არ ეკადრება გაეროს მანდატს - გია ვოლსკი სუსის კრიტიკას გამოეხმაურა

© photo: Sputnik / Stringerგია ვლლსკი
გია ვლლსკი - Sputnik საქართველო, 1920, 07.11.2023
გამოწერა
როგორ შეიძლება ეწოდოს მშვიდობიანი დემონსტრაციას, რომელზეც მოლოტოვის კოქტეილებს ისვრიან, განაცხადა ვიცე-სპიკერმა
თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. გაეროს სპეციალური მომხსენებლის, მერი ლოლერის განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობასთან დაკავშირებით არ შეესაბამება გაეროს მანდატს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა და ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
ლოლერმა განაცხადა, რომ სახელმწიფო გადატრიალების საქმესთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში ქვეყანაში ძალადობრივი ქმედებების მომზადების მითითება არ არის. მან ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის დელეგიტიმაციის მცდელობაში დაადანაშაულა.
„როგორ შეიძლება მშვიდობიანი უწოდო დემონსტრაციას, სადაც ისვრიან მოლოტოვის კოქტეილებს, როგორ შეიძლება სუს-ზე ილაპარაკოს ადამიანმა, როცა საერთოდ წარმოდგენა არ აქვს“, - განაცხადა ვოლსკიმ.
მან ლოლერის განცხადებას ანგაჟირებული და გაეროს პოლიტიკასთან შეუსაბამო უწოდა.
„გაკეთებულ იქნა ანგაჟირებული, ყოვლად გამაოგნებელი განცხადება, რომელიც არ ეკადრება გაეროს და არ შეესაბამება მის სტრუქტურას საერთოდ და საქმიანობას საქართველოში. გამაოგნებელი იმას ჰქვია, რომ გაგაოგნებს თავის უსამართლობით, არაპროფესიონალიზმით და საერთოდ, გაეროს მანდატთან შეუსაბამობით“, - განაცხადა ვოლსკიმ.
სუსის გამოძიება
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 18 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ იგეგმება დესტაბილიზაცია და არეულობები ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მიზნით. სუსის მონაცემებით, საქართველოში არეულობები დაიგეგმა 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში, იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. რევოლუციურ სცენარში ჩართვის მიზნით ახალგაზრდული ჯგუფების მოსამზადებლად გამოიყენება ორგანიზაცია CANVAS, რომლის ბირთვი არის ორგანიზაცია „ოტპორი".
სუსის მტკიცებით, 25 სექტემბერს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მოწვევით საქართველოში ჩამოსული სერბეთის მოქალაქეების მიზანი იყო ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კავშირების დამყარება, რომლებმაც ქვეყანაში რევოლუციური პროცესების ბირთვის როლი უნდა შეასრულონ.
არ დავუშვებთ არეულობას - პრემიერი სუსის მონაცემებზე სახელმწიფო გადატრიალების შესახებ >>
USAID-ში განაცხადეს, რომ CANVAS-თან ორ წელზე მეტია თანამშრომლობენ და სწორედ მათ მოიწვიეს ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოში. ამჯერად CANVAS-თან თანამშრომლობა ითვალისწინებდა კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების დახმარებას კულტურისა და ხელოვნების ინსტიტუტების დამოუკიდებლობის ადვოკატირებაში.
გარდა ამისა, CANVAS კატეგორიულად უარყოფს სუსის ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ ორგანიზაცია ხელს უწყობს საქართველოში ძალადობრივი არეულობების მოწყობას. ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი ყველა პროგრამა და ტრენინგი, რომლებიც 50-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება, ეფუძნება არაძალადობრივი ბრძოლის შესახებ სასწავლო პროგრამას, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია ინტერნეტში.
თბილისში ჩატარებული ტრენინგიც მიმართული იყო საქართველოში საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერაზე და მათ აღჭურვაზე ინსტრუმენტებითა და ცოდნით საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესახებ და ცვლილებების პოზიტიურ სოციალურ დაცვაზე, განმარტეს CANVAS-ში.
სუსის გამოძიება
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ქართული წარმოშობის სამხედროების ჯგუფი, რომლებიც უკრაინაში კონფლიქტში მონაწილეობენ, და დაინტერესებული მხარის გავლენის ქვეშ მყოფი ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა წვრთნაც მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვართან ახლოს, გამოყენებული იქნებიან საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მიზნით სამოქალაქო არეულობის ორგანიზებისთვის.
დასავლეთის ფონდები საქართველოში რადიკალიზმს აფინანსებენ?>>>
უწყების ცნობით, გეგმის ერთ-ერთი ავტორია მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე. აღნიშნულია, რომ საქართველოში სამოქალაქო არეულობა უცხო ქვეყნების კოორდინაციით და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება.
გეგმის განსახორციელებლად ლორთქიფანიძის დაქვემდებარებაში არიან ქართული წარმომავლობის პირები, მათ შორის, სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი, ასევე ექს-პრეზიდენტის ახლო გარემოცვის წევრი მამუკა მამულაშვილი, რომელიც უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის" მეთაურია.
დესტრუქციული პროცესების დაწყების თარიღად შერჩეულია მიმდინარე წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდი, როდესაც უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
რევოლუციური სცენარისთვის ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი" (CANVAS), რომლის ბირთვსაც წარმოადგენს ორგანიზაცია „ოტპორი", განაცხადეს სუსში. მათი თქმით, სწორედ ამ ორგანიზაციებმა მიიღეს წარსულში აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და, შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებისა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით.
აღნიშნული პირების მიერ განიხილება მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი, რომელთა შორისაა ე.წ. კარვების ქალაქის მოწყობა, საქართველოს ცენტრალურ გამზირებზე და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვა, სამთავრობო შენობების დაკავება-ბარიკადირება და სხვა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებები, რომლებიც შეიცავენ სერიოზული პროვოკაციის ელემენტებს.
ხელისუფლება რევოლუციას არ დაუშვებს - კობახიძე აშშ-ის სახდეპარტამენტის განცხადებაზე>>>
დადასტურებულად ცნობილია, რომ ორგანიზატორების მიერ განიხილება 2014 წელს უკრაინაში გამართული „ევრომაიდნის" მსგავსი სცენარის საქართველოში განხორციელება, აღნიშნულია სუსის განცხადებაში.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ „კარვების ქალაქის" ტერიტორიაზე, სადაც გიორგი ლორთქიფანიძისა და მიხეილ ბატურინის ორგანიზებით აქციები გაიმართება, წინასწარ შერჩეულ კარავში განათავსებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომლის აფეთქებაც განზრახული აქვთ დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორებს.
ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში.
სუსში აღნიშნეს, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ქვეყანაში პროვოკაციები იგეგმება.
ყველა ახალი ამბავი
0