ხუციშვილი ADB-ს ყოველწლიურ შეხვედრაზე საქართველოში 2024 წელს

© Ministry of Finance of GeorgiaADB - აზიის განვითარების ბანკი
ADB - აზიის განვითარების ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2023
გამოწერა
ADB შავი ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელის გაყვანის პროექტში გარკვეული მონაწილეობით აქტიურად არის დაინტერესებული.
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიური შეხვედრა, რომელიც საქართველოში 2024 წლის მაისში პირველად ჩატარდება, ყველაზე დიდი ღონისძიება იქნება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეხვედრებს შორის, რაც საქართველოში აქამდე ჩატარებულა, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დამთავრების შემდეგ ბრიფინგზე.
ADB-ს 57-ე ყოველწლიური შეხვედრა თბილისში 2024 წლის 2-5 მაისს გაიმართება. ფორუმის ჩატარება საქართველოში 2021 წელს იგეგმებოდა, თუმცა ღონისძიება კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.
ხუციშვილის ინფორმაციით, ADB-ს ყოველწლიურ შეხვედრაზე 2023 წელს საქართველო ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

„აზიის განვითარების ბანკთან გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც გრძელდება. ჩვენ ყველა დონეზე მივიღეთ ამ პროექტების მხარდაჭერის გარანტიები, გარდა ამისა, მივიღეთ შემდგომი განვითარების მიმართულებით სხვა პროექტებთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიური მოლოდინები და შეფასებები", – განაცხადა მინისტრმა.

ხუციშვილის თქმით, ADB აქტიურად არის დაინტერესებული შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტში გარკვეული მონაწილეობით.
აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებმა 2022 წლის 17 დეკემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას „მწვანე ენერგეტიკისა და ტრანსპორტის განვითარების სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ", რომელიც ითვალისწინებს ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანას შავი ზღვის ფსკერზე.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.
ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს უხელმძღვანელებს>>
შეთანხმების ფარგლებში ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთთან უნდა დააკავშიროს. ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. კაბელი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვას.
აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოს 2007 წლიდან ეხმარება და ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია. ბანკის მიერ საქართველოსთვის დღემდე გაცემული სესხების მოცულობა 3,9 მლრდ დოლარია.
ალიევი: ენერგორესურსების ტრანზიტის მიმართულებით საქართველო და ბაქო აქტიურად თანამშრომლობენ>>
საქართველოში ADB-ს განვითარების პრიორიტეტებია ინკლუზიური და სტაბილური ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირებისა და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.
ADB-ს მიზანია ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ და სტაბილურ განვითარებას. ამავდროულად ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.
ყველა ახალი ამბავი
0