https://sputnik-georgia.com/20231116/ocneba-reitingsi-opozicias-orjer-uswrebs-talakvaze-sociologiur-gamokitxvaze-284265566.html
„ოცნება" ოპოზიციას რეიტინგში ორჯერ უსწრებს წინ - თალაკვაძე სოციოლოგიურ გამოკითხვაზე
„ოცნება" ოპოზიციას რეიტინგში ორჯერ უსწრებს წინ - თალაკვაძე სოციოლოგიურ გამოკითხვაზე
Sputnik საქართველო
პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ამ ორგანიზაციის კვლევის შედეგები არჩევნების რეალურ შედეგებს არ ემთხვეოდა. 16.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-16T17:53+0400
2023-11-16T17:53+0400
2023-11-16T17:53+0400
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
ქართული ოპოზიცია
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოებრივი აზრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270136362_0:0:1620:912_1920x0_80_0_0_f8c2c2a4901a87846238144b90bc3d08.jpg
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რეიტინგი ყველა კვლევაში ორჯერ მეტია, ვიდრე ძირითადი ოპოზიციური ბანაკის, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ერთ-ერთი ამერიკული ორგანიზაციის მორიგი საზოგადოებრივი კვლევის შესახებ კომენტარისას. გამოკითხვის შედეგებით, შემდეგ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას" რესპონდენტების 25% მისცემდა ხმას. მეორე ადგილზე 13%-ით გავიდა მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". მესამე ადგილზეა 4%-ით ექს-პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის". მან ასევე გაიხსენა, რომ ამ ორგანიზაციის კვლევების შედეგები არჩევნების რეალურ შედეგებს არ ემთხვეოდა. „გვახსოვს ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევები. სამწუხაროდ, არჩევნებზე აბსოლუტურად განსხვავებული მონაცემები იყო ძალიან დიდი ცდომილებები, ვნახოთ, დაველოდოთ არჩევნებს", - აღნიშნა თალაკვაძემ. ოპოზიციის შეფასება კვლევის შედეგებით კმაყოფილია „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი. „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების რეიტინგების საიდუმლოს ფარდა ახადა>>„კვლევა ადასტურებს, რომ ჩვენ ოთხჯერ და რიგ შემთხვევაში რვაჯერ უფრო მეტი მხარდაჭერა გვაქვს, შესაბამისად, უმჯობესია ჩვენზე „შფოთვებს" და „ნერვიულობას" მორჩეს ყველა", - დაწერა სოციალურ ქსელში ხაბეიშვილმა. როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, ყველა კვლევა და გამოკითხვა ადასტურებს, რომ მმართველი პარტიის დამარცხება შესაძლებელია, თუ პროდასავლური ოპოზიცია სტრატეგიულად სწორად მოიქცევა. გამოკითხვის შედეგებით, „სტრატეგია აღმაშენებელს" 3% აქვს, ამდენივე აქვს პარტია „გირჩს" (იაგო ხვიჩია). ორ-ორი პროცენტი აიღეს პარტიებმა „ლელო საქართველოსთვის", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „ლეიბორისტული პარტია", „მოქალაქეები", „ხალხისთვის". 1% აქვს „ხალხის ძალას", „ალტ ინფოსა" და „პატრიოტთა ალიანსს". „ევროპულ საქართველოს 1 პროცენტზე ნაკლები აქვს. 1% დააგროვეს დანარჩენმა პარტიებმა. „ქართული ოცნება" რადიკალურ ოპოზიციად მოიხსენიებს როგორც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", ისე პარტიებს „ლელო საქართველოსთვის", „სტრატეგია აღმაშენებელი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა", „საქართველოსთვის" და სხვ. მმართველი პარტია მათ „კოლექტიურ ნაცმოძრაობასაც" უწოდებს. თავად ეს პარტიები, „სტრატეგია აღმაშენებლის" გარდა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაცმოძრაობასთან" კოალიციას გამორიცხავენ. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება. განახლებული რეიტინგები ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით კომპანია GORBI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პოლიტიკური პარტიების რეიტინგში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ხმების 55%-ით შთამბეჭდავი სხვაობით ლიდერობს. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა"/"სტრატეგია აღმაშენებელი" - 20%. საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების მცდელობა - კალაძე კვლევის მცდარ მონაცემებზე>>მესამე ადგილს ხმების 4%-ით იყოფენ პარტიების - „გირჩი-მეტი თავისუფლება", „დროა" და „ლელო საქართველოსთვის" კოალიცია. გამოკითხულთა 3% მხარს უჭერს „ევროპულ საქართველოს" და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის". შემდეგ მოდის „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" და „ლეიბორისტული პარტია" - ხმების 2-2%-ით. პარტიებმა „მოქალაქეები" და „გირჩი" (იაგო ხვიჩია) ხმების 1% მიიღეს. გამოკითხვაში მონაწილე პირთა ხმების 5% კი დანარჩენ პარტიებზე გადანაწილდა. ტელეარხ „ფორმულას" კვლევის შედეგების თანახმად, პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვს ოთხ პარტიას: „ქართულ ოცნებას" (37%), „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას"/ „სტრატეგია აღმაშენებელს" (21%), ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის" (9%), პარტიებს „ლელო საქართველოსთვის" (5%), „გირჩი/დროა" – 4%. კვლევის თანახმად, 3%-იანი მხარდაჭერა მიიღო „ხალხის ძალამ", „მოქალაქეებმა" და „ალტ-ინფომ". „პატრიოტთა ალიანსმა" ხმების 2%, „ევროპულმა საქართველომ" 1%, დანარჩენმა პარტიებმა კი გამოკითხულთა ხმების 1% მიიღეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270136362_180:0:1620:1080_1920x0_80_0_0_c24cf4e15221c597559fe6450a73ee82.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოებრივი აზრი
პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოებრივი აზრი
„ოცნება" ოპოზიციას რეიტინგში ორჯერ უსწრებს წინ - თალაკვაძე სოციოლოგიურ გამოკითხვაზე
პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ამ ორგანიზაციის კვლევის შედეგები არჩევნების რეალურ შედეგებს არ ემთხვეოდა.
