ პირობით მიიღო, რომ სექტორი პურის გაძვირებას არ დაუშვებდა. მან აღნიშნა, რომ ფქვილის იმპორტზე გადასახადის ოდენობის გაზრდა მარცვლეულის ადგილობრივი წარმოების სტიმულირებაზე გამიზნული, ასევე წისქვილკომბინატების მუშაობის ხელშეწყობაზე. მინისტრის თქმით, წისქვილკომბინატები ადგილობრივი ხორბლის მთავარი მომხმარებლები არიან. „ეს პროცესი მიმდინარეობს შემდეგნაირად - ყოველთვიურად, დაახლოებით 25 -30 ათასი ტონა ხორბლის იმპორტი ხორციელდება, ამას ემატება ადგილობრივი ხორბალი. 40 ათას ტონაზე მეტი ადგილობრივი ხორბალი იქნა, მხოლოდ წისქვილების მიერ გადამუშავებული, შესაბამისად, პროცესი ძალიან თანმიმდევრულად მიდის და პურის გაძვირებაზე საუბარი არაა", - განაცხადა შამუგიამ. რთული დრო რუსულ ხორბალზე საექსპორტო გადასახადის დაწესების და ფქვილის იმპორტის ზრდის პირობებში საქართველოში ყველა წისქვილკომბინატმა შეაჩერა წარმოება, როგორც ეს 2021 წელს მოხდა. შედეგად, ქართველი ფერმერები ვერ ახერხებდნენ დასაწყობებული, დაახლოებით 40-50 ათასი ტონა ხორბლის რეალიზებას, რადგან ხორბლის მარაგები გადავსებული იყო. საქართველო ფქვილის იმპორტზე გადასახადს ზრდის>>ქართველი მეწისქვილეებისთვის პირველად რთული პერიოდი დადგა 2021 წლის ზაფხულში, როდესაც რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე მცურავი ბაჟის მექანიზმი დააწესა. შესაბამისად, საქართველომ რამდენჯერმე გაზარდა ფქვილის იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან, რაზეც საექსპორტო გადასახადი არ არის დაწესებული. ამიტომ 2022 წელს ხორბლის იმპორტი 30%-ზე მეტით შემცირდა. შედეგად კი ქვეყანაში თითქმის ყველა წისქვილკომბინატმა შეწყვიტა მუშაობა. წისქვილებმა ხორბლის შემოტანა და წარმოების ზრდა მხოლოდ გასული წლის ბოლოსკენ დაიწყეს, როდესაც ხორბალზე ექსპორტის გადასახადის მცურავი განაკვეთი შემცირდა. მეორედ წისქვილკომბინატებში წარმოების კრიზისი დადგა 2023 წლის მარტში რუსეთიდან ფქვილის იმპორტის ზრდისა და ხორბალზე საექსპორტო გადასახადის ზრდის გამო. საქართველოს წელიწადში დაახლოებით 800 ტონა ფქვილი სჭირდება. ქვეყანაში მოხმარებული ხორბლის ფქვილის დიდი ნაწილი (78 პროცენტამდე) რუსეთიდან შემოდის. რუსეთი საქართველოში ხორბლისა და ფქვილის ყველაზე მსხვილ მომწოდებლად რჩება. პრემიერი ხორბლის მწარმოებლებს მაქსიმალურ მხარდაჭერას შეპირდა>>სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 26,9 მილიონი დოლარის ფქვილი შემოიტანა, აქედან 26,1 მილიონი დოლარის - რუსეთიდან (93,4 ათასი ტონა ფქვილი). რაც შეეხება ხორბალს, იანვარ-მარტში ქვეყანაში 13 მილიონი დოლარის მარცვლეული შემოვიდა, მათ შორის 12,5 მილიონი დოლარის – რუსეთიდან (39,6 ათასი ტონა).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/0a/271192384_73:0:1208:851_1920x0_80_0_0_bc7488514f0ebfcd87b55e3e25b4f713.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
გაძვირდება თუ არა პური საქართველოში - მინისტრის პასუხი
საკმარისი მარაგი გვაქვს ხორბლის და ფქვილის იმპორტი ხორციელდება, მცირე რაოდენობით, მაგრამ გრძელდება, განაცხადა მინისტრმა.
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. პურზე ფასის ზრდის საფუძველი არ არის, განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე.
