https://sputnik-georgia.com/20230921/---------282501556.html
მმართველი გუნდი: ვაშაძემ იარაღის გამოყენების შესახებ ოპოზიციის გეგმები დაადასტურა
მმართველი გუნდი: ვაშაძემ იარაღის გამოყენების შესახებ ოპოზიციის გეგმები დაადასტურა
Sputnik საქართველო
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თავის განცხადებაში გააჟღერა ის გეგმა, რომელიც ეხება იარაღის... 21.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-21T16:42+0400
2023-09-21T16:42+0400
2023-09-21T19:40+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
ქართული ოპოზიცია
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0a/277548683_0:0:1600:901_1920x0_80_0_0_1647c9ad657fb9ad5066470eb542e230.jpg
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თავის განცხადებაში გააჟღერა ის გეგმა, რომელიც ეხება იარაღის გამოყენებას და რომელთან დაკავშირებითაც მანამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა. 18 სექტემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის მიზნით ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და არეულობის მზადების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მოგვიანებით ვაშაძემ საპროტესტო აქციების დაანონსებისას განაცხადა, რომ მოქმედი ხელისუფლების ნგრევა უკვე დაწყებულია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევაში აქტივისტები პასუხს გასცემენ. ამასთან, არ გამორიცხა იარაღის გამოყენება – "ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ". სუსის განცხადებაში ნათქვამია, რომ არეულობის ორგანიზატორები გეგმავენ ე.წ. კარვების ქალაქის მოწყობას, ხოლო ერთ-ერთ კარავში ასაფეთქებელი მოწყობილობის განთავსებას, რომლის აფეთქების შედეგადაც დაიღუპება როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ისე სამართალდამცველები. ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის. სუსის გამოძიება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ქართული წარმოშობის სამხედროების ჯგუფი, რომლებიც უკრაინაში კონფლიქტში მონაწილეობენ, და დაინტერესებული მხარის გავლენის ქვეშ მყოფი ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა წვრთნაც მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვართან ახლოს, გამოყენებული იქნებიან საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მიზნით სამოქალაქო არეულობის ორგანიზებისთვის. ვოლსკი: საქართველოს ხელისუფლებამ თავიდან უნდა აიცილოს სისხლიანი კონფლიქტი>>>უწყების ცნობით, გეგმის ერთ-ერთი ავტორია მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე. აღნიშნულია, რომ საქართველოში სამოქალაქო არეულობა უცხო ქვეყნების კოორდინაციით და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება. გეგმის განსახორციელებლად ლორთქიფანიძის დაქვემდებარებაში არიან ქართული წარმომავლობის პირები, მათ შორის, სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი, ასევე ექს-პრეზიდენტის ახლო გარემოცვის წევრი მამუკა მამულაშვილი, რომელიც უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის" მეთაურია. დესტრუქციული პროცესების დაწყების თარიღად შერჩეულია მიმდინარე წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდი, როდესაც უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. რევოლუციური სცენარისთვის ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი" (CANVAS), რომლის ბირთვსაც წარმოადგენს ორგანიზაცია „ოტპორი", განაცხადეს სუსში. მათი თქმით, სწორედ ამ ორგანიზაციებმა მიიღეს წარსულში აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და, შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებისა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით. აღნიშნული პირების მიერ განიხილება მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი, რომელთა შორისაა ე.წ. კარვების ქალაქის მოწყობა, საქართველოს ცენტრალურ გამზირებზე და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვა, სამთავრობო შენობების დაკავება-ბარიკადირება და სხვა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებები, რომლებიც შეიცავენ სერიოზული პროვოკაციის ელემენტებს. კალაძე: ხელისუფლება არ დაუშვებს მოსახლეობის „საზარბაზნე ხორცად" გამოყენებას>>>დადასტურებულად ცნობილია, რომ ორგანიზატორების მიერ განიხილება 2014 წელს უკრაინაში გამართული "ევრომაიდნის" მსგავსი სცენარის საქართველოში განხორციელება, აღნიშნულია სუსის განცხადებაში. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ე.წ. კარვების ქალაქის ტერიტორიაზე, სადაც გიორგი ლორთქიფანიძისა და მიხეილ ბატურინის ორგანიზებით აქციები გაიმართება, წინასწარ შერჩეულ კარავში განათავსებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომლის აფეთქებაც განზრახული აქვთ დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორებს. ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში. სუსში აღნიშნეს, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ქვეყანაში პროვოკაციები იგეგმება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0a/277548683_86:0:1551:1099_1920x0_80_0_0_98bf8c3f9608086395443b5369bfb998.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თავის განცხადებაში გააჟღერა ის გეგმა, რომელიც ეხება იარაღის გამოყენებას და რომელთან დაკავშირებითაც მანამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა.
