https://sputnik-georgia.com/20230928/xalxs-ara-revolucia-aramed-stabiluroba-swirdeba-murrulia-282738774.html
ხალხს არა რევოლუცია, არამედ სტაბილურობა სჭირდება - ექსპერტი
ხალხს არა რევოლუცია, არამედ სტაბილურობა სჭირდება - ექსპერტი
Sputnik საქართველო
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. ადამიანებს არ სჭირდებათ ომი და რევოლუცია, მათ სჭირდებათ სტაბილურობის განცდა და მშვიდობა, განაცხადა ექსპერტმა გია მურღულიამ... 28.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-28T12:13+0400
2023-09-28T12:13+0400
2023-09-28T18:42+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0a/275663144_0:67:1281:787_1920x0_80_0_0_98ad4dde95f00458937e80f6630d1379.jpg
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. ადამიანებს არ სჭირდებათ ომი და რევოლუცია, მათ სჭირდებათ სტაბილურობის განცდა და მშვიდობა, განაცხადა ექსპერტმა გია მურღულიამ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 18 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ იგეგმება დესტაბილიზაცია და არეულობები ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მიზნით. მოგვიანებით ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქართველი ხალხი მუდმივად უნდა აპროტესტებდეს არსებულ მდგომარეობას და თუ ქვეყანა ვერ მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, მათ უნდა უზრუნველყონ მთავრობის გადადგომა და ახალი არჩევნების დანიშვნა. მისი თქმით, ქართულ ოპოზიციაში არიან ძალზე ემოციური ადამიანები, რომლებიც ხანდახან სასურველს რეალობად იღებენ. „გაოცებული ვარ პირდაპირ, როგორ მეორდება წლიდან წლამდე ერთი და იგივე რიტორიკა. ლაპარაკობენ იმაზე, რომ ეს ხელისუფლება უნდა დაასრულონ, რომ ამას ადვილად მოევლება, რომ რამდენიმე თვეში ეს საკითხები გადაწყდება და ა.შ. ჩვენს ხალხს კი მობეზრდა ამდენი „ლიდერის" ყურება... არავინ გაჰყვება ადამიანს, რომელიც გარანტირებულად მარცხისთვის არის განწირული", – განაცხადა მურღულიამ. უფრო ადრე ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საპროტესტო აქციის დაანონსების დროს განაცხადა, რომ მოქმედი ხელისუფლების დანგრევა უკვე დაწყებულია. მან აღნიშნა, რომ ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევაში აქტივისტები ხელისუფლებას პასუხს გასცემენ. ამასთან, მან არ გამორიცხა იარაღის გამოყენება: „ბოლომდე ვიბრძოლებთ". „ცეცხლს ეთამაშებით! ძალიან ფრთხილად იყავით!" - კალაძემ ოპოზიცია გააფრთხილა>>სუსის განცხადებით, საქართველოში სამოქალაქო არეულობა უცხო ქვეყნების კოორდინაციით და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება. სუსის განცხადებაში ნათქვამია, რომ არეულობის ორგანიზატორები გეგმავენ ე.წ. კარვების ქალაქის მოწყობას, ხოლო ერთ-ერთ კარავში ასაფეთქებელი მოწყობილობის განთავსებას, რომლის აფეთქების შედეგადაც დაიღუპება როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ისე სამართალდამცველები. ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, აღნიშნულია სუსის განცხადებაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0a/275663144_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_fbe917c69222fdaba84b33ef2542db8d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. ადამიანებს არ სჭირდებათ ომი და რევოლუცია, მათ სჭირდებათ სტაბილურობის განცდა და მშვიდობა, განაცხადა ექსპერტმა გია მურღულიამ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 18 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ იგეგმება დესტაბილიზაცია და არეულობები ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მიზნით. მოგვიანებით ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქართველი ხალხი მუდმივად უნდა აპროტესტებდეს არსებულ მდგომარეობას და თუ ქვეყანა ვერ მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, მათ უნდა უზრუნველყონ მთავრობის გადადგომა და ახალი არჩევნების დანიშვნა.
„არსებობს ორი სიტყვა: ევოლუცია და რევოლუცია. რევოლუციებს რაც მოაქვს, ეს ძალიან კარგად ვიცით და არავის ეოცნებება ეს ამბავი, სიმართლე რომ გითხრათ. ჩვენი რეალური ოცნება უნდა იყოს ევოლუციური, ანუ საზოგადოების ბუნებრივი განვითარება", – განაცხადა მურღულიამ.
მისი თქმით, ქართულ ოპოზიციაში არიან ძალზე ემოციური ადამიანები, რომლებიც ხანდახან სასურველს რეალობად იღებენ.
„გაოცებული ვარ პირდაპირ, როგორ მეორდება წლიდან წლამდე ერთი და იგივე რიტორიკა. ლაპარაკობენ იმაზე, რომ ეს ხელისუფლება უნდა დაასრულონ, რომ ამას ადვილად მოევლება, რომ რამდენიმე თვეში ეს საკითხები გადაწყდება და ა.შ. ჩვენს ხალხს კი მობეზრდა ამდენი „ლიდერის" ყურება... არავინ გაჰყვება ადამიანს, რომელიც გარანტირებულად მარცხისთვის არის განწირული", – განაცხადა მურღულიამ.
უფრო ადრე ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საპროტესტო აქციის დაანონსების დროს განაცხადა, რომ მოქმედი ხელისუფლების დანგრევა უკვე დაწყებულია. მან აღნიშნა, რომ ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევაში აქტივისტები ხელისუფლებას პასუხს გასცემენ. ამასთან, მან არ გამორიცხა იარაღის გამოყენება: „ბოლომდე ვიბრძოლებთ".
სუსის განცხადებით, საქართველოში სამოქალაქო არეულობა უცხო ქვეყნების კოორდინაციით და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება.
სუსის განცხადებაში ნათქვამია, რომ არეულობის ორგანიზატორები გეგმავენ ე.წ. კარვების ქალაქის მოწყობას, ხოლო ერთ-ერთ კარავში ასაფეთქებელი მოწყობილობის განთავსებას, რომლის აფეთქების შედეგადაც დაიღუპება როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ისე სამართალდამცველები.
ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, აღნიშნულია სუსის განცხადებაში.