https://sputnik-georgia.com/20231101/ra-icvleba-sesxis-agebis-cesshi-283840345.html
რა იცვლება სესხის აღების წესებში?
რა იცვლება სესხის აღების წესებში?
Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, იპოთეკური და სამომხმარებლო სესხების გაცემის წესებში ცვლილება შედის.. შევძლებთ თუ არა სესხის უცხოურ ვალუტაში აღებას და რა ვადით... 01.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-01T15:45+0400
2023-11-01T15:45+0400
2023-11-09T13:46+0400
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ანალიტიკა
მიმოხილვები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/19/282609599_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_77a16c8553e431431174ac45550a9315.jpg
წინამდებარე სტატიას უჩვეულოდ, პირდაპირ მოწოდებით დავიწყებ, − სანამ დროა, მოასწარით!.. რას გულისხმობ? − დაინტერესდება მკითხველი. კი იცით, რომ შეკითხვებზე პასუხის გაცემა არ მიჭირს. ჰოდა, გამონაკლისი არც ეს შემთხვევაა. ასე რომ, მოგახსენებთ, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, მომავალი წლის პირველივე დღიდან, იპოთეკური დაკრედიტების წესი შეიცვლება... ანუ? − ჩამეძიება მკითხველი და მომიწევს, განვმარტო...საბანკო სექტორს იპოთეკური სესხის უცხოურ ვალუტაში გაცემა, სხვა საკრედიტო რეგულაციების სავალდებულო გათვალისწინების გარდა, შეუძლია იმ შემთხვევაში, თუკი კრედიტის მოცულობა ორასი ათასი ლარის ეკვივალენტზე მეტია. ეს რეგულაცია ყველა მომხმარებლისთვის სავალდებულოა, იმის მიუხედავად, რა ვალუტაში აქვს შემოსავალი.მომავალი წლიდან ორასი ათასი ლარის ეკვივალენტის ნიშნული სამასი ათასამდე გაიზრდება. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა განმარტავს, ყველა ის მსესხებელი, რომელსაც შემოსავალი ლარში აქვს, უცხოურ ვალუტაში სესხს ვერ აიღებს თუ მოთხოვნილი თანხის მოცულობა სამასი ათასი ლარის ეკვივალენტზე ნაკლები იქნება. ამავე დროს, ვისაც უცხოურ ვალუტაში აქვს შემოსავალი, ნებისმიერი ოდენობის სესხს მიიღებს იმ ვალუტაში, რა ვალუტაშიც შემოსავალი აქვს.მოგახსენებთ, რომ ჩვენი კომერციული საბანკო სექტორის მიერ უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი ლარში გაცემული კრედიტების საპროცენტო ნიშნულზე გაცილებით ნაკლებია. უფრო ზუსტად, დღეის მდგომარეობით, კომერციული ბანკები იპოთეკურ სესხებს ევროში 6-9 პროცენტის, ამერიკულ დოლარში 8-10 პროცენტის, ხოლო ლარში 13 პროცენტის ფარგლებში გასცემენ. ამ მონაცემების შედარება საფუძველს გვაძლევს, მარტივად დავასკვნათ, ყველა იმ მსესხებელს, რომელიც იძულებული იქნება, იპოთეკური კრედიტი კრედიტი ეროვნულ ვალუტაში აიღოს, მეტი პროცენტის გადახდა მოუწევს, რაც საბოლოო ჯამში შეძენილ უძრავ ქონებას გაუძვირებს... ეგებ, არა შესაძენად, არამედ უძრავი ქონების სარემონტოდ აიღო სესხი? − შესაძლოა, მიმანიშნოს მკითხველმა. მარტივად მივუგებ, − ასეთ შემთხვევაში, რემონტს გაუძვირებს ანუ მაღალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკური კრედიტის საგანს აძვირებს მიუხედავად იმისა რა არის ეს საგანი...ამავე დროს, ერთია ჩვენი მარტივი დასკვნა და მეორეა, ეროვნული ბანკის პოზიცია.