https://sputnik-georgia.com/20231113/zarquam-kalkulatoris-yidva-ver-shezlo-284185348.html
კეზერაშვილმა კალკულატორის ყიდვა ვერ შეძლო: დეპუტატი პარტიების გამოქვეყნებულ რეიტინგზე
კეზერაშვილმა კალკულატორის ყიდვა ვერ შეძლო: დეპუტატი პარტიების გამოქვეყნებულ რეიტინგზე
Sputnik საქართველო
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. 13.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-13T19:15+0400
2023-11-13T19:15+0400
2023-11-13T19:38+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ქართული ოცნება
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/0c/276675973_0:43:960:583_1920x0_80_0_0_ac1f950a490312ccb80bbff7532cc3d3.jpg
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა მთელი ევროპა გაძარცვა, თუმცა, ერთი კალკულატორის ყიდვა ვერ შეძლო, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ზარქუამ პარტიების რეიტინგის შესახებ კვლევის შედეგებზე კომენტარისას.ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულას" დაკვეთით საერთაოშიროსო კვლევითი კომპანია Edison Research-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში პოლიტიკური პარტიების საერთო რეიტინგმა 102% შეადგინა, კორექტირების შემდეგ კი 101% გახდა. კერძოდ, პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ რეიტინგი 1%-ით შემცირდა და 3%-ის ნაცვლად 2% შეადგინა, თუმცა, საერთო პროცენტი კვლავ 101%-ია.დეპუტატის თქმით, აღნიშნული კვლევა კეზერაშვილის მიერ დაიწერა, რომელიც „ევროპელ პენსიონრებს ქურდავს".ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი, რომელმაც საზოგადოებრივი აზრის შესწავლა საერთაშორისო კვლევით კომპანიას დაავალა, ძებნაში მყოფი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილია. კეზერაშვილი საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 5 მილიონ ევროზე მეტის გაფლანგვისთვის.კვლევის შედეგების თანახმად, პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვს ოთხ პარტიას: „ქართულ ოცნებას" (37%), „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას"/ „სტრატეგია აღმაშენებელს" (21%), ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის" (9%) და „ლელო საქართველოსთვის" (5%).საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების მცდელობა - კალაძე კვლევის მცდარ მონაცემებზე>>>კითხვაზე - „დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?" გამოკითხულთა 4%-მა დაასახელა პარტიები „ხალხისთვის", „გირჩი" (იაგო ხვიჩია), „ლეიბორისტული პარტია" და „გირჩის" (ზურაბ ჯაფარიძე" და „დროას" კოალიცია.კვლევის თანახმად, 3%-იანი მხარდაჭერა მიიღო „ხალხის ძალამ", „მოქალაქეებმა" და „ალტ-ინფომ". „პატრიოტთა ალიანსმა" ხმების 2%, „ევროპულმა საქართველომ" 1%, დანარჩენმა პარტიებმა კი გამოკითხულთა ხმების 1% მიიღეს. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/0c/276675973_0:39:960:759_1920x0_80_0_0_16b52fb50c226e4e93a7967e865f6fe3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
კეზერაშვილმა კალკულატორის ყიდვა ვერ შეძლო: დეპუტატი პარტიების გამოქვეყნებულ რეიტინგზე
19:15 13.11.2023 (განახლებულია: 19:38 13.11.2023) საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება.
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა მთელი ევროპა გაძარცვა, თუმცა, ერთი კალკულატორის ყიდვა ვერ შეძლო, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ზარქუამ პარტიების რეიტინგის შესახებ კვლევის შედეგებზე კომენტარისას.
ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულას" დაკვეთით საერთაოშიროსო კვლევითი კომპანია Edison Research-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში პოლიტიკური პარტიების საერთო რეიტინგმა 102% შეადგინა, კორექტირების შემდეგ კი 101% გახდა. კერძოდ, პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ რეიტინგი 1%-ით შემცირდა და 3%-ის ნაცვლად 2% შეადგინა, თუმცა, საერთო პროცენტი კვლავ 101%-ია.
დეპუტატის თქმით, აღნიშნული კვლევა კეზერაშვილის მიერ დაიწერა, რომელიც „ევროპელ პენსიონრებს ქურდავს".
„ეტყობა, იგი (კეზერაშვილი - რედ.) მათემატიკოსი არაა და გაეპარა, 102% დაწერა. მერე გადააკეთეს, მაინც 101% გამოუვიდათ. საგიჟეთია რა, ნუთუ ერთი კალკულატორის ყიდვა გაუჭირდა თავისთვის“, - აღნიშნა ზარქუამ.
ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი, რომელმაც საზოგადოებრივი აზრის შესწავლა საერთაშორისო კვლევით კომპანიას დაავალა, ძებნაში მყოფი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილია. კეზერაშვილი საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 5 მილიონ ევროზე მეტის გაფლანგვისთვის.
კვლევის შედეგების თანახმად, პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვს ოთხ პარტიას: „ქართულ ოცნებას" (37%), „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას"/ „სტრატეგია აღმაშენებელს" (21%), ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის" (9%) და „ლელო საქართველოსთვის" (5%).
კითხვაზე - „დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?" გამოკითხულთა 4%-მა დაასახელა პარტიები „ხალხისთვის", „გირჩი" (იაგო ხვიჩია), „ლეიბორისტული პარტია" და „გირჩის" (ზურაბ ჯაფარიძე" და „დროას" კოალიცია.
კვლევის თანახმად, 3%-იანი მხარდაჭერა მიიღო „ხალხის ძალამ", „მოქალაქეებმა" და „ალტ-ინფომ". „პატრიოტთა ალიანსმა" ხმების 2%, „ევროპულმა საქართველომ" 1%, დანარჩენმა პარტიებმა კი გამოკითხულთა ხმების 1% მიიღეს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება.