დასავლეთის ფონდები საქართველოში რადიკალიზმს აფინანსებენ?

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2023
გამოწერა
თბილისში დაგეგმილმა ღონისძიებამ „პროტესტი და წინააღმდეგობა საქართველოში“ ქართველ პოლიტიკოსთა შორის აჟიოტაჟი გამოიწვია სუსის განცხადების ფონზე, რომ ქვეყანაში სამოქალაქო არეულობები იგეგმება.
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. დასავლური ფონდები აფინანსებენ რადიკალიზმისა და რევოლუციის გზას საქართველოში, რაც სრულებით ალოგიკურია იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ერთ-ერთი პირობა რადიკალიზაციის შემცირებაა, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ ირაკლი ქადაგიშვილმა.
ასეთი კომენტარი გააკეთა დეპუტატმა 31 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილ დისკუსიაზე სახელწოდებით „პროტესტი და წინააღმდეგობა საქართველოში“. ღონისძიების ორგანიზატორია ჟურნალი „ინდიგო“, ხოლო მას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს გერმანიის უძველესი ფონდი „ფრიდრიხ ებერტის ფონდი“.

„ერთი რამ არის ხაზგასასმელი: როდესაც 12 რეკომენდაციის შესრულებისას ნომერი პირველი საკითხი არის რადიკალიზაციის შემცირება, ხოლო დასავლური ფონდები აფინანსებენ საქართველოში რადიკალიზმისა და რევოლუციის გზას, აი, აქ ლოგიკა აბსოლუტურად აცდენილია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

სამწუხაროდ, ქვეყანაში კვლავ არიან რევოლუციური სცენარის მოქმედების მსურველები, აღნიშნა მან.

„უნდა აღინიშნოს, რომ ამ სცენარებს დღე არ უწერიათ, გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლება ამას კარგად აკონტროლებს და, რაც მთავარია, მოსახლეობაში არ არის არანაირი რევოლუციური განწყობა“, – განაცხადა დეპუტატმა.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ დეპუტატის გურამ მაჭარაშვილის აზრით, იქ, სადაც პირდაპირაა დაანონსებული პროტესტი და წინააღმდეგობა საქართველოში, სიყვარულის ახსნას არავინ ასწავლის.

„აქ იქნება საუბარი რევოლუციაზე, ძალადობაზე, რაც ამ სემინარების შინაარსშივე წერია... მაგრამ ცუდი ის არის, რომ ამ ფონდებს აფინანსებენ ჩვენი პარტნიორი ქვეყნის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

თავის მხრივ, ჟურნალ „ინდიგოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნატა ძველიშვილმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჟურნალის ახალი ნომერი საქართველოში XX-XXI საუკუნეებში საპროტესტო აქციებსა და მათ მრავალმხრივ ანალიზს ეძღვნება.

„ამ თემებზე წარვადგენთ ამ ჟურნალს, ეს არის სულ. პირადი მოწვევით ამ წუთას განსაკუთრებულად არავინ მოგვიწვევია, ჩვენი მიზანი იყო, რომ შეგვესწავლა წინააღმდეგობის მოძრაობები მრავალი კუთხით, ეს არის კვლევა, ანალიზი ამ პროცესების“, – განაცხადა ძველიშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, ქვეყანაში არეულობა იგეგმება 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებას ელოდება. სუსის განცხადებით, არეულობები უცხოური ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება.
სუსი აცხადებს, რომ საქართველოში 25 სექტემბერს USAID-ის მოწვევით ტრენინგების ჩასატარებლად ჩამოსული სერბი მოქალაქეების ნამდვილი მიზანია კავშირის დამყარება ახალგაზრდულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებმაც საქართველოში რევოლუციური პროცესების ბირთვის როლი უნდა შეასრულონ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი ქვეყანაში USAID-ის პროგრამის ფარგლებში აღმოსავლეთი–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ.
შენ არღვევ, მე ვიხდი“ - გახსნილია საქართველოში არეულობების წახალისების ახალი სქემა>>
USAID-ში განაცხადეს, რომ CANVAS-თან უკვე ორ წელზე მეტია თანამშრომლობენ და რომ სწორედ მათ მოიწვიეს ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოში. ამჯერად CANVAS-თან თანამშრომლობა ითვალისწინებდა კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების დახმარებას კულტურისა და ხელოვნების ინსტიტუტების დამოუკიდებლობის ადვოკატირებაში.
საქართველო სტატუსის მოლოდინში
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით.
მეტი ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს – კობახიძე საქართველოსთვის სტატუსის მონიჭებაზე>>
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0