უწყებაში განმარტავენ, რომ უცხოურ ვალუტაში გაცემულ, უმეტესად ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმულ სესხებს საპროცენტო და გაცვლითი კურსის რისკები ახასიათებს. „ეროვნული ბანკისთვის ცვლილებების შემოღებისას მთავარი ამოსავალი წერტილი იყო ჰეჯირება − მსესხებლის დაცვა სავალუტო რისკებისგან. ეს ნიშნავს, რომ დებიტორს საკრედიტო ვალდებულების მომსახურება იმ ვალუტაში უნდა უწევდეს, რა ვალუტაშიც შემოსავალი აქვს, არ უნდა უწევდეს შემოსავლის ნაწილის კონვერტაცია სხვა ვალუტაში, რათა ბანკში შეიტანოს“, − აცხადებს ნათია თურნავა.კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, იმ პირებზე, რომელთა ჯამური დავალიანება სამასი ათას ლარამდე იქნება, უცხოურ ვალუტაში ახალი სესხი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ მათ უცხოურ ვალუტაში ექნებათ შემოსავალი. „ეს არის ლოგიკური ნაბიჯი, რაც აგრძელებს დედოლარიზაციის პოლიტიკას...“, − განმარტავს ნათია თურნავა. მისივე თქმით, ეროვნული ბანკი აქტიურად განაგრძობს მუშაობას ფინანსური დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შესამცირებლად...მოგახსენებთ, იპოთეკურ სესხებზე არსებული ორასი ათასი ლარის ეკვივალენტის ნიშნული „სამოქალაქო კოდექსით“ არის განსაზღვრული. შესაბამისად, ახალი რეგულაცია საკანონმდებლო ცვლილებას საჭიროებს.საინტერესოა, რა შეფასებები მოჰყვა ეროვნულ ბანკში მიღებულ გადაწყვეტილებას.საბანკო სფეროს სპეციალისტებისა და ანალიტიკოსების უმრავლესობის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ლოგიკურია, თუმცა არა სასიხარულო. ამ შეფასებას საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი, ალექსანდრე ძნელაძეც იზიარებს.„ჯერ კიდევ ორი წლის წინათ ვსაუბრობდით, ადამიანებს, ვისაც შემოსავალი აქვთ დოლარში უნდა ჰქონოდათ შესაძლებლობა სესხი აეღოთ ამ ვალუტაში და არ ეტვირთათ ლარის კურსის სხვაობიდან გამომდინარე რისკები. აღნიშნული მიმართულებით სესხის ლიმიტის სამასი ათას ლარამდე ზრდას, ვერ გეტყვით რომ სიხარულით ვხვდებით, მაგრამ ბოლო წლებში ინფლაციის მაჩვენებლისა და ფასების ზრდის გათვალისწინებით, ვამბობ, ეს გადაწყვეტილება ლოგიკურია...“− აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე. მისივე შეფასებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას შესაძლოა, უმნიშვნელოდ უარყოფითი გავლენა ჰქონდეს მცირე და საშუალო ბიზნესზე, მსხვილი ბიზნესისთვის კი, მკვეთრად არაფერს შეცვლის.საკრედიტო რეგულაციებში მხოლოდ ეს ერთი ცვლილება როდია. შეგახსენებთ, რომ გასული წლის აგვისტოში ეროვნულმა ბანკმა სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადა სამიდან ოთხ წლამდე შეამცირა.მიზეზი ამ ტიპის დაკრედიტების მკვეთრი ზრდა და საფინანსო ბაზარზე ჭარბი ლარის მიმოქცევა იყო, რაც ინფლაციურ პროცესზე დამატებით ნეგატიურ გავლენას ახდენდა. მაშინ ითქვა, რომ ეს რეგულაცია ძალაში ერთი წლის ვადით იქნებოდა. განსაზღვრული პერიოდი ამოიწურა. ეროვნულ ბანკში საკითხის განხილვას დაუბრუნდნენ და ბევრი იმსჯელეს თუ ცოტა, არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის მაქსიმალური ვადის სამიდან ოთხ წლამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს.ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის ეს ვერდიქტი მედიას უწყების პირველმა პირმა, ნატია თურნავამ აუწყა.