https://sputnik-georgia.com/20230919/--------282430708.html
კალაძე: ხელისუფლება არ დაუშვებს მოსახლეობის „საზარბაზნე ხორცად" გამოყენებას
კალაძე: ხელისუფლება არ დაუშვებს მოსახლეობის „საზარბაზნე ხორცად" გამოყენებას
Sputnik საქართველო
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ზოგიერთისთვის მიუღებელია, რადგან იგი არ ატარებს რომელიმე კონკრეტული ქვეყნის ინტერესებს... 19.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-19T18:35+0400
2023-09-19T18:35+0400
2023-10-25T14:44+0400
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
ქართული ოცნება
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/19/278016096_0:213:2048:1366_1920x0_80_0_0_ea7b711f3e2be4916320ba080c2fb037.jpg
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ზოგიერთისთვის მიუღებელია, რადგან იგი არ ატარებს რომელიმე კონკრეტული ქვეყნის ინტერესებს მოსახლეობის ინტერესების ხარჯზე, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოში 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში, იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, იგეგმება დესტაბილიზაცია და არეულობები ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის მიზნით. აღნიშნულია, რომ საქართველოში სამოქალაქო არეულობა უცხო ქვეყნების კოორდინაციით და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება.აღნიშნულ საკითხზე მეტი ინფორმაცია და კონკრეტიკა შესაბამის სამსახურს აქვს, თუმცა, კალაძის თქმით, ბევრი რამ უკვე ნათელია. მისი განმარტებით, ქვეყანაში დაძაბულობისა და არეულობის შექმნის მცდელობა ყოველთვის ხდება.უკრაინა კრიმინალების თავშესაფარი გახდა – რეაქცია გადატრიალების შესახებ სუსის განცხადებაზე>>>„არავის მივცემთ უფლებას, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა გამოიყენოს „საზარბაზნე ხორცად“. საქართველო არ იყიდება! ეს ყველამ უნდა დაიმახსოვროს, ვინც არ უნდა იყოს ეს, ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ", – განაცხადა კალაძემ.მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, დღეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან იქ, სადაც საქართველოს მოსახლეობამ გადაწყვიტა.„თუ ვინმე გაბედავს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ დესტაბილიზაციის შემოტანას, თუ ვინმე გაბედავს არეულობის და რევოლუციის მოწყობას, ამას შესაბამისი პასუხი მოჰყვება სახელმწიფოს მხრიდან“, – აღნიშნა კალაძემ.სუსის გამოძიებასაქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ქართული წარმოშობის სამხედროების ჯგუფი, რომლებიც უკრაინაში კონფლიქტში მონაწილეობენ, და დაინტერესებული მხარის გავლენის ქვეშ მყოფი ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა წვრთნაც მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვართან ახლოს, გამოყენებული იქნებიან საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მიზნით სამოქალაქო არეულობის ორგანიზებისთვის.უწყების ცნობით, გეგმის ერთ-ერთი ავტორია მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე. აღნიშნულია, რომ საქართველოში სამოქალაქო არეულობა უცხო ქვეყნების კოორდინაციით და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება. გეგმის განსახორციელებლად ლორთქიფანიძის დაქვემდებარებაში არიან ქართული წარმომავლობის პირები, მათ შორის, სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი, ასევე ექს-პრეზიდენტის ახლო გარემოცვის წევრი მამუკა მამულაშვილი, რომელიც უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაურია.„ევრომაიდანი", აფეთქება და სროლა: ვინ და როგორ გეგმავს გადატრიალების მოწყობას საქართველოში>>>დესტრუქციული პროცესების დაწყების თარიღად შერჩეულია მიმდინარე წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდი, როდესაც უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.რევოლუციური სცენარისთვის ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი" (CANVAS), რომლის ბირთვსაც წარმოადგენს ორგანიზაცია „ოტპორი", განაცხადეს სუსში. მათი თქმით, სწორედ ამ ორგანიზაციებმა მიიღეს წარსულში აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და, შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებისა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით.აღნიშნული პირების მიერ განიხილება მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი, რომელთა შორისაა ე.წ. „კარვების ქალაქის" მოწყობა, საქართველოს ცენტრალურ გამზირებზე და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვა, სამთავრობო შენობების დაკავება-ბარიკადირება და სხვა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებები, რომლებიც შეიცავენ სერიოზული პროვოკაციის ელემენტებს.დადასტურებულად ცნობილია, რომ ორგანიზატორების მიერ განიხილება 2014 წელს უკრაინაში გამართული „ევრომაიდნის“ მსგავსი სცენარის საქართველოში განხორციელება, აღნიშნულია სუსის განცხადებაში.გარდა ამისა, ცნობილია, რომ ე.წ. „კარვების ქალაქის" ტერიტორიაზე, სადაც გიორგი ლორთქიფანიძისა და მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრის მიხეილ ბატურინის ორგანიზებით აქციები გაიმართება, წინასწარ შერჩეულ კარავში განათავსებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომლის აფეთქებაც განზრახული აქვთ დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორებს.ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში.სუსში აღნიშნეს, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ქვეყანაში პროვოკაციები იგეგმება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/19/278016096_277:250:1765:1366_1920x0_80_0_0_a55c73c28fb1bbd9cc6fe601c6e72548.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ზოგიერთისთვის მიუღებელია, რადგან იგი არ ატარებს რომელიმე კონკრეტული ქვეყნის ინტერესებს მოსახლეობის ინტერესების ხარჯზე, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოში 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში, იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, იგეგმება დესტაბილიზაცია და არეულობები ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის მიზნით. აღნიშნულია, რომ საქართველოში სამოქალაქო არეულობა უცხო ქვეყნების კოორდინაციით და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება.
