https://sputnik-georgia.com/20231002/provokaciebis-riski-izrdeba-ocnebam-aqciebis-catarebis-gamkacrebis-mizezi-daasaxela-282870695.html
პროვოკაციების რისკი იზრდება - „ოცნებაში" აქციების წესების გამკაცრების მიზეზი დაასახელეს
პროვოკაციების რისკი იზრდება - „ოცნებაში" აქციების წესების გამკაცრების მიზეზი დაასახელეს
Sputnik საქართველო
შესწორებები კანონში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" აქციების გამართვის ადგილზე კონსტრუქციების დამონტაჟების წესების გამკაცრებას ითვალისწინებს. 02.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-02T16:01+0400
2023-10-02T16:01+0400
2023-10-02T20:28+0400
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტი
ქართული ოცნება
ირაკლი კობახიძე
ქართული ოპოზიცია
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
საქართველო
სერბეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/15/282492049_0:147:1280:867_1920x0_80_0_0_14de0e4bf44a38c5e1d504bdc5fc9510.jpg
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. კანონის მიღება, რომელიც საქართველოში საპროტესტო აქციების ჩატარების წესების გამკაცრებას ითვალისწინებს, პრევენციული მიზნებისთვის არის აუცილებელი, რადგან ოპოზიცია ნებისმიერ პროვოკაციაზეა წამსვლელი, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. „ქართული ოცნების" დეპუტატებმა პარლამენტში კანონში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" შესწორებების ინიცირება მოახდინეს, რომელიც საპროტესტო აქციების ჩატარების დროს კონსტრუქციების, მათ შორის სცენის დამონტაჟების წესების შეცვლას გულისხმობს. ამას წინ უძღოდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსის) 18 სექტემბრის განცხადება, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მიზნით მზადდება არეულობები 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებას ელოდება. რადგანაც არის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რევოლუციური პროცესები დაგეგმილია ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, შესწორებების დაჩქარებული რეჟიმით მიღებას თავისი ლოგიკური საფუძველი აქვს, აღნიშნა მან. კობახიძემ ასევე ისაუბრა სუსის განცხადებაზე, რომლის მიხედვით, სამოქალაქო არეულობების ორგანიზატორები აქციების ჩატარების ადგილებზე კარვების გამოყენებას გეგმავენ იარაღის, ასაფეთქებელი ნივთიერებების და ა.შ. შესანახად. USAID-ის მოწვევით ჩამოსული სერბეთის მოქალაქეები საქართველოში რევოლუციას გეგმავდნენ>>სუსის განცხადებაში ნათქვამია, რომ „კარვების ქალაქის" ტერიტორიაზე წინასწარ შერჩეულ კარავში განათავსებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომლის აფეთქებაც განზრახული აქვთ დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორებს. აფეთქების შემთხვევაში ამის შედეგად დაიღუპებიან როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე სამართალდამცველები. ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში. ამასთან, როგორც კობახიძემ განმარტა, კარვების მოწყობა შეკრების დროს დაშვებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას აქვს არსებითი მნიშვნელობა შეკრების სათანადოდ ჩატარებისთვის. კობახიძემ ასევე დასძინა, რომ კანონპროექტი მოამზადეს საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით. ცვლილებების პროექტის თანახმად, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს, ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას. ყველა სამაგალითოდ დაისჯება - პრემიერი სახელმწიფო გადატრიალების მზადების შესახებ>>ამას გარდა, კონსტრუქციის დადგმა არ იქნება შესაძლებელი, თუ მის გარეშე აქციის ჩატარებას არაფერი ემუქრება. კანონდარღვევისთვის გათვალისწინებულია სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით. ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 5.000 ლარის ოდენობით, ან ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით. სუსის გამოძიება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ქართული წარმოშობის სამხედროების ჯგუფი, რომლებიც უკრაინაში კონფლიქტში მონაწილეობენ, და დაინტერესებული მხარის გავლენის ქვეშ მყოფი ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა წვრთნაც მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვართან ახლოს, გამოყენებული იქნებიან საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მიზნით სამოქალაქო არეულობის ორგანიზებისთვის. უწყების ცნობით, გეგმის ერთ-ერთი ავტორია მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე. აღნიშნულია, რომ საქართველოში სამოქალაქო არეულობა უცხო ქვეყნების კოორდინაციით და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება. გეგმის განსახორციელებლად ლორთქიფანიძის დაქვემდებარებაში არიან ქართული წარმომავლობის პირები, მათ შორის, სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი, ასევე ექს-პრეზიდენტის ახლო გარემოცვის წევრი მამუკა მამულაშვილი, რომელიც უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის" მეთაურია. „ცეცხლს ეთამაშებით! ძალიან ფრთხილად იყავით!" - კალაძემ ოპოზიცია გააფრთხილა>>დესტრუქციული პროცესების დაწყების თარიღად შერჩეულია მიმდინარე წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდი, როდესაც უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ხელისუფლების დამხობის