ეროვნული ბანკი ამ ნაბიჯს საკრედიტო აქტივობის დინამიკითა და გაცხადებული პოლიტიკით ხსნის და მიუთითებს, რომ ცვლილება იმის გათვალისწინებით მიიღო, რომ არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების 2022 წელს დაფიქსირებული მაღალი ზრდის მაჩვენებელი შემცირებულია, ხოლო აქტივობა მდგრად დონეზე ნარჩუნდება. სამომხმარებლო სესხების ვადასთან დაკავშირებული ცვლილება მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან შედის ძალაში. ეროვნულ ბანკშიაცხადებენ, რომ ეს უწყებამომავალშიც დააკვირდება სამომხმარებლო დაკრედიტების ტენდენციას, რადგან ჯანსაღი საკრედიტო სტანდარტები ამ სეგმენტში შინამეურნეობების ვალის სტაბილურობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა...საბანკო სფეროს სპეციალისტებისა და ანალიტიკოსების თქმით, საბანკო სექტორი ამ გადაწყვეტილებას ელოდა. მათივე შეფასებით, სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის ერთი წლით გაზრდა, ამ ტიპის სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთების გამო, მოთხოვნას მკვეთრად არ გაზრდის.საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის შეფასებითაც, გასული წლის ბოლოდან მოყოლებული საკრედიტო პორტფელის ზრდის შეფერხების ძირითადი ფაქტორი მაღალი საპროცენტო განაკვეთებია.„ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება სამომხმარებლო კრედიტებისმაქსიმალური ვადის სამიდან ოთხ წლამდე შემცირების შესახებ ერთწლიანი იყო. ამ გადაწყვეტილებას მომენტალური ეფექტი ჰქონდა, მოკლე ვადით. წლის დასაწყისშივე გვქონდა მოლოდინი, რომ ვადა გაიზრდებოდა. ეროვნულ ბანკში შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ოთხწლამდე ამ ვადის ზრდა სამომხმარებლო სესხებზე მოთხოვნას მნიშვნელოვნად არ გაზრდის. პირველ რიგში,იმიტომრომ მუშაობს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების წესი, რომელიც 2018 წლიდან გვაქვს, მუშაობს სხვა მექანიზმებიცდა მათ შორის,ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რომ დღეს საპროცენტო განაკვეთები მაღალია, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი საკრედიტო პორტფელის მკვეთრად ზრდის ნაწილში, ამიტომ საკრედიტო ტევადობა მკვეთრად არ გაეზრდება იმ ადამიანებს, რომლებიც სესხს სამი ან ოთხი წლის ვადითსესხს აიღებენ...“− აცხადებს, საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ძნელაძე.რა გავლენა ექნება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებებს საკრედიტო პორტფელის დინამიკაზე დრო გვიჩვენებს. ერთი ფაქტია, მსესხებლებისთვის ყველაზე პრობლემური კრედიტებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთებია და ვეჭვობ, ამ გადაწყვეტილებებმა დებიტორებს საკრედიტო ტვირთი ოდნავ მაინც შეუმსუბუქოს.დღეისათვის სულ ეს იყო.საფინანსო-ეკონომიკური სიახლეებით, უფრო ზუსტად კი ოქტომბრის თვის ინფლაციური პროცესების მიმოხილვით ნოემბრის პირველ დღეებში დაგიბრუნდებით.სამსონ ხონელი
https://sputnik-georgia.com/20231018/saqartvelosi-samomxmareblo-sesxebis-vada-gaizarda-283403636.html
https://sputnik-georgia.com/20231012/ras-gvpirdeba-erovnuli-valuta-283217108.html
https://sputnik-georgia.com/20231006/rogori-iqneba-parlamentis-reitingi-283037629.html
https://sputnik-georgia.com/20230920/monetaruli-politikis-sherbileba-282457523.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/19/282609599_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_2e36bcc86a57fa019cf30e51efe513a5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ანალიტიკა, მიმოხილვები
ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ანალიტიკა, მიმოხილვები
რა იცვლება სესხის აღების წესებში?