ქართველი ფერმერების მხარდასაჭერად, რომლებსაც მარცვლეულის მოსავლის რეალიზაციაში პრობლემები შეექმნათ, 2023 წლის 12 ივნისიდან 1 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში 200 კილოგრამზე მეტი ხორბლის ფქვილის იმპორტი კილოგრამზე 20 თეთრით იბეგრება. მოსალოდნელია, რომ ეს გაზრდის ქართული ხორბლის კონკურენტუნარიანობას და ხელს შეუწყობს მის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე. მთავრობამ ეს გადაწყვეტილება იმ პირობით მიიღო, რომ სექტორი პურის გაძვირებას არ დაუშვებდა.
„შესაბამისი მარაგებიც არსებობს და ფქვილის იმპორტიც ხორციელდება, ნაკლები ოდენობით, მაგრამ გრძელდება. არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის, რომ პურის ფასის გაძვირებასთან დაკავშირებით ვიფიქროთ", - განაცხადა შამუგიამ.
მან აღნიშნა, რომ ფქვილის იმპორტზე გადასახადის ოდენობის გაზრდა მარცვლეულის ადგილობრივი წარმოების სტიმულირებაზე გამიზნული, ასევე წისქვილკომბინატების მუშაობის ხელშეწყობაზე.
მინისტრის თქმით, წისქვილკომბინატები ადგილობრივი ხორბლის მთავარი მომხმარებლები არიან.
„ეს პროცესი მიმდინარეობს შემდეგნაირად - ყოველთვიურად, დაახლოებით 25 -30 ათასი ტონა ხორბლის იმპორტი ხორციელდება, ამას ემატება ადგილობრივი ხორბალი. 40 ათას ტონაზე მეტი ადგილობრივი ხორბალი იქნა, მხოლოდ წისქვილების მიერ გადამუშავებული, შესაბამისად, პროცესი ძალიან თანმიმდევრულად მიდის და პურის გაძვირებაზე საუბარი არაა", - განაცხადა შამუგიამ.
რუსულ ხორბალზე საექსპორტო გადასახადის დაწესების და ფქვილის იმპორტის ზრდის პირობებში საქართველოში ყველა წისქვილკომბინატმა შეაჩერა წარმოება, როგორც ეს 2021 წელს მოხდა. შედეგად, ქართველი ფერმერები ვერ ახერხებდნენ დასაწყობებული, დაახლოებით 40-50 ათასი ტონა ხორბლის რეალიზებას, რადგან ხორბლის მარაგები გადავსებული იყო.
ქართველი მეწისქვილეებისთვის პირველად რთული პერიოდი დადგა 2021 წლის ზაფხულში, როდესაც რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე მცურავი ბაჟის მექანიზმი დააწესა. შესაბამისად, საქართველომ რამდენჯერმე გაზარდა ფქვილის იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან, რაზეც საექსპორტო გადასახადი არ არის დაწესებული. ამიტომ 2022 წელს ხორბლის იმპორტი 30%-ზე მეტით შემცირდა. შედეგად კი ქვეყანაში თითქმის ყველა წისქვილკომბინატმა შეწყვიტა მუშაობა.
წისქვილებმა ხორბლის შემოტანა და წარმოების ზრდა მხოლოდ გასული წლის ბოლოსკენ დაიწყეს, როდესაც ხორბალზე ექსპორტის გადასახადის მცურავი განაკვეთი შემცირდა.
მეორედ წისქვილკომბინატებში წარმოების კრიზისი დადგა 2023 წლის მარტში რუსეთიდან ფქვილის იმპორტის ზრდისა და ხორბალზე საექსპორტო გადასახადის ზრდის გამო.
საქართველოს წელიწადში დაახლოებით 800 ტონა ფქვილი სჭირდება. ქვეყანაში მოხმარებული ხორბლის ფქვილის დიდი ნაწილი (78 პროცენტამდე) რუსეთიდან შემოდის. რუსეთი საქართველოში ხორბლისა და ფქვილის ყველაზე მსხვილ მომწოდებლად რჩება.
სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 26,9 მილიონი დოლარის ფქვილი შემოიტანა, აქედან 26,1 მილიონი დოლარის - რუსეთიდან (93,4 ათასი ტონა ფქვილი).
რაც შეეხება ხორბალს, იანვარ-მარტში ქვეყანაში 13 მილიონი დოლარის მარცვლეული შემოვიდა, მათ შორის 12,5 მილიონი დოლარის – რუსეთიდან (39,6 ათასი ტონა).