15 ნოემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Sputnik / STRINGERშემოდგომა
შემოდგომა - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2023
გამოწერა
გაეცანით 15 ნოემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
13-22 ნოემბრის პერიოდი
13-22 ნოემბრის პერიოდი მორიელის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.
ამ დეკადას ვენერა მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს სიმტკიცეს ანიჭებს.
მნიშვნელოვანი წლების: 15, 25, 30, 45, 50.
ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა პიონი.
13-22 ნოემბრის პერიოდში დაბადებულები ძალზე თავშეკავებული ადამიანები არიან, ამავდროულად, გულდახურულები - სხვებისგან ბევრ რამეს მალავენ. ხანდახან მოუთმენლობაც ახასიათებთ. აქვთ მყარი ჯანმრთელობა და უზარმაზარი შრომითი პოტენციალი.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2022
მორიელი – ტემპერამენტიანი, ქარიზმატული, ვნებიანი, ეჭვიანი – ზოგადი დახასიათება
15 ნოემბერს დაბადებულები
15 ნოემბერს ერთი შეხედვით მხიარული, თავაზიანი და მომხიბლავი ადამიანები იბადებიან. ისინი წინააღმდეგობებით აღსავსე პიროვნებები არია, ახასიათებთ სიხისტე და ერთგვარი სიუხეშე.
ამ თვისებებს პირველივე შეხვედრაზე ვერ გამოიცნობთ. საკუთარი ჭეშმარიტი არსის დამალვა მათ დიდხანს შეუძლიათ და თან - გაუაზრებლად. ისინი თავაზიანი და კეთილმოსურნე არიან მანამდე, სანამ ყველაფერი მათი გეგმის, სცენარის მიხედვით ვითარდება.
2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: რას გვიმზადებს ხის მწვანე დრაკონი>>
ამ დღეს დაბადებული ადამიანები შეიძლება ჰუმანისტი იყვნენ, რომლებიც მზად არიან საზოგადოების დახმარებისთვის, და ასევე შურისმაძიებლები გახდნენ დამსჯელის ფუნქციით.
15 ნოემბერს დაბადებული მორიელები ძლიერი და ცბიერი არიან. საქმე მხოლოდ ის არაა, რომ მორიელებს ადამიანების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება უყვართ. მათ შეუძლიათ ახლობელი ადამიანიც კი ამოშალონ თავიანთი ცხოვრებიდან, თუ მსოფლაღქმაში პრინციპული განსხვავებები აქვთ.
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2023
ზოდიაქოს ხუთი ნიშანი – დრაკონის ხუთი რჩეული 2024 წელს
ამ დღეს დაბადებულები ძალზე ანგარიშიანი არიან. შეუძლიათ, გადამწყვეტი მოქმედებისთვის შესაფერის მომენტს დიდხანს ელოდონ. მათი თავდასხმა ელვისებრი იქნება. როცა მიზანს მიაღწევს, შემდეგ უკვე მიზანზე გადაერთვებიან.
მათი საქმიანობა დანაღმულ ველს ჰგავს. როდესაც სირთულეებს ლახავენ, უფრო ძლიერი, ამტანი, გავლენიანი და გამოცდილი ხდებიან. ასეთი თვისებები კი მნიშვნელოვანია როგორც ხელქვეითის, ისე ხელმძღვანელისთვის.
ზოდიაქოს სამი ნიშანი – სამი ნამდვილი „ოტელო“>>
ჯანმრთელობა
მორიელების მთავარი მტერი სტრესია. 15 ნოემბერს დაბადებულები ხშირად ვარდებიან სტრესულ სიტუაციებში. ამის მიზეზია ემოციური თავშეუკავებლობა. დესტრუქციული მდგომარეობა, ეჭვიანობა, მრისხანება და ა. შ. ზრდის ნერვულ დაძაბულობას და ამცირებს მენტალურ კონცენტრირებას.
ამ ფონზე ვითარდება სხვადასხვა დაავადება. ისინი თვითონვე ხდებიან საკუთარი თავის მტერი. ამ ადამიანებისთვის არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება უმოძრაოდ ყოფნა. უნდა დაიტვირთონ თავი ფიზიკურად და გააკონტროლონ ემოციები.
დიეტა  - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2022
ზოდიაქოს ნიშნები და დიეტა – როგორ იკლებენ წონაში სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები
რჩევა:
მორიელის უმთავრესი იარაღი შურისძიების მუქარაა. მაგრამ არ ღირს ამის ბოროტად გამოყენება. შურისძიება არაა საუკეთესო და საამაყო თვისება. ნებისმიერი სახის მუქარა - ეს ფსიქოლოგიური სტრესია.
ყველა ახალი ამბავი
0