შეთქმულების მონაწილეთა მოლოდინი იმაზეა გათვლილი, რომ გამოქვეყნებული დასკვნა უარყოფითი იქნება, და რომ მათ ხელში არსებული საინფორმაციო ქსელების, ხელისუფლებისთვის ხელოვნურად მიკერებული იარლიყი „პრორუსულის" გამოყენებით ნიადაგი შეიქმნება საზოგადოებრივი მღელვარებისა და შემდგომი არეულობებისთვის, აღნიშნეს სუსში. რევოლუციური სცენარისთვის ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი" (CANVAS), რომლის ბირთვსაც წარმოადგენს ორგანიზაცია „ოტპორი", განაცხადეს სუსში. მათი თქმით, სწორედ ამ ორგანიზაციებმა მიიღეს წარსულში აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და, შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებისა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით. აღნიშნული პირების მიერ განიხილება მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი, რომელთა შორისაა ე.წ. კარვების ქალაქის მოწყობა, საქართველოს ცენტრალურ გამზირებზე და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვა, სამთავრობო შენობების დაკავება-ბარიკადირება და სხვა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებები, რომლებიც შეიცავენ სერიოზული პროვოკაციის ელემენტებს. დადასტურებულად ცნობილია, რომ ორგანიზატორების მიერ განიხილება 2014 წელს უკრაინაში გამართული „ევრომაიდნის" მსგავსი სცენარის საქართველოში განხორციელება, აღნიშნულია სუსის განცხადებაში. გარდა ამისა, ცნობილია, რომ „კარვების ქალაქის" ტერიტორიაზე, სადაც გიორგი ლორთქიფანიძისა და მიხეილ ბატურინის ორგანიზებით აქციები გაიმართება, წინასწარ შერჩეულ კარავში განათავსებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომლის აფეთქებაც განზრახული აქვთ დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორებს. საქართველოში საპროტესტო აქციების შესახებ კანონის გამკაცრება იგეგმება>>ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში. სუსში აღნიშნეს, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ქვეყანაში პროვოკაციები იგეგმება. სუსში 2 ოქტომბერს განაცხადეს, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მოწვევით საქართველოში 25 სექტემბერს სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი ჩამოვიდნენ. მათ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების წარმომადგენლები, კერძოდ, ერთ-ერთი დიდი ჯგუფი გადაამზადეს, რომლებმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში. სუსის ინფორმაციით, სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან. სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან.
საქართველო
სერბეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/15/282492049_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_051f4d74b3c4247741aa4e7164d47697.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოცნება , ირაკლი კობახიძე, ქართული ოპოზიცია, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, საქართველო, სერბეთი, usaid - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო
პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოცნება , ირაკლი კობახიძე, ქართული ოპოზიცია, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, საქართველო, სერბეთი, usaid - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო
პროვოკაციების რისკი იზრდება - „ოცნებაში" აქციების წესების გამკაცრების მიზეზი დაასახელეს
16:01 02.10.2023 (განახლებულია: 20:28 02.10.2023) შესწორებები კანონში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" აქციების გამართვის ადგილზე კონსტრუქციების დამონტაჟების წესების გამკაცრებას ითვალისწინებს.
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. კანონის მიღება, რომელიც საქართველოში საპროტესტო აქციების ჩატარების წესების გამკაცრებას ითვალისწინებს, პრევენციული მიზნებისთვის არის აუცილებელი, რადგან ოპოზიცია ნებისმიერ პროვოკაციაზეა წამსვლელი, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების" დეპუტატებმა პარლამენტში კანონში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" შესწორებების ინიცირება მოახდინეს, რომელიც საპროტესტო აქციების ჩატარების დროს კონსტრუქციების, მათ შორის სცენის დამონტაჟების წესების შეცვლას გულისხმობს. ამას წინ უძღოდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსის) 18 სექტემბრის განცხადება, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მიზნით მზადდება არეულობები 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებას ელოდება.
„ბუნებრივია, ოპოზიცია სუსტია, მაგრამ ამ სისუსტის პირობებში პროვოკაციების რისკი, რა თქმა უნდა, მატულობს... შეიძლება წავიდნენ ნებისმიერ პროვოკაციაზე, სწორედ სისუსტის გამო. რა თქმა უნდა, აქ ჩვენ გვჭირდება პრევენციული ზომების მიღება და ეს კანონპროექტიც ზუსტად ამას ემსახურება", – განაცხადა კობახიძემ.
რადგანაც არის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რევოლუციური პროცესები დაგეგმილია ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, შესწორებების დაჩქარებული რეჟიმით მიღებას თავისი ლოგიკური საფუძველი აქვს, აღნიშნა მან.
კობახიძემ ასევე ისაუბრა სუსის განცხადებაზე, რომლის მიხედვით, სამოქალაქო არეულობების ორგანიზატორები აქციების ჩატარების ადგილებზე კარვების გამოყენებას გეგმავენ იარაღის, ასაფეთქებელი ნივთიერებების და ა.შ. შესანახად.
სუსის განცხადებაში ნათქვამია, რომ „კარვების ქალაქის" ტერიტორიაზე წინასწარ შერჩეულ კარავში განათავსებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომლის აფეთქებაც განზრახული აქვთ დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორებს. აფეთქების შემთხვევაში ამის შედეგად დაიღუპებიან როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე სამართალდამცველები.
ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში.
„შესაბამისად, უსაფრთხოების კუთხითაც, ბუნებრივია, რისკებს შეიცავს კარვების განთავსება შესაბამის ტერიტორიაზე. ასეთი პროვოკაციების პრევენციის მიზნით მნიშვნელოვანია კანონპროექტის მიღება, რომელიც არის ინიცირებული და პარლამენტი ამ კანონპროექტს სამი მოსმენით მიმდინარე კვირაში მიიღებს", – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, როგორც კობახიძემ განმარტა, კარვების მოწყობა შეკრების დროს დაშვებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას აქვს არსებითი მნიშვნელობა შეკრების სათანადოდ ჩატარებისთვის.
კობახიძემ ასევე დასძინა, რომ კანონპროექტი მოამზადეს საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით.
ცვლილებების პროექტის თანახმად, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს, ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას.
ამას გარდა, კონსტრუქციის დადგმა არ იქნება შესაძლებელი, თუ მის გარეშე აქციის ჩატარებას არაფერი ემუქრება.
კანონდარღვევისთვის გათვალისწინებულია სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით. ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 5.000 ლარის ოდენობით, ან ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ქართული წარმოშობის სამხედროების ჯგუფი, რომლებიც უკრაინაში კონფლიქტში მონაწილეობენ, და დაინტერესებული მხარის გავლენის ქვეშ მყოფი ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა წვრთნაც მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვართან ახლოს, გამოყენებული იქნებიან საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მიზნით სამოქალაქო არეულობის ორგანიზებისთვის.
უწყების ცნობით, გეგმის ერთ-ერთი ავტორია მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე. აღნიშნულია, რომ საქართველოში სამოქალაქო არეულობა უცხო ქვეყნების კოორდინაციით და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება.
გეგმის განსახორციელებლად ლორთქიფანიძის დაქვემდებარებაში არიან ქართული წარმომავლობის პირები, მათ შორის, სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი, ასევე ექს-პრეზიდენტის ახლო გარემოცვის წევრი მამუკა მამულაშვილი, რომელიც უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის" მეთაურია.
დესტრუქციული პროცესების დაწყების თარიღად შერჩეულია მიმდინარე წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდი, როდესაც უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
ხელისუფლების დამხობის შეთქმულების მონაწილეთა მოლოდინი იმაზეა გათვლილი, რომ გამოქვეყნებული დასკვნა უარყოფითი იქნება, და რომ მათ ხელში არსებული საინფორმაციო ქსელების, ხელისუფლებისთვის ხელოვნურად მიკერებული იარლიყი „პრორუსულის" გამოყენებით ნიადაგი შეიქმნება საზოგადოებრივი მღელვარებისა და შემდგომი არეულობებისთვის, აღნიშნეს სუსში.
რევოლუციური სცენარისთვის ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი" (CANVAS), რომლის ბირთვსაც წარმოადგენს ორგანიზაცია „ოტპორი", განაცხადეს სუსში. მათი თქმით, სწორედ ამ ორგანიზაციებმა მიიღეს წარსულში აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და, შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებისა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით.
აღნიშნული პირების მიერ განიხილება მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი, რომელთა შორისაა ე.წ. კარვების ქალაქის მოწყობა, საქართველოს ცენტრალურ გამზირებზე და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვა, სამთავრობო შენობების დაკავება-ბარიკადირება და სხვა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებები, რომლებიც შეიცავენ სერიოზული პროვოკაციის ელემენტებს.
დადასტურებულად ცნობილია, რომ ორგანიზატორების მიერ განიხილება 2014 წელს უკრაინაში გამართული „ევრომაიდნის" მსგავსი სცენარის საქართველოში განხორციელება, აღნიშნულია სუსის განცხადებაში.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ „კარვების ქალაქის" ტერიტორიაზე, სადაც გიორგი ლორთქიფანიძისა და მიხეილ ბატურინის ორგანიზებით აქციები გაიმართება, წინასწარ შერჩეულ კარავში განათავსებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომლის აფეთქებაც განზრახული აქვთ დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორებს.
ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში.
სუსში აღნიშნეს, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ქვეყანაში პროვოკაციები იგეგმება.
სუსში 2 ოქტომბერს განაცხადეს, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მოწვევით საქართველოში 25 სექტემბერს სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი ჩამოვიდნენ. მათ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების წარმომადგენლები, კერძოდ, ერთ-ერთი დიდი ჯგუფი გადაამზადეს, რომლებმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში.
სუსის ინფორმაციით, სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან. სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან.