https://sputnik-georgia.com/20231002/ar-davusvebt-areulobas-premieri-susis-monacemebze-gadatrialebis-sesaxeb-282877554.html
არ დავუშვებთ არეულობას - პრემიერი სუსის მონაცემებზე სახელმწიფო გადატრიალების შესახებ
არ დავუშვებთ არეულობას - პრემიერი სუსის მონაცემებზე სახელმწიფო გადატრიალების შესახებ
Sputnik საქართველო
ირაკლი ღარიბაშვილი შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ქვეყანაში ჩამოდიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები და აქ ტრენინგებს ატარებენ. 02.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-02T18:19+0400
2023-10-02T18:19+0400
2023-10-02T21:26+0400
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
სერბეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/14/275046378_18:74:1006:630_1920x0_80_0_0_bebea1d72a053ab9c13e0ef8320f3f97.jpg
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება დესტრუქციული და რადიკალური ძალების მხრიდან არეულობებსა და დესტაბილიზაციას არ დაუშვებს, ყველა, ვინც ანტისახელმწიფოებრივ გეგმებს აამოქმედებს, მაქსიმალურად მკაცრად დაისჯება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) 18 სექტემბერს განაცხადა, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მიზნით 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში უცხოური ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით არეულობები მზადდება. სუსში 2 ოქტომბერს განაცხადეს, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მოწვევით საქართველოში 25 სექტემბერს სერბეთის მოქალაქეები ჩამოვიდნენ. მათ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების წარმომადგენლები, კერძოდ, ერთ-ერთი დიდი ჯგუფი გადაამზადეს, რომლებმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო დღეს ძლიერია და მყარად დგას ფეხზე. მთავრობის მეთაურის თქმით, შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ქვეყანაში ჩამოდიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები და აქ ტრენინგებს ატარებენ. მისი თქმით, ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ მსგავსმა დესტრუქციულმა ძალებმა კიდევ ერთხელ დაანგრიონ ქვეყანა. მისი თქმით, ამ ძალებს არ მოსწონთ საქართველოს მიღწევები, ასევე ის, რომ ხელისუფლებამ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა შეინარჩუნა. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებას პრევენციული ხასიათი აქვს. ყველა იქნება მაქსიმალურად მკაცრად დასჯილი, ვინც ამ ანტისახელმწიფოებრივ გეგმებს მოიყვანს მოქმედებაში, განაცხადა პრემიერმა.სუსის ახალი განცხადებასუსში 2 ოქტომბერს განაცხადეს, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მოწვევით სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი საქართველოში 25 სექტემბერს ჩამოვიდნენ. სუსი ამტკიცებს, რომ ეს პირები დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან. სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან. უწყების ცნობით, ისინი არიან ორგანიზაცია „კანვასის" მმართველი რგოლი, აგრეთვე სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი არიან ორგანიზაცია „ოტპორის" ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაცია „კმარას" ანალოგს. USAID-ს მოწვევით ჩამოსული სერბეთის მოქალაქეები საქართველოში რევოლუციას გეგმავდნენ>>სუსში აღნიშნეს, რომ რევოლუციური სცენარისთვის ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი" (CANVAS), რომლის ბირთვსაც წარმოადგენს ორგანიზაცია „ოტპორი". სერბეთის მოქალაქეების ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება "სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის" საკითხებში, მაგრამ გამოძიებით დადგინდა, რომ მათი ქვეყანაში ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო, აცხადებს სუსი. სუსის ინფორმაციით, ორგანიზაცია „კანვასის" სერბმა წარმომადგენლებმა 2023 წლის 26-29 სექტემბერის პერიოდში თბილისში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების წარმომადგენლები, კერძოდ, ერთ-ერთი დიდი ჯგუფი გადაამზადეს, რომლებმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში. სუსის ცნობით, სერბეთის მოქალაქეებმა ჯგუფს ჩაუტარეს სწავლება, თუ როგორ უნდა იმოქმედონ სამიზნე ჯგუფების, კერძოდ, ხელისუფლების, მართლმადიდებლური ეკლესიის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა უწყებების წინააღმდეგ. ასევე როგორ უნდა მოაწყონ გზებზე პიკეტები და შექმნან ხელოვნური „საცობები", ადმინისტრაციული შენობების წინ მოაწყონ კარვები, როგორ უნდა შეიტანონ მღელვარება ძალოვან სტრუქტურებში, როგორი ძალადობრივი პასუხი უნდა გასცენ მათ კანონიერ მოთხოვნებზე. აგრეთვე მსმენელები შეამზადეს მოსალოდნელი დაკავებების პროცესისთვის და ამ დროს წინააღმდეგობის გაწევის ხერხებზე. ასევე ტრენინგი ეხებოდა აქციის მონაწილეთა დაფინანსების საკითხებს, როგორ უნდა შეიჭრან პარლამენტის შენობაში, გათიშონ მაუწყებლობის სადგურები და ხელში აიღონ ძალაუფლება. სერბეთის მოქალაქეებმა ტრენინგების დროს შედარებითი ანალიზისთვის მოიყვანეს სერბეთში განვითარებული რევოლუციური პროცესების არაერთი დრამატული მაგალითი. პროვოკაციების რისკი იზრდება - „ოცნებაში" აქციების ჩატარების გამკაცრების მიზეზი დაასახელეს>>საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებმა სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი 2023 წლის 29 სექტემბერს ადვოკატების და თარჯიმნების თანდასწრებით გამოკითხეს. ისინი შეეცადნენ შეენიღბათ მათი საქართველოში ყოფნის რეალური მიზეზი, მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით. აღსანიშნავია, რომ მათი ჩვენებები ეწინააღმდეგება გამოძიებით მოპოვებულ მტკიცებულებებს და აგრეთვე რიგ დეტალებში ურთიერთგამომრიცხავიც არის, ნათქვამია სუსის განცხადებაში. უწყების ინფორმაციით, სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი 30 სექტემბერს გაემგზავრნენ საქართველოდან ბელგრადის მიმართულებით. სუსმა სინისა სიკმანის, იელენა სტოისიჩის და სლობოდან ჯინოვიჩის მიმართ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი წარმოადგინა, რომლის განსაიდუმლოება მოხდა პროკურორის მიერ, საქმეზე მზარდი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. სუსში აღნიშნეს, რომ ორგანიზაცია CANVAS-ის დესტრუქციული გეგმების შესახებ მათ საზოგადოებას 18 სექტემბერს აცნობეს. ამჟამად მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები დანაშაული ჩამდენი პირების მხილებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის აღსაკვეთად. უწყების ინფორმაციით, USAID-ის მიერ დაფინანსებული კონფერენცია 26-29 სექტემბერს ორგანიზებული იყო „CANVAS-საქართველოსა" და East-West Management Institute-ის მიერ. ოთხდღიან ტრენინგში მონაწილეობდნენ ამ ორგანიზაციების წარმომადგენლები და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები.
საქართველო
სერბეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/14/275046378_164:63:920:630_1920x0_80_0_0_fe40085681234bb75a82c2fd7a093464.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, სერბეთი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, სერბეთი
არ დავუშვებთ არეულობას - პრემიერი სუსის მონაცემებზე სახელმწიფო გადატრიალების შესახებ
18:19 02.10.2023 (განახლებულია: 21:26 02.10.2023) ირაკლი ღარიბაშვილი შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ქვეყანაში ჩამოდიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები და აქ ტრენინგებს ატარებენ.
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება დესტრუქციული და რადიკალური ძალების მხრიდან არეულობებსა და დესტაბილიზაციას არ დაუშვებს, ყველა, ვინც ანტისახელმწიფოებრივ გეგმებს აამოქმედებს, მაქსიმალურად მკაცრად დაისჯება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) 18 სექტემბერს განაცხადა, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მიზნით 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში უცხოური ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით არეულობები მზადდება. სუსში 2 ოქტომბერს განაცხადეს, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მოწვევით საქართველოში 25 სექტემბერს სერბეთის მოქალაქეები ჩამოვიდნენ. მათ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების წარმომადგენლები, კერძოდ, ერთ-ერთი დიდი ჯგუფი გადაამზადეს, რომლებმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში.
„ამ ხალხმა ალბათ ვერაფერი ისწავლა, ანალიზს ვერ უკეთებენ. ფაქტია, უკვე ამდენი წელი გავიდა და ისევ ჩარჩენილი არიან წარსულში. მათ ჰგონიათ, რომ ახლა არის 2003 წელი, ახლა არის 2023 წელი და ჩვენ ხელისუფლებაში ვართ 11 წელზე მეტია. ჩვენ არ დავუშვებთ ასეთი არარაობების, დესტრუქციული რადიკალური ძალების მიერ არავითარ არეულობას და დესტაბილიზაციას ქვეყანაში", – განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო დღეს ძლიერია და მყარად დგას ფეხზე.
მთავრობის მეთაურის თქმით, შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ქვეყანაში ჩამოდიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები და აქ ტრენინგებს ატარებენ.
„ეს ყველაფერი შენიღბულია, თითქოს ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს უტარებენ ტრენინგებს. ამ დროს პირდაპირ მიდის მოწოდება და ტრენინგები, როგორ უნდა მოახდინონ რევოლუცია და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა", – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ მსგავსმა დესტრუქციულმა ძალებმა კიდევ ერთხელ დაანგრიონ ქვეყანა.
„მინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ეს ადამიანები, როგორც ქვეყნის შიგნით მოქმედი მტრული ძალები, ასევე მათი მხარდამჭერები ქვეყნის საზღვრებს გარეთ, რომ ჩვენ არ დავუშვებთ არავითარ არეულობას ქვეყანაში", – აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, ამ ძალებს არ მოსწონთ საქართველოს მიღწევები, ასევე ის, რომ ხელისუფლებამ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა შეინარჩუნა.
„მათი სურვილია ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობა და ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა. ეს იყო მათი თავდაპირველი მიზანი და დღეს რჩება, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მათ მიზნად", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებას პრევენციული ხასიათი აქვს.
