https://sputnik-georgia.com/20230928/yvela-samagalitod-saisjeba-raribasvili-saxelmwifo-gadatrialebis-mzadebis-sesaxeb-282757416.html
ყველა სამაგალითოდ დაისჯება - პრემიერი სახელმწიფო გადატრიალების მზადების შესახებ
ყველა სამაგალითოდ დაისჯება - პრემიერი სახელმწიფო გადატრიალების მზადების შესახებ
Sputnik საქართველო
გარკვეული რადიკალური ჯგუფები დიდი ხანია ქვეყანაში არეულობებისა და ქაოსის მოწყობას ცდილობენ, აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 28.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-28T16:01+0400
2023-09-28T16:01+0400
2023-10-26T15:00+0400
ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
ახალი ამბები
საქართველო
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/18/276093460_0:0:1025:577_1920x0_80_0_0_cd050f14537163875e4133a174293934.jpg
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის მტრებს არეულობის მოწყობის საშუალებას არ მისცემს, ყველა სამაგალითოდ დაისჯება, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სუსის განცხადების კომენტარისას. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 18 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შესახებ გადაწყვეტილებას ელოდება, იგეგმება დესტაბილიზაცია და არეულობები ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მიზნით. სუსის განცხადებით, საქართველოში სამოქალაქო არეულობა უცხო ქვეყნების კოორდინაციით და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება. პრემიერის თქმით, სუსს უფრო მეტი ინფორმაცია აქვს, ვიდრე მათ ჩათვალეს საჭიროდ, რომ საზოგადოებისთვის ამ მომენტში მიეწოდებინათ. „ის, რომ გარკვეული რადიკალური ჯგუფები დესტაბილიზაციას, არეულობას და ქაოსის შემოტანას ცდილობდნენ და ცდილობენ, არ არის ახალი ამბავი. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს, მე ვგულიხსმობ მიხეილ სააკაშვილს, მისი რადიკალური ანარქისტული ჯგუფების ჩართულობით, ეს არასოდეს გამოუვიდათ და არც გამოუვათ", – განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს სპეცსამსახურები ვითარებას აკონტროლებენ. „ნებისმიერი გადაცდომა იქნება დაფიქსირებული და იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება", – განაცხადა პრემიერმა. „ცეცხლს ეთამაშებით! ძალიან ფრთხილად იყავით!" - კალაძემ ოპოზიცია გააფრთხილა>>სუსის განცხადებაში ნათქვამია, რომ არეულობის ორგანიზატორები გეგმავენ ე.წ. კარვების ქალაქის მოწყობას, ხოლო ერთ-ერთ კარავში ასაფეთქებელი მოწყობილობის განთავსებას, რომლის აფეთქების შედეგადაც დაიღუპება როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ისე სამართალდამცველები. ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, აღნიშნულია სუსის განცხადებაში. სუსის გამოძიება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ქართული წარმოშობის სამხედროების ჯგუფი, რომლებიც უკრაინაში კონფლიქტში მონაწილეობენ, და დაინტერესებული მხარის გავლენის ქვეშ მყოფი ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა წვრთნაც მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვართან ახლოს, გამოყენებული იქნებიან საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მიზნით სამოქალაქო არეულობის ორგანიზებისთვის. უწყების ცნობით, გეგმის ერთ-ერთი ავტორია მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე. აღნიშნულია, რომ საქართველოში სამოქალაქო არეულობა უცხო ქვეყნების კოორდინაციით და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება. ხალხს არა რევოლუცია, არამედ სტაბილურობა სჭირდება - ექსპერტი>>გეგმის განსახორციელებლად ლორთქიფანიძის დაქვემდებარებაში არიან ქართული წარმომავლობის პირები, მათ შორის, სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი, ასევე ექს-პრეზიდენტის ახლო გარემოცვის წევრი მამუკა მამულაშვილი, რომელიც უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის" მეთაურია. დესტრუქციული პროცესების დაწყების თარიღად შერჩეულია მიმდინარე წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდი, როდესაც უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. რევოლუციური სცენარისთვის ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი" (CANVAS), რომლის ბირთვსაც წარმოადგენს ორგანიზაცია „ოტპორი", განაცხადეს სუსში. მათი თქმით, სწორედ ამ ორგანიზაციებმა მიიღეს წარსულში აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და, შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებისა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით. აღნიშნული პირების მიერ განიხილება მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი, რომელთა შორისაა ე.წ. კარვების ქალაქის მოწყობა, საქართველოს ცენტრალურ გამზირებზე და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვა, სამთავრობო შენობების დაკავება-ბარიკადირება და სხვა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებები, რომლებიც შეიცავენ სერიოზული პროვოკაციის ელემენტებს. მმართველი გუნდი: ვაშაძემ იარაღის გამოყენების შესახებ ოპოზიციის გეგმები დაადასტურა>>დადასტურებულად ცნობილია, რომ ორგანიზატორების მიერ განიხილება 2014 წელს უკრაინაში გამართული „ევრომაიდნის" მსგავსი სცენარის საქართველოში განხორციელება, აღნიშნულია სუსის განცხადებაში. გარდა ამისა, ცნობილია, რომ „კარვების ქალაქის" ტერიტორიაზე, სადაც გიორგი ლორთქიფანიძისა და მიხეილ ბატურინის ორგანიზებით აქციები გაიმართება, წინასწარ შერჩეულ კარავში განათავსებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომლის აფეთქებაც განზრახული აქვთ დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორებს. ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში. სუსში აღნიშნეს, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ქვეყანაში პროვოკაციები იგეგმება.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/18/276093460_37:0:946:682_1920x0_80_0_0_fa866319af70e043d710a594aab7b85f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ირაკლი ღარიბაშვილი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, ახალი ამბები, საქართველო, უკრაინა
ირაკლი ღარიბაშვილი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, ახალი ამბები, საქართველო, უკრაინა
ყველა სამაგალითოდ დაისჯება - პრემიერი სახელმწიფო გადატრიალების მზადების შესახებ
16:01 28.09.2023 (განახლებულია: 15:00 26.10.2023) გარკვეული რადიკალური ჯგუფები დიდი ხანია ქვეყანაში არეულობებისა და ქაოსის მოწყობას ცდილობენ, აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის მტრებს არეულობის მოწყობის საშუალებას არ მისცემს, ყველა სამაგალითოდ დაისჯება, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სუსის განცხადების კომენტარისას.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 18 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შესახებ გადაწყვეტილებას ელოდება, იგეგმება დესტაბილიზაცია და არეულობები ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მიზნით. სუსის განცხადებით, საქართველოში სამოქალაქო არეულობა უცხო ქვეყნების კოორდინაციით და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება.
