აშშ-ის პრეზიდენტისა და ელჩის პოლიტიკა განსხვავდება? დეპუტატი დანიგანის განცხადებას აფასებს

© US Embassy Tbilisi, Georgiaაშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი
აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2023
გამოწერა
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. თუ აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი ატარებს პოლიტიკას, რომელიც განსხვავდება ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პოლიტიკისგან, მაშინ მან ეს უნდა განმარტოს, განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
დანიგანმა „რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ შეთანხმებაში საქართველო ერთმნიშვნელოვნად აღიარებს ჩინეთის სუვერენიტეტს, თუმცა, მათი მხრიდან მსგავსი მიდგომა არ ჩანს. დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთი სულ უფრო უახლოვდება რუსეთს. „ვფიქრობ, ეს ცოტა სამწუხარო სიტუაციაა”, დასძინა ელჩმა.
„თუ აშშ-ის ელჩი მისი ქვეყნის პრეზიდენტისგან განსხვავებულ პოლიტიკას ატარებს, მან ეს უნდა განმარტოს. ვფიქრობ, რომ აშშ-ის ელჩი უფრო რეალურად შეაფასებს სიტუაციას და აქედან გამომდინარე გააკეთებს განცხადებებს. დღეს სი ძინპირი პრეზიდენტ ბაიდენს ხვდება და ორივე აცხადებს, რომ აპირებენ, მათ შორის, სამხედრო თვალსაზრისით თანამშრომლობას", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
დეპუტატმა ასევე გაიხსენა პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში ფრანგულ ტელეარხ LCI–სთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ აღმოჩნდა, როდესაც განაცხადა, რომ თუ სი ძინპინი ოდესმე სასამართლოს წინაშე წარდგება, ეს ისტორიული შედეგი იქნება და ბევრ საკითხს თავის ადგილს მიუჩენს. თუმცა, მან დასძინა, რომ ეს არარეალურია.
„მართალია, ზურაბიშვილი დაჭერას უპირებს სი ძინპინს და ალბათ, იგი გააორმაგებს დაცვას, მაგრამ ამერიკის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის და ჩინეთის პრეზიდენტები საჯაროდ ამბობენ, რომ აპირებენ თანამშრომლობას მათ შორის სამხედრო მიმართულებით. დასკვნები თავად გააკეთეთ", - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
ამასთან, დეპუტატმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ახალ ელჩთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება იგეგმება.
„გთხოვთ, აშშ-ის ელჩს თავი დაანებოთ. ნუ შეეცდებით ჩააგდოთ იგივე სიტუაციაში, როგორშიც იყო მისი წინამორბედი. ახალ ელჩთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს პოზიცია, რომ იგი რეალურად აფასებს სიტუაციას, თავისი ნორმალური, პარტნიორული ურთიერთობებით. ამიტომაც ზედმეტი არასწორი ინტერპრეტაციებისგან თავი შევიკავოთ, რადგანაც ვაპირებთ პარტნიორულ ურთიერთობებს", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
დანიგანმა „რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში სხვა საკითხებთან ერთად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, პორტის მშენებლობა იქნება საქართველოს სერიოზული გაძლიერების მნიშვნელოვანი ელემენტი იმისთვის, რომ ქვეყანა „შუა დერეფნის" მნიშვნელოვანი კვანძი გახდეს.
როგორც დიპლომატმა აღნიშნა, ის, თუ ვის აირჩევს საქართველოს მთავრობა პორტის განვითარებისთვის, ეს მათი სუვერენული გადაწყვეტილებაა. თუმცა, დასძინა, რომ როდესაც საქმე ეხება კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, ის ურჩევს საქართველოს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას, იცოდეს ვისთან აპირებს თანამშრომლობას და რა არის მათი გრძელვადიანი განზრახვები.
შეძლებს თუ არა საქართველო სათანადო სარგებლის მიღებას ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობით>>>
ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს და როდესაც საქმე ეხება ისეთ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, როგორიც პორტია, ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია, დასძინა ელჩმა.
სექტემბერში საქართველოში ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა განაცხადა, რომ ჩინეთი დაინტერესებულია „შუა დერეფნის" ქვეყნებში ყველა ინფრასტრუქტურული პროექტით და შეუძლია ჩაერთოს, მათ შორის, ანაკლიის პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტში.
პროდასავლური ოპოზიცია ანაკლიის პროექტში ჩინეთის ჩართვის კატეგორიული წინააღმდეგია. ისინი აცხადებენ, რომ პროექტში მხოლოდ დასავლური კომპანიები უნდა ჩაერთონ, რადგან მას საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
ოპოზიცია ასევე ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავიდა – რომ პორტი აშენდეს იმ პირობით, თუ სახელმწიფოს წილი 51% იქნება. ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც 2020 წლის იანვარში მთავრობამ გაწყვიტა კონტრაქტი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" და ინვესტორი ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. იმ კონტრაქტის თანახმად, სახელმწიფოს აუცილებელი პირობა იყო ამერიკული კომპანიის მონაწილეობა.
ამჟამად პროექტი პარტნიორი კომპანიის შერჩევის სტადიაზეა. ამ ეტაპზე გამოვლენილია ორი პარტნიორი: შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია ან ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი.
საქართველოს და ჩინეთის ურთიერთობები
საქართველომ და ჩინეთმა 2023 წლის ივლისის ბოლოს ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. გარდა ამისა, საქართველომ 2023 წლის 12 სექტემბერს ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა ტურიზმის მიზნით და დარჩენა 30 დღის განმავლობაში.
ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტის დროს გაკეთდა.
საქართველოს ხელისუფლებამ ამას ისტორიული გადაწყვეტილება უწოდა და აღნიშნა, რომ ჩინური ინვესტიციების დამაჯერებლად ზრდის იმედი აქვს.
კობახიძე: სი ძინპინის შესახებ პრეზიდენტის განცხადება სამარცხვინო იყო>>>
ოპოზიციონერებმა, თავის მხრივ, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებაში რისკები დაინახეს საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობების თვალსაზრისით. მათ ხელისუფლებას ჩინეთთან ფრთხილი ურთიერთობებისკენ მოუწოდეს – ეკონომიკური კავშირების განვითარება კი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - პოლიტიკური დაახლოება.
ქვეყნის ხელისუფლება დაჟინებით ამტკიცებს, რომ საქართველოს პროდასავლური საგარეო კურსი უცვლელია და საქართველოს აქვს დასავლეთს შესთავაზოს. მაგალითად, ის ფაქტი, რომ ქვეყანა არის „შუა დერეფნის" ნაწილი (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი), რომელიც განსაკუთრებით აქტუალური განსაკუთრებით აქტუალური უკრაინაში კონფლიქტის დაწყების და აზიიდან ევროპაში მიწოდების უწყვეტი ჯაჭვისთვის გზების ძიების ფონზე გახდა.
„შუა დერეფანი“ – ეს არის მარშრუტი, რომელიც ამჟამად გადის ჩინეთი–ყაზახეთის საზღვრიდან ევროპაში ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით.
რაც შეეხება ქართულ-ჩინურ ურთიერთობებს, ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულში შედის. 2023 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 1,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0