https://sputnik-georgia.com/20231114/stefan-cvaigi-stefan-zweig-gamonatqvamebi-284205407.html
ჭადრაკიცა და სიყვარულიც მოითხოვს...
ჭადრაკიცა და სიყვარულიც მოითხოვს...
Sputnik საქართველო
არჩევანი – იცხოვროს თავისი პირადი ცხოვრებით ან თავისი შვილების ცხოვრებით, დედობრივი ან ქალური გრძნობებით... 14.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-14T16:35+0400
2023-11-14T16:35+0400
2023-11-14T16:35+0400
ბრძნული გამონათქვამები
საინტერესო ადამიანები
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/14/278749276_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_3368455887669712a21fecc67cbc0c5f.jpg
„ბრძნული გამონათქვამები“ წარმოგიდგენთ შტეფან ცვაიგის გამონათქვამებს.შტეფან ცვაიგი (Stefan Zweig, 1881-1942) - ავსტრიელი პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი, ჟურნალისტი. არის უამრავი რომანის, პიესის, ნოველის ავტორი. მისი ცნობილი ნაწარმოებებია „უცნობი ქალის წერილი“, „ამოკი“, „მოუთმენლობა გულისა“, „მწველი საიდუმლო“, „შიში“ და სხვა.ცხოვრება არაფერს გაძლევს უსასყიდლოდ და ყველაფერს, რასაც ბედი მოგართმევს, თავისი საიდუმლო ფასი აქვს განსაზღვრული.ყველაფერი რომ ვიცოდეთ, რასაც ყველა ჩვენგანზე ლაპარაკობენ, არავინ არავის დაელაპარაკებოდა.სულელი უფრო ხშირად აღმოჩნდება ხოლმე ბოროტი, ვიდრე ჭკვიანი.ძალზე ადვილია, თავი დიდ ადამიანად მიიჩნიო, თუ თქვენი ტვინი დამძიმებული არაა მცირეოდენი ეჭვითაც კი, რომ ამ სამყაროში ოდესღაც ცხოვრობდნენ რემბრანდტი, ბეთჰოვენი, დანტე და ნაპოლეონი.განა შეიძლება იმის ახსნა, თუ რატომ ხტებიან ხიდიდან ადამიანები, რომლებმაც ცურვა არ იციან, დახრჩობისთვის განწირულის გადასარჩენად?უვიცობა ბავშვობის უდიდესი უპირატესობაა.პოლიტიკა ყველა დროში პარადოქსების მეცნიერება იყო. მისთვის უცხოა უბრალო, გონივრული და ბუნებრივი გადაწყვეტილებები: სირთულეების შექმნა მისი ვნებაა, მტრობის დათესვა - მოწოდება.ქალს ყბედობას პატიობენ, მაგრამ სიმართლეს – არა.პოლიტიკა და გონება იშვიათად მიდიან ერთი გზით.ქალის არჩევანი: მამაკაცი, რომელიც ქალებს უყვართ, თუ მამაკაცი, რომელიც ქალებს არ უყვართ>>ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ ერთხელ მოტყუებულს რწმენა დაუბრუნო.როცა ძაღლი და კატა დამეგობრდებიან, ეს სხვა არაფერია, თუ არა კავშირი მზარეულის წინააღმდეგ.... იმ კრიტიკულ ასაკს მიაღწია, როცა ქალი ნანობს, რომ მთელი ცხოვრება ქმრის ერთგული იყო, რომელიც არასდროს უყვარდა, და როცა მისი სილამაზის პომპეზური დაისი კიდევ აძლევს არჩევნის საშუალებას: იყოს მხოლოდ დედა ან კიდევ ერთხელ - ბოლოჯერ - იყოს ქალი... არჩევანი - იცხოვროს თავისი პირადი ცხოვრებით ან თავისი შვილების ცხოვრებით, დედობრივი ან ქალური გრძნობებით...მოითხოვო ლოგიკა მგზნებარედ შეყვარებული ახალგაზრდა ქალისგან - ეს იგივეა, რაც მზე ეძებო უკუნ ღამეში. იმით გამოირჩევა ჭეშმარიტი ვნება, რომ მისთვის მიუღებელია ანალიზისა და მსჯელობის სკალპელი.ყველაფრისგან შეიძლება გაქცევა, გარდა საკუთარი თავისა.სიმორცხვე ნებისმიერი ფორმით ხელს უშლის, რომ იყო ის, ვინც ხარ. ადამიანი მთლიანად მაშინ იხსნება, როცა თავს ძალდაუტანებლად გრძნობს.არც ერთმა ექიმმა არ იცის ისეთი წამალი დაღლილი სხეულისა და გაწამებული სულისთვის, როგორიც იმედია.