„ნათელია, რომ დღევანდელი ხელისუფლება ვიღაცებისთვის არ არის მისაღები, რადგანაც დღეს საქართველოს არ ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს დათმობს და გაატარებს სხვა კონკრეტული ქვეყნის ინტერესს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ხარჯზე", – განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან.
აღნიშნულ საკითხზე მეტი ინფორმაცია და კონკრეტიკა შესაბამის სამსახურს აქვს, თუმცა, კალაძის თქმით, ბევრი რამ უკვე ნათელია. მისი განმარტებით, ქვეყანაში დაძაბულობისა და არეულობის შექმნის მცდელობა ყოველთვის ხდება.
„არავის მივცემთ უფლებას, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა გამოიყენოს „საზარბაზნე ხორცად“. საქართველო არ იყიდება! ეს ყველამ უნდა დაიმახსოვროს, ვინც არ უნდა იყოს ეს, ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ", – განაცხადა კალაძემ.
მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, დღეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან იქ, სადაც საქართველოს მოსახლეობამ გადაწყვიტა.
„თუ ვინმე გაბედავს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ დესტაბილიზაციის შემოტანას, თუ ვინმე გაბედავს არეულობის და რევოლუციის მოწყობას, ამას შესაბამისი პასუხი მოჰყვება სახელმწიფოს მხრიდან“, – აღნიშნა კალაძემ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ქართული წარმოშობის სამხედროების ჯგუფი, რომლებიც უკრაინაში კონფლიქტში მონაწილეობენ, და დაინტერესებული მხარის გავლენის ქვეშ მყოფი ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა წვრთნაც მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვართან ახლოს, გამოყენებული იქნებიან საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მიზნით სამოქალაქო არეულობის ორგანიზებისთვის.
უწყების ცნობით, გეგმის ერთ-ერთი ავტორია მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე. აღნიშნულია, რომ საქართველოში სამოქალაქო არეულობა უცხო ქვეყნების კოორდინაციით და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება.
გეგმის განსახორციელებლად ლორთქიფანიძის დაქვემდებარებაში არიან ქართული წარმომავლობის პირები, მათ შორის, სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი, ასევე ექს-პრეზიდენტის ახლო გარემოცვის წევრი მამუკა მამულაშვილი, რომელიც უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაურია.
დესტრუქციული პროცესების დაწყების თარიღად შერჩეულია მიმდინარე წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდი, როდესაც უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
რევოლუციური სცენარისთვის ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი" (CANVAS), რომლის ბირთვსაც წარმოადგენს ორგანიზაცია „ოტპორი", განაცხადეს სუსში. მათი თქმით, სწორედ ამ ორგანიზაციებმა მიიღეს წარსულში აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და, შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებისა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით.
აღნიშნული პირების მიერ განიხილება მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი, რომელთა შორისაა ე.წ. „კარვების ქალაქის" მოწყობა, საქართველოს ცენტრალურ გამზირებზე და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვა, სამთავრობო შენობების დაკავება-ბარიკადირება და სხვა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებები, რომლებიც შეიცავენ სერიოზული პროვოკაციის ელემენტებს.
დადასტურებულად ცნობილია, რომ ორგანიზატორების მიერ განიხილება 2014 წელს უკრაინაში გამართული „ევრომაიდნის“ მსგავსი სცენარის საქართველოში განხორციელება, აღნიშნულია სუსის განცხადებაში.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ ე.წ. „კარვების ქალაქის" ტერიტორიაზე, სადაც გიორგი ლორთქიფანიძისა და მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრის მიხეილ ბატურინის ორგანიზებით აქციები გაიმართება, წინასწარ შერჩეულ კარავში განათავსებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომლის აფეთქებაც განზრახული აქვთ დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორებს.
ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში.
სუსში აღნიშნეს, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ქვეყანაში პროვოკაციები იგეგმება.