15:45 01.11.2023 (განახლებულია: 13:46 09.11.2023) ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, იპოთეკური და სამომხმარებლო სესხების გაცემის წესებში ცვლილება შედის.. შევძლებთ თუ არა სესხის უცხოურ ვალუტაში აღებას და რა ვადით გაიცემა სესხები, როდიდან ამოქმედდება ახალი ნორმები და რა გავლენა ექნება ცვლილებებს საკრედიტო პორტფელზე?
წინამდებარე სტატიას უჩვეულოდ, პირდაპირ მოწოდებით დავიწყებ, − სანამ დროა, მოასწარით!.. რას გულისხმობ? − დაინტერესდება მკითხველი. კი იცით, რომ შეკითხვებზე პასუხის გაცემა არ მიჭირს. ჰოდა, გამონაკლისი არც ეს შემთხვევაა. ასე რომ, მოგახსენებთ, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, მომავალი წლის პირველივე დღიდან, იპოთეკური დაკრედიტების წესი შეიცვლება... ანუ? − ჩამეძიება მკითხველი და მომიწევს, განვმარტო...
საბანკო სექტორს იპოთეკური სესხის უცხოურ ვალუტაში გაცემა, სხვა საკრედიტო რეგულაციების სავალდებულო გათვალისწინების გარდა, შეუძლია იმ შემთხვევაში, თუკი კრედიტის მოცულობა ორასი ათასი ლარის ეკვივალენტზე მეტია. ეს რეგულაცია ყველა მომხმარებლისთვის სავალდებულოა, იმის მიუხედავად, რა ვალუტაში აქვს შემოსავალი.
მომავალი წლიდან ორასი ათასი ლარის ეკვივალენტის ნიშნული სამასი ათასამდე გაიზრდება. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა განმარტავს, ყველა ის მსესხებელი, რომელსაც შემოსავალი ლარში აქვს, უცხოურ ვალუტაში სესხს ვერ აიღებს თუ მოთხოვნილი თანხის მოცულობა სამასი ათასი ლარის ეკვივალენტზე ნაკლები იქნება. ამავე დროს, ვისაც უცხოურ ვალუტაში აქვს შემოსავალი, ნებისმიერი ოდენობის სესხს მიიღებს იმ ვალუტაში, რა ვალუტაშიც შემოსავალი აქვს.
მოგახსენებთ, რომ ჩვენი კომერციული საბანკო სექტორის მიერ უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი ლარში გაცემული კრედიტების საპროცენტო ნიშნულზე გაცილებით ნაკლებია. უფრო ზუსტად, დღეის მდგომარეობით, კომერციული ბანკები იპოთეკურ სესხებს ევროში 6-9 პროცენტის, ამერიკულ დოლარში 8-10 პროცენტის, ხოლო ლარში 13 პროცენტის ფარგლებში გასცემენ. ამ მონაცემების შედარება საფუძველს გვაძლევს, მარტივად დავასკვნათ, ყველა იმ მსესხებელს, რომელიც იძულებული იქნება, იპოთეკური კრედიტი კრედიტი ეროვნულ ვალუტაში აიღოს, მეტი პროცენტის გადახდა მოუწევს, რაც საბოლოო ჯამში შეძენილ უძრავ ქონებას გაუძვირებს... ეგებ, არა შესაძენად, არამედ უძრავი ქონების სარემონტოდ აიღო სესხი? − შესაძლოა, მიმანიშნოს მკითხველმა. მარტივად მივუგებ, − ასეთ შემთხვევაში, რემონტს გაუძვირებს ანუ მაღალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკური კრედიტის საგანს აძვირებს მიუხედავად იმისა რა არის ეს საგანი...