უდიდესი სასოწარკვეთა ყოველთვის უდიდეს ძალას ბადებს.მონა ხარ იმის, ვინც გიყვარს, მონა ხარ იმის, ვისაც უყვარხარ...>>ვინც ერთხელ მოიპოვა საკუთარი თავი, ის ამქვეყნად უკვე ვეღარაფერს დაკარგავს. და ვინც ერთხელ შეიცნო ადამიანი საკუთარ თავში, ის ყველა ადამიანს გაუგებს.გადამწყვეტი ძალები - ბედი და სიკვდილი - იშვიათად აკითხავენ ადამიანს გაუფრთხილებლად.დაბერდე - ნიშნავს, გათავისუფლდე წარსულის შიშისგან.მხოლოდ ის წვდება ცხოვრებას, ვინც მის სიღრმეებში აღწევს.ქალი ყველაფერს გულით, უსიტყვოდ წვდება.სიბრძნე სიამოვნებით სტუმრობს ქალებს, როდესაც მათგან სილამაზე გარბის.გულს, თუ სურს, იოლად და სწრაფად ივიწყებს.იმაზე საშინელი არაფერია, ვიდრე მარტოობა ადამიანებს შორის.ის კი არაა მნიშვნელოვანი, რაც წაგართვეს. მნიშვნელოვანია ის, თუ რას უზამ იმას, რაც დაგრჩა...ოჰ, ძალაუფლება თავისი მედუზისებრი მზერით. ვინც მას ერთხელ მაინც ჩახედა სახეში, თვალს ვეღარ მოაშორებს: ის მოჯადოებული და დატყვევებულია. ვინც ერთხელ მაინც იგემა ძალაუფლებით ტკბობა, მასზე უარის თქმა აღარ შეუძლია.ვინ არის „ნორმალური" და ვინ - „არანორმალური" და რა არის სევდიანი სიმართლე...>>ყოველთვის, სანამ შეიძლება რაიმე ახალი აღიმართოს, უკვე არსებული ავტორიტეტი უნდა შეირყეს.ვნების ძალაზე ყოველთვის მისი სახელით ჩადენილი სიგიჟეებით მსჯელობენ.ბრძენი პოლიტიკოსი აუხდენელ ოცნებებზე წინასწარ უარის თქმის უნარით გამოირჩევა.ბედი ყველაზე გენიალური პოეტია.ჭადრაკი ისევე, როგორც სიყვარული, პარტნიორს მოითხოვს.
https://sputnik-georgia.com/20231108/tvitganadgurebistvis-ganwiruli-siyvaruli-irvin-yalom-irvin-ialomi-284070959.html
https://sputnik-georgia.com/20190620/erix-maria-remarki-Erich-Maria-Remarque-245630857.html
https://sputnik-georgia.com/20211125/carls-bukovski-charles-bukowski-262353042.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/14/278749276_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_2be59628dc902f4eb1a28b2c6b9cb7c7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ბრძნული გამონათქვამები, საინტერესო ადამიანები , წასაკითხი ამბები
ბრძნული გამონათქვამები, საინტერესო ადამიანები , წასაკითხი ამბები
ჭადრაკიცა და სიყვარულიც მოითხოვს...
არჩევანი – იცხოვროს თავისი პირადი ცხოვრებით ან თავისი შვილების ცხოვრებით, დედობრივი ან ქალური გრძნობებით...
„ბრძნული გამონათქვამები“ წარმოგიდგენთ შტეფან ცვაიგის გამონათქვამებს.
შტეფან ცვაიგი (Stefan Zweig, 1881-1942) - ავსტრიელი პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი, ჟურნალისტი. არის უამრავი რომანის, პიესის, ნოველის ავტორი. მისი ცნობილი ნაწარმოებებია „უცნობი ქალის წერილი“, „ამოკი“, „მოუთმენლობა გულისა“, „მწველი საიდუმლო“, „შიში“ და სხვა.
ცხოვრება არაფერს გაძლევს უსასყიდლოდ და ყველაფერს, რასაც ბედი მოგართმევს, თავისი საიდუმლო ფასი აქვს განსაზღვრული.
ყველაფერი რომ ვიცოდეთ, რასაც ყველა ჩვენგანზე ლაპარაკობენ, არავინ არავის დაელაპარაკებოდა.
სულელი უფრო ხშირად აღმოჩნდება ხოლმე ბოროტი, ვიდრე ჭკვიანი.
ძალზე ადვილია, თავი დიდ ადამიანად მიიჩნიო, თუ თქვენი ტვინი დამძიმებული არაა მცირეოდენი ეჭვითაც კი, რომ ამ სამყაროში ოდესღაც ცხოვრობდნენ რემბრანდტი, ბეთჰოვენი, დანტე და ნაპოლეონი.
