https://sputnik-georgia.com/20230718/-adb-------279690251.html
საქართველოში ADB-სთან აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების იმედი აქვთ
საქართველოში ADB-სთან აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების იმედი აქვთ
Sputnik საქართველო
ბანკის მიერ საქართველოსთვის დღემდე გაცემული სესხების მოცულობა 4 მლრდ დოლარამდეა. 18.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-18T18:18+0400
2023-07-18T18:18+0400
2023-07-18T21:26+0400
ახალი ამბები
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24030/82/240308209_0:52:1000:615_1920x0_80_0_0_967ca1c5e06033b253466a408c5bfd55.jpg
თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალ რეგიონულ დირექტორს საქართველოში ლესლი ლამს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ბანკთან თანამშრომლობა კვლავაც აქტიურად გაგრძელდება, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.ხუციშვილის და ლესლი ლამის შეხვედრას ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და მირზა გელაშვილი დაესწრნენ. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხები და ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები განიხილეს.ხაზი გაესვა 2024 წლის მაისში აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობას.ხუციშვილი ADB-ს ყოველწლიურ შეხვედრაზე საქართველოში 2024 წელს >>>მანამდე მინისტრმა განაცხადა, რომ აღნიშნული შეხვედრა ყველაზე დიდი ღონისძიება იქნება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეხვედრებს შორის, რაც საქართველოში აქამდე ჩატარებულა.ADB-ს 57-ე ყოველწლიური შეხვედრა თბილისში 2024 წლის 2-5 მაისს გაიმართება. ფორუმის ჩატარება საქართველოში 2021 წელს იგეგმებოდა, თუმცა ღონისძიება კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.ADB-ს ყოველწლიურ შეხვედრაზე 2023 წელს საქართველო ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს უხელმძღვანელებს>> აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოს 2007 წლიდან ეხმარება და ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია. ბანკის მიერ საქართველოსთვის დღემდე გაცემული სესხების მოცულობა 4 მლრდ დოლარამდეა.საქართველოში ADB-ს განვითარების პრიორიტეტებია ინკლუზიური და სტაბილური ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირებისა და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.ADB-ს მიზანია ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ და სტაბილურ განვითარებას. ამავდროულად ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24030/82/240308209_56:0:944:666_1920x0_80_0_0_b65b8e5cb85c52a16d6b16d092149c09.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
საქართველოში ADB-სთან აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების იმედი აქვთ
18:18 18.07.2023 (განახლებულია: 21:26 18.07.2023) ბანკის მიერ საქართველოსთვის დღემდე გაცემული სესხების მოცულობა 4 მლრდ დოლარამდეა.
თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალ რეგიონულ დირექტორს საქართველოში ლესლი ლამს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ბანკთან თანამშრომლობა კვლავაც აქტიურად გაგრძელდება, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
ხუციშვილის და ლესლი ლამის შეხვედრას ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და მირზა გელაშვილი დაესწრნენ. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხები და ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები განიხილეს.
ხაზი გაესვა 2024 წლის მაისში აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობას.
მანამდე მინისტრმა განაცხადა, რომ აღნიშნული შეხვედრა ყველაზე დიდი ღონისძიება იქნება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეხვედრებს შორის, რაც საქართველოში აქამდე ჩატარებულა.
ADB-ს 57-ე ყოველწლიური შეხვედრა თბილისში 2024 წლის 2-5 მაისს გაიმართება. ფორუმის ჩატარება საქართველოში 2021 წელს იგეგმებოდა, თუმცა ღონისძიება კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.
ADB-ს ყოველწლიურ შეხვედრაზე 2023 წელს საქართველო ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.
აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოს 2007 წლიდან ეხმარება და ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია. ბანკის მიერ საქართველოსთვის დღემდე გაცემული სესხების მოცულობა 4 მლრდ დოლარამდეა.
საქართველოში ADB-ს განვითარების პრიორიტეტებია ინკლუზიური და სტაბილური ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირებისა და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.
ADB-ს მიზანია ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ და სტაბილურ განვითარებას. ამავდროულად ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.