USAID-ს მოწვევით ჩამოსული სერბეთის მოქალაქეები საქართველოში რევოლუციას გეგმავდნენ

© photo: Sputnik / Stringerსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2023
გამოწერა
სერბეთის მოქალაქეების ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება „სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის“ საკითხებში, მაგრამ გამოძიებით დადგინდა, რომ მათი ქვეყანაში ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო, აცხადებს სუსი.
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. სერბეთის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში USAID-ს მოწვევით ჩამოვიდნენ, რევოლუციას გეგმავდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუსი) ავრცელებს.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მოწვევით სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი საქართველოში 25 სექტემბერს ჩამოვიდნენ.

სუსის ინფორმაციით, ორგანიზაცია „კანვასის“ სერბმა წარმომადგენლებმა 2023 წლის 26-29 სექტემბერის პერიოდში თბილისში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების წარმომადგენლები, კერძოდ, ერთ-ერთი დიდი ჯგუფი გადაამზადეს, რომლებმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 18 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ იგეგმება დესტაბილიზაცია და არეულობები ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მიზნით. სუსის მონაცემებით, საქართველოში არეულობები დაიგეგმა 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში, იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. აღნიშნულია, რომ საქართველოში სამოქალაქო არეულობა უცხო ქვეყნების კოორდინაციით და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება.
ყველა სამაგალითოდ დაისჯება - პრემიერი სახელმწიფო გადატრიალების მზადების შესახებ
სუსის ცნობით, სერბეთის მოქალაქეებმა ჯგუფს ჩაუტარეს სწავლება, თუ როგორ უნდა იმოქმედონ სამიზნე ჯგუფების, კერძოდ, ხელისუფლების, მართლმადიდებლური ეკლესიის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა უწყებების წინააღმდეგ.
ასევე როგორ უნდა მოაწყონ გზებზე პიკეტები და შექმნან ხელოვნური „საცობები“, ადმინისტრაციული შენობების წინ მოაწყონ კარვები, როგორ უნდა შეიტანონ მღელვარება ძალოვან სტრუქტურებში, როგორი ძალადობრივი პასუხი უნდა გასცენ მათ კანონიერ მოთხოვნებზე. აგრეთვე მსმენელები შეამზადეს მოსალოდნელი დაკავებების პროცესისთვის და ამ დროს წინააღმდეგობის გაწევის ხერხებზე.

ასევე ტრენინგი ეხებოდა აქციის მონაწილეთა დაფინანსების საკითხებს, როგორ უნდა შეიჭრან პარლამენტის შენობაში, გათიშონ მაუწყებლობის სადგურები და ხელში აიღონ ძალაუფლება. სერბეთის მოქალაქეებმა ტრენინგების დროს შედარებითი ანალიზისთვის მოიყვანეს სერბეთში განვითარებული რევოლუციური პროცესების არაერთი დრამატული მაგალითი.

სუსის ინფორმაციით, სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან. სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან. ისინი აქტიურად ახორციელებდნენ საპროტესტო მუხტის წარმოქმნის მეთოდიკის და ძალადობრივი აქციების ჩატარების ტაქტიკის სწავლებას.
„ცეცხლს ეთამაშებით! ძალიან ფრთხილად იყავით!" - კალაძემ ოპოზიცია გააფრთხილა>>
ისინი არიან ორგანიზაცია „კანვასის“ მმართველი რგოლი, აგრეთვე - სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი, არიან ორგანიზაცია „ოტპორის“ ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაცია „კმარას“ ანალოგს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებმა სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი 2023 წლის 29 სექტემბერს ადვოკატების და თარჯიმნების თანდასწრებით გამოკითხეს.
„ისინი შეეცადნენ შეენიღბათ მათი საქართველოში ყოფნის რეალური მიზეზი, მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით. აღსანიშნავია, რომ მათი ჩვენებები ეწინააღმდეგება გამოძიებით მოპოვებულ მტკიცებულებებს და აგრეთვე, რიგ დეტალებში, არის ურთიერთგამომრიცხავიც", - ნათქვამია სუსის განცხადებაში.
სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი 30 სექტემბერს გაემგზავრნენ საქართველოდან ბელგრადის მიმართულებით.
სუსმა სინისა სიკმანის, იელენა სტოისიჩის და სლობოდან ჯინოვიჩის მიმართ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი წარმოადგინა, რომლის განსაიდუმლოება მოხდა პროკურორის მიერ, საქმეზე მზარდი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.
იგეგმებოდა სისხლიანი სამოქალაქო დაპირისპირება - ვოლსკი ოპოზიციის გეგმებზე>>
უწყების ინფორმაციით, USAID-ის მიერ დაფინანსებული კონფერენცია 26-29 სექტემბერს ორგანიზებული იყო „CANVAS-საქართველოსა" და East-West Management Institute-ის მიერ. ოთხდღიან ტრენინგში მონაწილეობდნენ ამ ორგანიზაციების წარმომადგენლები და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები.
ყველა ახალი ამბავი
0