https://sputnik-georgia.com/20231115/qartuli-ocnebis-liderma-partiebis-reitingebis-saidumlos-farda-axada-284249916.html
„ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების რეიტინგების საიდუმლოს ფარდა ახადა
„ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების რეიტინგების საიდუმლოს ფარდა ახადა
Sputnik საქართველო
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება, პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება. 15.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-15T23:37+0400
2023-11-15T23:37+0400
2023-11-15T23:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/14/278753692_0:67:1280:788_1920x0_80_0_0_6eaa342abd20446cbb3879b0d6856b85.jpg
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ რეიტინგს დაბლა წევენ იმისათვის, რომ მასთან დაკავშირებული პარტიების რეიტინგი აწიონ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.„ქართული ოცნება" რადიკალურ ოპოზიციად მოიხსენიებს როგორც ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ პარტიას, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსებულ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", ისე „ლელოს საქართველოსთვის", „სტრატეგია აღმაშენებელს", „გირჩი - მეტი თავისუფლებას", „დროას“, „საქართველოსთვის“ და სხვა პარტიებს. მმართველი პარტია მათ „კოლექტიურ ნაცმოძრაობასაც" უწოდებს. თავად ეს პარტიები, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გარდა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაცმოძრაობასთან“ კოალიციას გამორიცხავენ.კობახიძემ რეიტინგებით „თამაშზე“ პასუხისმგებლობა დააკისრა ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამფლობელს, თავდაცვის ექს-მინისტრსა და ისრაელის მოქალაქეობის მქონე ბიზნესმენ დავით კეზერაშვილს.„კეზერაშვილის თაოსნობით, ხელოვნურად ხდება „ნაცმოძრაობის“ რეიტინგის დაბლა დაწევა. სწორედ ამიტომ დანიშნეს „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ ხაბეიშვილი, სწორედ ამიტომ მიდის ეს გაუთავებელი კინკლაობა პარტიის შიგნით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.მისი თქმით, მათთვის, ვინც თამაშობს რეიტინგებზე, მნიშვნელობა არ აქვს, „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში დამოუკიდებლად შევა თუ მასთან დაკავშირებულ პარტიებთან ერთად.„მათთვის ხომ მნიშვნელობა არ აქვს, პარტია „ნაცმოძრაობა“ მიიღებს რაღაც პროცენტს თუ „ნაცმოძრაობა“ „ლელოსთან“, გახარიასთან და „გირჩთან“ ერთად. ერთი პოლიტიკური ძალაა, ერთი სუბიექტია“, - განაცხადა კობახიძემ.ამასთან მან აღნიშნა, რომ მმართველი პარტიისთვის რეიტინგებით ასეთი თამაში ძალიან კარგია.საპარლამენტო არჩევნების წინ პარტიების რეიტინგებს სულ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება.კეზერაშვილმა კალკულატორის ყიდვა ვერ შეძლო: დეპუტატი პარტიების გამოქვეყნებულ რეიტინგზე >>საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება.პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.განახლებული რეიტინგებიტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით კომპანია GORBI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პოლიტიკური პარტიების რეიტინგში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ხმების 55%-ით შთამბეჭდავი სხვაობით ლიდერობს. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა"/„სტრატეგია აღმაშენებელი" 20%. მესამე ადგილს ხმების 4%-ით იყოფენ კოალიცია „გირჩი-მეტი თავისუფლება", „დროა" და „ლელო საქართველოსთვის".გამოკითხულთა 3% მხარს უჭერს „ევროპულ საქართველოს" და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის". შემდეგ მოდის „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" და „ლეიბორისტული პარტია" - ხმების 2-2%-ით.პარტიებმა „მოქალაქეები" და „გირჩი" (იაგო ხვიჩია) ხმების 1% მიიღეს. გამოკითხვაში მონაწილე პირთა ხმების 5% კი დანარჩენ პარტიებზე გადანაწილდა.საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების მცდელობა - კალაძე კვლევის მცდარ მონაცემებზე>>>ტელეარხ „ფორმულას“ კვლევის შედეგების თანახმად, პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვს ოთხ პარტიას: „ქართულ ოცნებას" (37%), „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას"/ „სტრატეგია აღმაშენებელს" (21%), ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის" (9%), „ლელო საქართველოსთვის" (5%), „გირჩი/დროა“ – 4%.კვლევის თანახმად, 3%-იანი მხარდაჭერა მიიღო „ხალხის ძალამ", „მოქალაქეებმა" და „ალტ-ინფომ". „პატრიოტთა ალიანსმა" ხმების 2%, „ევროპულმა საქართველომ" 1%, დანარჩენმა პარტიებმა კი გამოკითხულთა ხმების 1% მიიღეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/14/278753692_84:0:1221:853_1920x0_80_0_0_244a5810ceedddc5a45bf403aa69bc2d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში
„ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების რეიტინგების საიდუმლოს ფარდა ახადა
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება, პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება.