„ეს არის პრევენციული ხასიათის, გამაფრთხილებელი განცხადებები კონკრეტული მტკიცებულებების სახით. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, რომ მაქსიმალური გონიერება გამოიჩინონ. ნუ მისცემენ უფლებას ასეთ დესტრუქციულ ძალებს, რომ გამოაყენებინონ თავი... ეს ყველაფერი არის მათი დაგეგმილი ბინძური ანტისახელმწიფოებრივი გეგმები. ჩვენ ამას შევეწინააღდმდეგებით და ამას არ დავუშვებთ", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ყველა იქნება მაქსიმალურად მკაცრად დასჯილი, ვინც ამ ანტისახელმწიფოებრივ გეგმებს მოიყვანს მოქმედებაში, განაცხადა პრემიერმა.
სუსში 2 ოქტომბერს განაცხადეს, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მოწვევით სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი საქართველოში 25 სექტემბერს ჩამოვიდნენ.
სუსი ამტკიცებს, რომ ეს პირები დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან. სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან.
უწყების ცნობით, ისინი არიან ორგანიზაცია „კანვასის" მმართველი რგოლი, აგრეთვე სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი არიან ორგანიზაცია „ოტპორის" ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაცია „კმარას" ანალოგს.
სუსში აღნიშნეს, რომ რევოლუციური სცენარისთვის ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი" (CANVAS), რომლის ბირთვსაც წარმოადგენს ორგანიზაცია „ოტპორი".
სერბეთის მოქალაქეების ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება "სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის" საკითხებში, მაგრამ გამოძიებით დადგინდა, რომ მათი ქვეყანაში ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო, აცხადებს სუსი.
სუსის ინფორმაციით, ორგანიზაცია „კანვასის" სერბმა წარმომადგენლებმა 2023 წლის 26-29 სექტემბერის პერიოდში თბილისში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების წარმომადგენლები, კერძოდ, ერთ-ერთი დიდი ჯგუფი გადაამზადეს, რომლებმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში.
სუსის ცნობით, სერბეთის მოქალაქეებმა ჯგუფს ჩაუტარეს სწავლება, თუ როგორ უნდა იმოქმედონ სამიზნე ჯგუფების, კერძოდ, ხელისუფლების, მართლმადიდებლური ეკლესიის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა უწყებების წინააღმდეგ.
ასევე როგორ უნდა მოაწყონ გზებზე პიკეტები და შექმნან ხელოვნური „საცობები", ადმინისტრაციული შენობების წინ მოაწყონ კარვები, როგორ უნდა შეიტანონ მღელვარება ძალოვან სტრუქტურებში, როგორი ძალადობრივი პასუხი უნდა გასცენ მათ კანონიერ მოთხოვნებზე. აგრეთვე მსმენელები შეამზადეს მოსალოდნელი დაკავებების პროცესისთვის და ამ დროს წინააღმდეგობის გაწევის ხერხებზე.
ასევე ტრენინგი ეხებოდა აქციის მონაწილეთა დაფინანსების საკითხებს, როგორ უნდა შეიჭრან პარლამენტის შენობაში, გათიშონ მაუწყებლობის სადგურები და ხელში აიღონ ძალაუფლება. სერბეთის მოქალაქეებმა ტრენინგების დროს შედარებითი ანალიზისთვის მოიყვანეს სერბეთში განვითარებული რევოლუციური პროცესების არაერთი დრამატული მაგალითი.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებმა სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი 2023 წლის 29 სექტემბერს ადვოკატების და თარჯიმნების თანდასწრებით გამოკითხეს. ისინი შეეცადნენ შეენიღბათ მათი საქართველოში ყოფნის რეალური მიზეზი, მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით.
აღსანიშნავია, რომ მათი ჩვენებები ეწინააღმდეგება გამოძიებით მოპოვებულ მტკიცებულებებს და აგრეთვე რიგ დეტალებში ურთიერთგამომრიცხავიც არის, ნათქვამია სუსის განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი 30 სექტემბერს გაემგზავრნენ საქართველოდან ბელგრადის მიმართულებით.
სუსმა სინისა სიკმანის, იელენა სტოისიჩის და სლობოდან ჯინოვიჩის მიმართ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი წარმოადგინა, რომლის განსაიდუმლოება მოხდა პროკურორის მიერ, საქმეზე მზარდი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.
სუსში აღნიშნეს, რომ ორგანიზაცია CANVAS-ის დესტრუქციული გეგმების შესახებ მათ საზოგადოებას 18 სექტემბერს აცნობეს. ამჟამად მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები დანაშაული ჩამდენი პირების მხილებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის აღსაკვეთად.
უწყების ინფორმაციით, USAID-ის მიერ დაფინანსებული კონფერენცია 26-29 სექტემბერს ორგანიზებული იყო „CANVAS-საქართველოსა" და East-West Management Institute-ის მიერ. ოთხდღიან ტრენინგში მონაწილეობდნენ ამ ორგანიზაციების წარმომადგენლები და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები.