https://sputnik-georgia.com/20231104/saqartvelo-aziis-ganvitarebis-bankis-yovelwliuri-sexvedris-casatareblad-emzadeba-283975841.html
საქართველო აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ჩატარებისთვის ემზადება
საქართველო აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ჩატარებისთვის ემზადება
Sputnik საქართველო
57–ე ყოველწლიურ ფორუმშიმონაწილეობას მიიღებს 4 ათასამდე მონაწილედა მაღალი რანგის სტუმარი, მათ შორის, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი. 04.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-04T11:37+0400
2023-11-04T11:37+0400
2023-11-04T11:37+0400
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/10/283319009_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_769e4e62709005f685f40d89929ab4db.jpg
თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეკრება საქართველოში 2–5 მაისს გაიმართება, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.საორგანიზაციო საკითხები მთავრობის აპარატში თათბირზე განიხილეს, რომელსაც საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა.პრემიერმა სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებს კონკრეტული დავალებები მისცა, რათა წლიური შეხვედრა მაღალ დონეზე ჩატარდეს.აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიური შეხვედრა საქართველოში პირველად ჩატარდება.საქართველოში ADB-სთან აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების იმედი აქვთ>>ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 4000-ამდე მონაწილე და მაღალი რანგის სტუმარი, მათ შორის, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები, ბანკის აღმასრულებელი დირექტორები, 68 წევრი ქვეყნის დელეგაცია, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთა წარმომადგენლები, კერძო სექტორი, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოება, საერთაშორისო და ადგილობრივი მედია.აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 2007 წლიდან ეხმარება და ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია. ბანკის მიერ საქართველოსთვის გაცემული სესხების მოცულობა 3,9 მლრდ დოლარს შეადგენს.ხუციშვილი ADB-ს ყოველწლიურ შეხვედრაზე საქართველოში 2024 წელს>>საქართველოში ADB-ს განვითარების პრიორიტეტებია მრავალმხრივი და სტაბილური ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირებისა და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/10/283319009_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_fd1152ab7cfe4782c874f25ff3493d0e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , ირაკლი ღარიბაშვილი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , ირაკლი ღარიბაშვილი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველო აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ჩატარებისთვის ემზადება
57–ე ყოველწლიურ ფორუმშიმონაწილეობას მიიღებს 4 ათასამდე მონაწილედა მაღალი რანგის სტუმარი, მათ შორის, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი.
თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეკრება საქართველოში 2–5 მაისს გაიმართება, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
საორგანიზაციო საკითხები მთავრობის აპარატში თათბირზე განიხილეს, რომელსაც საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა.
პრემიერმა სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებს კონკრეტული დავალებები მისცა, რათა წლიური შეხვედრა მაღალ დონეზე ჩატარდეს.
აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიური შეხვედრა საქართველოში პირველად ჩატარდება.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 4000-ამდე მონაწილე და მაღალი რანგის სტუმარი, მათ შორის, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები, ბანკის აღმასრულებელი დირექტორები, 68 წევრი ქვეყნის დელეგაცია, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთა წარმომადგენლები, კერძო სექტორი, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოება, საერთაშორისო და ადგილობრივი მედია.
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 2007 წლიდან ეხმარება და ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია. ბანკის მიერ საქართველოსთვის გაცემული სესხების მოცულობა 3,9 მლრდ დოლარს შეადგენს.
საქართველოში ADB-ს განვითარების პრიორიტეტებია მრავალმხრივი და სტაბილური ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირებისა და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.