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რეიტინგი ყველა კვლევაში ორჯერ მეტია, ვიდრე ძირითადი ოპოზიციური ბანაკის, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ერთ-ერთი ამერიკული ორგანიზაციის მორიგი საზოგადოებრივი კვლევის შესახებ კომენტარისას.
გამოკითხვის შედეგებით, შემდეგ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას" რესპონდენტების 25% მისცემდა ხმას. მეორე ადგილზე 13%-ით გავიდა მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". მესამე ადგილზეა 4%-ით ექს-პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის".
„ვერ დამალეს და აქაც ვერ გადააკეთეს, რომ „ქართულ ოცნებას" აქვს ორჯერ მეტი მხარდაჭერა, ძირითად ოპოზიციურ ბანაკთან შედარებით, თუმცა, მერწმუნეთ, რომ გაცილებით მაღალია ნდობა და მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ გვაქვს საზოგადოებაში და ამას არაერთი კვლევა გვეუბნება", - განაცხადა თალაკვაძემ.
მან ასევე გაიხსენა, რომ ამ ორგანიზაციის კვლევების შედეგები არჩევნების რეალურ შედეგებს არ ემთხვეოდა.
„გვახსოვს ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევები. სამწუხაროდ, არჩევნებზე აბსოლუტურად განსხვავებული მონაცემები იყო ძალიან დიდი ცდომილებები, ვნახოთ, დაველოდოთ არჩევნებს", - აღნიშნა თალაკვაძემ.
კვლევის შედეგებით კმაყოფილია „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი.
„კვლევა ადასტურებს, რომ ჩვენ ოთხჯერ და რიგ შემთხვევაში რვაჯერ უფრო მეტი მხარდაჭერა გვაქვს, შესაბამისად, უმჯობესია ჩვენზე „შფოთვებს" და „ნერვიულობას" მორჩეს ყველა", - დაწერა სოციალურ ქსელში ხაბეიშვილმა.
როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, ყველა კვლევა და გამოკითხვა ადასტურებს, რომ მმართველი პარტიის დამარცხება შესაძლებელია, თუ პროდასავლური ოპოზიცია სტრატეგიულად სწორად მოიქცევა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პასუხისმგებლიანი, ყველაზე დიდი ევროპული პარტიაა საქართველოში და შესაბამისად, გავაკეთეთ გამარჯვების კოალიცია „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელთან", რომლის მხარდაჭერა და ხმები ყველაზე იოლად ერწყმის ჩვენს პარტიას - ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის, მხოლოდ პირველი ადგილისთვის", - დაწერა ხაბეიშვილმა.
გამოკითხვის შედეგებით, „სტრატეგია აღმაშენებელს" 3% აქვს, ამდენივე აქვს პარტია „გირჩს" (იაგო ხვიჩია).
ორ-ორი პროცენტი აიღეს პარტიებმა „ლელო საქართველოსთვის", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „ლეიბორისტული პარტია", „მოქალაქეები", „ხალხისთვის". 1% აქვს „ხალხის ძალას", „ალტ ინფოსა" და „პატრიოტთა ალიანსს". „ევროპულ საქართველოს 1 პროცენტზე ნაკლები აქვს. 1% დააგროვეს დანარჩენმა პარტიებმა.
„ქართული ოცნება" რადიკალურ ოპოზიციად მოიხსენიებს როგორც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", ისე პარტიებს „ლელო საქართველოსთვის", „სტრატეგია აღმაშენებელი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა", „საქართველოსთვის" და სხვ. მმართველი პარტია მათ „კოლექტიურ ნაცმოძრაობასაც" უწოდებს. თავად ეს პარტიები, „სტრატეგია აღმაშენებლის" გარდა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაცმოძრაობასთან" კოალიციას გამორიცხავენ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება.
ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით კომპანია GORBI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პოლიტიკური პარტიების რეიტინგში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ხმების 55%-ით შთამბეჭდავი სხვაობით ლიდერობს. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა"/"სტრატეგია აღმაშენებელი" - 20%.
მესამე ადგილს ხმების 4%-ით იყოფენ პარტიების - „გირჩი-მეტი თავისუფლება", „დროა" და „ლელო საქართველოსთვის" კოალიცია.
გამოკითხულთა 3% მხარს უჭერს „ევროპულ საქართველოს" და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის". შემდეგ მოდის „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" და „ლეიბორისტული პარტია" - ხმების 2-2%-ით.
პარტიებმა „მოქალაქეები" და „გირჩი" (იაგო ხვიჩია) ხმების 1% მიიღეს. გამოკითხვაში მონაწილე პირთა ხმების 5% კი დანარჩენ პარტიებზე გადანაწილდა.
ტელეარხ „ფორმულას" კვლევის შედეგების თანახმად, პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვს ოთხ პარტიას: „ქართულ ოცნებას" (37%), „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას"/ „სტრატეგია აღმაშენებელს" (21%), ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის" (9%), პარტიებს „ლელო საქართველოსთვის" (5%), „გირჩი/დროა" – 4%.
კვლევის თანახმად, 3%-იანი მხარდაჭერა მიიღო „ხალხის ძალამ", „მოქალაქეებმა" და „ალტ-ინფომ". „პატრიოტთა ალიანსმა" ხმების 2%, „ევროპულმა საქართველომ" 1%, დანარჩენმა პარტიებმა კი გამოკითხულთა ხმების 1% მიიღეს.