https://sputnik-georgia.com/20230504/lasa-xucisvili-aziis-ganvitarebis-bankis-mmartvelta-sabwos-uxelmzrvanelebs-277359399.html
ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს უხელმძღვანელებს
ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს უხელმძღვანელებს
Sputnik საქართველო
საქართველომ 2024 წლის ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი კორეის რესპუბლიკისგან ოფიციალურად გადაიბარა. 04.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-04T23:51+0400
2023-05-04T23:51+0400
2023-05-05T00:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/05/251652152_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_4e3786cc196b15d7587cb26b2fb570cd.jpg
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს უხელმძღვანელებს, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.ხუთშაბათს საქართველომ 2024 წლის ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი კორეის რესპუბლიკისგან ოფიციალურად გადაიბარა.5 მაისს გაიმართება ოფიციალური და კულტურული ღონისძიება, სადაც საქართველო წარდგება, როგორც აზიის განვითარების ბანკის რიგით 57-ე ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყანა.რა ელოდება საქართველოს ეკონომიკას - აზიის განვითარების ბანკის პროგნოზი >>ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოს 2007 წლიდან ეხმარება და ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია. ბანკის მიერ საქართველოსთვის გაცემული სესხების მოცულობა 3,9 მლრდ დოლარია. საქართველოში ADB-ს განვითარების პრიორიტეტებია ინკლუზიური და სტაბილური ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირებისა და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.აზიის ბანკი საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციას აბანდებს >>ADB-ს მიზანია ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ და სტაბილურ განვითარებას. ამავდროულად ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.საქართველოს, როგორც მომავალი წლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის, პოპულარიზაციის მიზნით, მოეწყო სპეციალური სტენდი, რომელსაც ამ დღეების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის ბევრი დელეგატი ესტუმრა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/05/251652152_228:0:2048:1365_1920x0_80_0_0_a3d5424769fab6a8710954c90d7e666c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს უხელმძღვანელებს
23:51 04.05.2023 (განახლებულია: 00:51 05.05.2023) საქართველომ 2024 წლის ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი კორეის რესპუბლიკისგან ოფიციალურად გადაიბარა.
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს უხელმძღვანელებს, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ხუთშაბათს საქართველომ 2024 წლის ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი კორეის რესპუბლიკისგან ოფიციალურად გადაიბარა.
5 მაისს გაიმართება ოფიციალური და კულტურული ღონისძიება, სადაც საქართველო წარდგება, როგორც აზიის განვითარების ბანკის რიგით 57-ე ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყანა.
ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოს 2007 წლიდან ეხმარება და ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია. ბანკის მიერ საქართველოსთვის გაცემული სესხების მოცულობა 3,9 მლრდ დოლარია. საქართველოში ADB-ს განვითარების პრიორიტეტებია ინკლუზიური და სტაბილური ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირებისა და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.
ADB-ს მიზანია ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ და სტაბილურ განვითარებას. ამავდროულად ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.
საქართველოს, როგორც მომავალი წლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის, პოპულარიზაციის მიზნით, მოეწყო სპეციალური სტენდი, რომელსაც ამ დღეების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის ბევრი დელეგატი ესტუმრა.