„მინდა ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ არ დავუშვებთ, ვიღაც არარაობებმა და ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მოქმედმა მტრებმა ქვეყანაში რაიმე ტიპის არეულობა შემოიტანონ. ყველა დაისჯება სამაგალითოდ. ეს ყველამ კარგად დაიმახსოვროს", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, სუსს უფრო მეტი ინფორმაცია აქვს, ვიდრე მათ ჩათვალეს საჭიროდ, რომ საზოგადოებისთვის ამ მომენტში მიეწოდებინათ.
„ის, რომ გარკვეული რადიკალური ჯგუფები დესტაბილიზაციას, არეულობას და ქაოსის შემოტანას ცდილობდნენ და ცდილობენ, არ არის ახალი ამბავი. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს, მე ვგულიხსმობ მიხეილ სააკაშვილს, მისი რადიკალური ანარქისტული ჯგუფების ჩართულობით, ეს არასოდეს გამოუვიდათ და არც გამოუვათ", – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს სპეცსამსახურები ვითარებას აკონტროლებენ.
„ნებისმიერი გადაცდომა იქნება დაფიქსირებული და იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება", – განაცხადა პრემიერმა.
სუსის განცხადებაში ნათქვამია, რომ არეულობის ორგანიზატორები გეგმავენ ე.წ. კარვების ქალაქის მოწყობას, ხოლო ერთ-ერთ კარავში ასაფეთქებელი მოწყობილობის განთავსებას, რომლის აფეთქების შედეგადაც დაიღუპება როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ისე სამართალდამცველები.
ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, აღნიშნულია სუსის განცხადებაში.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ქართული წარმოშობის სამხედროების ჯგუფი, რომლებიც უკრაინაში კონფლიქტში მონაწილეობენ, და დაინტერესებული მხარის გავლენის ქვეშ მყოფი ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა წვრთნაც მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვართან ახლოს, გამოყენებული იქნებიან საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მიზნით სამოქალაქო არეულობის ორგანიზებისთვის.
უწყების ცნობით, გეგმის ერთ-ერთი ავტორია მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე. აღნიშნულია, რომ საქართველოში სამოქალაქო არეულობა უცხო ქვეყნების კოორდინაციით და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება.
გეგმის განსახორციელებლად ლორთქიფანიძის დაქვემდებარებაში არიან ქართული წარმომავლობის პირები, მათ შორის, სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი, ასევე ექს-პრეზიდენტის ახლო გარემოცვის წევრი მამუკა მამულაშვილი, რომელიც უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის" მეთაურია.
დესტრუქციული პროცესების დაწყების თარიღად შერჩეულია მიმდინარე წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდი, როდესაც უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
რევოლუციური სცენარისთვის ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი" (CANVAS), რომლის ბირთვსაც წარმოადგენს ორგანიზაცია „ოტპორი", განაცხადეს სუსში. მათი თქმით, სწორედ ამ ორგანიზაციებმა მიიღეს წარსულში აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და, შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებისა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით.
აღნიშნული პირების მიერ განიხილება მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი, რომელთა შორისაა ე.წ. კარვების ქალაქის მოწყობა, საქართველოს ცენტრალურ გამზირებზე და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვა, სამთავრობო შენობების დაკავება-ბარიკადირება და სხვა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებები, რომლებიც შეიცავენ სერიოზული პროვოკაციის ელემენტებს.
დადასტურებულად ცნობილია, რომ ორგანიზატორების მიერ განიხილება 2014 წელს უკრაინაში გამართული „ევრომაიდნის" მსგავსი სცენარის საქართველოში განხორციელება, აღნიშნულია სუსის განცხადებაში.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ „კარვების ქალაქის" ტერიტორიაზე, სადაც გიორგი ლორთქიფანიძისა და მიხეილ ბატურინის ორგანიზებით აქციები გაიმართება, წინასწარ შერჩეულ კარავში განათავსებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომლის აფეთქებაც განზრახული აქვთ დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორებს.
ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში.
სუსში აღნიშნეს, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ქვეყანაში პროვოკაციები იგეგმება.