საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების მცდელობა - კალაძე კვლევის მცდარ მონაცემებზე

© political party "Georgian Dream"კახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.11.2023
გამოწერა
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება.
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. კვლევის შედეგების მიზანმიმართული გაყალბება ხდება ოპოზიციის უშუალო მონაწილეობითა და დაკვეთით - ეს არის საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების მცდელობა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულას" დაკვეთით კომპანია „ედისონ რისერჩის" მიერ ჩატარებულ კვლევაში პოლიტიკური პარტიების საერთო რეიტინგი იყო 102%, კორექტირების შემდეგ კი 101% გახდა. კერძოდ, პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ რეიტინგი 1%-ით შემცირდა და 3%-ის ნაცვლად 2% შეადგინა, თუმცა, საერთო პროცენტი კვლავ 101%-ია.
„ 2012 წლამდე და შემდგომ პერიოდში ყოველთვის ხდება აღნიშნული კვლევების მიზანმიმართული გაყალბება, რომელიც ჩვენი ოპოზიციის დაკვეთით და მათი უშუალო ჩართულობით მზადდება. მიზანმიმართულად მიმდინარეობს საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მცდელობა. თუმცა, ჩვენ ვიცით, რეალურად რა ხდება ქვეყანაში, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას რა მხარდაჭერა აქვს", - განაცხადა კალაძემ.
ერთადერთი რეალური პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს შესაძლებლობა გაატაროს ქვეყნის ინტერესი, ეროვნული ინტერესი და, პირველ რიგში, ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესი, დაიცვას მშვიდობა, შეინარჩუნოს სიმშვიდე და მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ეს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოა", აღნიშნა კალაძემ.
კითხვაზე - „დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?" გამოკითხულთა 37%-მა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დაასახელა. მეორე ადგილზეა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“/„სტრატეგია აღმაშენებელი“ - 21%. ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის" კი დაასახელა გამოკითხულთა 9%-მა.
დანარჩენი პარტიების რეიტინგი ასეთია:
„ლელო საქართველოსთვის" – 5%
„გირჩი/დროა" – 4%
„ლეიბორისტული პარტია" – 4%
„ხალხისთვის" – 4%
„გირჩი" (იაგო ხვიჩია) – 4%
ალტ-ინფო – 3%
„ხალხის ძალა" – 3%
„მოქალაქეები" – 3%
„პატრიოტთა ალიანსი"– 2%
„ევროპული საქართველო" – 1%
სხვა – 1%.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0