განა შეიძლება იმის ახსნა, თუ რატომ ხტებიან ხიდიდან ადამიანები, რომლებმაც ცურვა არ იციან, დახრჩობისთვის განწირულის გადასარჩენად?
უვიცობა ბავშვობის უდიდესი უპირატესობაა.
პოლიტიკა ყველა დროში პარადოქსების მეცნიერება იყო. მისთვის უცხოა უბრალო, გონივრული და ბუნებრივი გადაწყვეტილებები: სირთულეების შექმნა მისი ვნებაა, მტრობის დათესვა - მოწოდება.
ქალს ყბედობას პატიობენ, მაგრამ სიმართლეს – არა.
პოლიტიკა და გონება იშვიათად მიდიან ერთი გზით.
ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ ერთხელ მოტყუებულს რწმენა დაუბრუნო.
როცა ძაღლი და კატა დამეგობრდებიან, ეს სხვა არაფერია, თუ არა კავშირი მზარეულის წინააღმდეგ.
... იმ კრიტიკულ ასაკს მიაღწია, როცა ქალი ნანობს, რომ მთელი ცხოვრება ქმრის ერთგული იყო, რომელიც არასდროს უყვარდა, და როცა მისი სილამაზის პომპეზური დაისი კიდევ აძლევს არჩევნის საშუალებას: იყოს მხოლოდ დედა ან კიდევ ერთხელ - ბოლოჯერ - იყოს ქალი... არჩევანი - იცხოვროს თავისი პირადი ცხოვრებით ან თავისი შვილების ცხოვრებით, დედობრივი ან ქალური გრძნობებით...
მოითხოვო ლოგიკა მგზნებარედ შეყვარებული ახალგაზრდა ქალისგან - ეს იგივეა, რაც მზე ეძებო უკუნ ღამეში. იმით გამოირჩევა ჭეშმარიტი ვნება, რომ მისთვის მიუღებელია ანალიზისა და მსჯელობის სკალპელი.
ყველაფრისგან შეიძლება გაქცევა, გარდა საკუთარი თავისა.
სიმორცხვე ნებისმიერი ფორმით ხელს უშლის, რომ იყო ის, ვინც ხარ. ადამიანი მთლიანად მაშინ იხსნება, როცა თავს ძალდაუტანებლად გრძნობს.
არც ერთმა ექიმმა არ იცის ისეთი წამალი დაღლილი სხეულისა და გაწამებული სულისთვის, როგორიც იმედია.
უდიდესი სასოწარკვეთა ყოველთვის უდიდეს ძალას ბადებს.
ვინც ერთხელ მოიპოვა საკუთარი თავი, ის ამქვეყნად უკვე ვეღარაფერს დაკარგავს. და ვინც ერთხელ შეიცნო ადამიანი საკუთარ თავში, ის ყველა ადამიანს გაუგებს.
გადამწყვეტი ძალები - ბედი და სიკვდილი - იშვიათად აკითხავენ ადამიანს გაუფრთხილებლად.
დაბერდე - ნიშნავს, გათავისუფლდე წარსულის შიშისგან.
მხოლოდ ის წვდება ცხოვრებას, ვინც მის სიღრმეებში აღწევს.
ქალი ყველაფერს გულით, უსიტყვოდ წვდება.
სიბრძნე სიამოვნებით სტუმრობს ქალებს, როდესაც მათგან სილამაზე გარბის.
გულს, თუ სურს, იოლად და სწრაფად ივიწყებს.
იმაზე საშინელი არაფერია, ვიდრე მარტოობა ადამიანებს შორის.
ის კი არაა მნიშვნელოვანი, რაც წაგართვეს. მნიშვნელოვანია ის, თუ რას უზამ იმას, რაც დაგრჩა...
ოჰ, ძალაუფლება თავისი მედუზისებრი მზერით. ვინც მას ერთხელ მაინც ჩახედა სახეში, თვალს ვეღარ მოაშორებს: ის მოჯადოებული და დატყვევებულია. ვინც ერთხელ მაინც იგემა ძალაუფლებით ტკბობა, მასზე უარის თქმა აღარ შეუძლია.
ყოველთვის, სანამ შეიძლება რაიმე ახალი აღიმართოს, უკვე არსებული ავტორიტეტი უნდა შეირყეს.
ვნების ძალაზე ყოველთვის მისი სახელით ჩადენილი სიგიჟეებით მსჯელობენ.
ბრძენი პოლიტიკოსი აუხდენელ ოცნებებზე წინასწარ უარის თქმის უნარით გამოირჩევა.
ბედი ყველაზე გენიალური პოეტია.
ჭადრაკი ისევე, როგორც სიყვარული, პარტნიორს მოითხოვს.