18 სექტემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის მიზნით ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და არეულობის მზადების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მოგვიანებით ვაშაძემ საპროტესტო აქციების დაანონსებისას განაცხადა, რომ მოქმედი ხელისუფლების ნგრევა უკვე დაწყებულია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევაში აქტივისტები პასუხს გასცემენ. ამასთან, არ გამორიცხა იარაღის გამოყენება – "ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ".
„გიორგი ვაშაძე იარაღის გამოყენებაზე საუბრობდა, რომელსაც რამდენიმე დღის უკან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბრიფინგი მიუძღვნა. ასეთი მავნებლური სცენარის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ ისინი საკუთარ ამომრჩეველშიც კი ვერ იპოვიან ბევრ მხარდამჭერს", – განაცხადა წილოსანმა ჟურნალისტებთან.
სუსის განცხადებაში ნათქვამია, რომ არეულობის ორგანიზატორები გეგმავენ ე.წ. კარვების ქალაქის მოწყობას, ხოლო ერთ-ერთ კარავში ასაფეთქებელი მოწყობილობის განთავსებას, რომლის აფეთქების შედეგადაც დაიღუპება როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ისე სამართალდამცველები.
ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ქართული წარმოშობის სამხედროების ჯგუფი, რომლებიც უკრაინაში კონფლიქტში მონაწილეობენ, და დაინტერესებული მხარის გავლენის ქვეშ მყოფი ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა წვრთნაც მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვართან ახლოს, გამოყენებული იქნებიან საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მიზნით სამოქალაქო არეულობის ორგანიზებისთვის.
უწყების ცნობით, გეგმის ერთ-ერთი ავტორია მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე. აღნიშნულია, რომ საქართველოში სამოქალაქო არეულობა უცხო ქვეყნების კოორდინაციით და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება.
გეგმის განსახორციელებლად ლორთქიფანიძის დაქვემდებარებაში არიან ქართული წარმომავლობის პირები, მათ შორის, სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი, ასევე ექს-პრეზიდენტის ახლო გარემოცვის წევრი მამუკა მამულაშვილი, რომელიც უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის" მეთაურია.
დესტრუქციული პროცესების დაწყების თარიღად შერჩეულია მიმდინარე წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდი, როდესაც უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
რევოლუციური სცენარისთვის ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი" (CANVAS), რომლის ბირთვსაც წარმოადგენს ორგანიზაცია „ოტპორი", განაცხადეს სუსში. მათი თქმით, სწორედ ამ ორგანიზაციებმა მიიღეს წარსულში აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და, შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებისა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით.
აღნიშნული პირების მიერ განიხილება მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი, რომელთა შორისაა ე.წ. კარვების ქალაქის მოწყობა, საქართველოს ცენტრალურ გამზირებზე და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვა, სამთავრობო შენობების დაკავება-ბარიკადირება და სხვა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებები, რომლებიც შეიცავენ სერიოზული პროვოკაციის ელემენტებს.
დადასტურებულად ცნობილია, რომ ორგანიზატორების მიერ განიხილება 2014 წელს უკრაინაში გამართული "ევრომაიდნის" მსგავსი სცენარის საქართველოში განხორციელება, აღნიშნულია სუსის განცხადებაში.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ ე.წ. კარვების ქალაქის ტერიტორიაზე, სადაც გიორგი ლორთქიფანიძისა და მიხეილ ბატურინის ორგანიზებით აქციები გაიმართება, წინასწარ შერჩეულ კარავში განათავსებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომლის აფეთქებაც განზრახული აქვთ დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორებს.
ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში.
სუსში აღნიშნეს, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ქვეყანაში პროვოკაციები იგეგმება.