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ რეიტინგს დაბლა წევენ იმისათვის, რომ მასთან დაკავშირებული პარტიების რეიტინგი აწიონ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნება" რადიკალურ ოპოზიციად მოიხსენიებს როგორც ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ პარტიას, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსებულ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", ისე „ლელოს საქართველოსთვის", „სტრატეგია აღმაშენებელს", „გირჩი - მეტი თავისუფლებას", „დროას“, „საქართველოსთვის“ და სხვა პარტიებს. მმართველი პარტია მათ „კოლექტიურ ნაცმოძრაობასაც" უწოდებს. თავად ეს პარტიები, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გარდა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაცმოძრაობასთან“ კოალიციას გამორიცხავენ.
„რეალურად რასაც ვუყურებ, აშკარად არის ვიღაცის მხრიდან მიღებული ტაქტიკური გადაწყვეტილება, რომ „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი მაქსიმალურად დასწიონ დაბლა. ეს არის ერთგვარი ტაქტიკური გათვალა იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული სხვა პარტიები ამოვიდნენ ზემოთ, 5%-იან ბარიერს ზემოთ“, - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძემ რეიტინგებით „თამაშზე“ პასუხისმგებლობა დააკისრა ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამფლობელს, თავდაცვის ექს-მინისტრსა და ისრაელის მოქალაქეობის მქონე ბიზნესმენ დავით კეზერაშვილს.
„კეზერაშვილის თაოსნობით, ხელოვნურად ხდება „ნაცმოძრაობის“ რეიტინგის დაბლა დაწევა. სწორედ ამიტომ დანიშნეს „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ ხაბეიშვილი, სწორედ ამიტომ მიდის ეს გაუთავებელი კინკლაობა პარტიის შიგნით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, მათთვის, ვინც თამაშობს რეიტინგებზე, მნიშვნელობა არ აქვს, „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში დამოუკიდებლად შევა თუ მასთან დაკავშირებულ პარტიებთან ერთად.
„მათთვის ხომ მნიშვნელობა არ აქვს, პარტია „ნაცმოძრაობა“ მიიღებს რაღაც პროცენტს თუ „ნაცმოძრაობა“ „ლელოსთან“, გახარიასთან და „გირჩთან“ ერთად. ერთი პოლიტიკური ძალაა, ერთი სუბიექტია“, - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ მმართველი პარტიისთვის რეიტინგებით ასეთი თამაში ძალიან კარგია.
„მე არ ვიცი ამ ყველაფერს ვინ ქმნის, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადამიანები საჩვენოდ მუშაობენ“, – დასძინა ირაკლი კობახიძემ.
საპარლამენტო არჩევნების წინ პარტიების რეიტინგებს სულ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით კომპანია GORBI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პოლიტიკური პარტიების რეიტინგში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ხმების 55%-ით შთამბეჭდავი სხვაობით ლიდერობს. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა"/„სტრატეგია აღმაშენებელი" 20%. მესამე ადგილს ხმების 4%-ით იყოფენ კოალიცია „გირჩი-მეტი თავისუფლება", „დროა" და „ლელო საქართველოსთვის".
გამოკითხულთა 3% მხარს უჭერს „ევროპულ საქართველოს" და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის". შემდეგ მოდის „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" და „ლეიბორისტული პარტია" - ხმების 2-2%-ით.
პარტიებმა „მოქალაქეები" და „გირჩი" (იაგო ხვიჩია) ხმების 1% მიიღეს. გამოკითხვაში მონაწილე პირთა ხმების 5% კი დანარჩენ პარტიებზე გადანაწილდა.
ტელეარხ „ფორმულას“ კვლევის შედეგების თანახმად, პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვს ოთხ პარტიას: „ქართულ ოცნებას" (37%), „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას"/ „სტრატეგია აღმაშენებელს" (21%), ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის" (9%), „ლელო საქართველოსთვის" (5%), „გირჩი/დროა“ – 4%.
კვლევის თანახმად, 3%-იანი მხარდაჭერა მიიღო „ხალხის ძალამ", „მოქალაქეებმა" და „ალტ-ინფომ". „პატრიოტთა ალიანსმა" ხმების 2%, „ევროპულმა საქართველომ" 1%, დანარჩენმა პარტიებმა კი გამოკითხულთა ხმების 1% მიიღეს.