ამავე დროს, ერთია ჩვენი მარტივი დასკვნა და მეორეა, ეროვნული ბანკის პოზიცია.
უწყებაში განმარტავენ, რომ უცხოურ ვალუტაში გაცემულ, უმეტესად ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმულ სესხებს საპროცენტო და გაცვლითი კურსის რისკები ახასიათებს. „ეროვნული ბანკისთვის ცვლილებების შემოღებისას მთავარი ამოსავალი წერტილი იყო ჰეჯირება − მსესხებლის დაცვა სავალუტო რისკებისგან. ეს ნიშნავს, რომ დებიტორს საკრედიტო ვალდებულების მომსახურება იმ ვალუტაში უნდა უწევდეს, რა ვალუტაშიც შემოსავალი აქვს, არ უნდა უწევდეს შემოსავლის ნაწილის კონვერტაცია სხვა ვალუტაში, რათა ბანკში შეიტანოს“, − აცხადებს ნათია თურნავა.
კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, იმ პირებზე, რომელთა ჯამური დავალიანება სამასი ათას ლარამდე იქნება, უცხოურ ვალუტაში ახალი სესხი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ მათ უცხოურ ვალუტაში ექნებათ შემოსავალი. „ეს არის ლოგიკური ნაბიჯი, რაც აგრძელებს დედოლარიზაციის პოლიტიკას...“, − განმარტავს ნათია თურნავა. მისივე თქმით, ეროვნული ბანკი აქტიურად განაგრძობს მუშაობას ფინანსური დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შესამცირებლად...
მოგახსენებთ, იპოთეკურ სესხებზე არსებული ორასი ათასი ლარის ეკვივალენტის ნიშნული „სამოქალაქო კოდექსით“ არის განსაზღვრული. შესაბამისად, ახალი რეგულაცია საკანონმდებლო ცვლილებას საჭიროებს.
საინტერესოა, რა შეფასებები მოჰყვა ეროვნულ ბანკში მიღებულ გადაწყვეტილებას.
საბანკო სფეროს სპეციალისტებისა და ანალიტიკოსების უმრავლესობის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ლოგიკურია, თუმცა არა სასიხარულო. ამ შეფასებას საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი, ალექსანდრე ძნელაძეც იზიარებს.
„ჯერ კიდევ ორი წლის წინათ ვსაუბრობდით, ადამიანებს, ვისაც შემოსავალი აქვთ დოლარში უნდა ჰქონოდათ შესაძლებლობა სესხი აეღოთ ამ ვალუტაში და არ ეტვირთათ ლარის კურსის სხვაობიდან გამომდინარე რისკები. აღნიშნული მიმართულებით სესხის ლიმიტის სამასი ათას ლარამდე ზრდას, ვერ გეტყვით რომ სიხარულით ვხვდებით, მაგრამ ბოლო წლებში ინფლაციის მაჩვენებლისა და ფასების ზრდის გათვალისწინებით, ვამბობ, ეს გადაწყვეტილება ლოგიკურია...“− აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე. მისივე შეფასებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას შესაძლოა, უმნიშვნელოდ უარყოფითი გავლენა ჰქონდეს მცირე და საშუალო ბიზნესზე, მსხვილი ბიზნესისთვის კი, მკვეთრად არაფერს შეცვლის.
საკრედიტო რეგულაციებში მხოლოდ ეს ერთი ცვლილება როდია. შეგახსენებთ, რომ გასული წლის აგვისტოში ეროვნულმა ბანკმა სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადა სამიდან ოთხ წლამდე შეამცირა.მიზეზი ამ ტიპის დაკრედიტების მკვეთრი ზრდა და საფინანსო ბაზარზე ჭარბი ლარის მიმოქცევა იყო, რაც ინფლაციურ პროცესზე დამატებით ნეგატიურ გავლენას ახდენდა. მაშინ ითქვა, რომ ეს რეგულაცია ძალაში ერთი წლის ვადით იქნებოდა. განსაზღვრული პერიოდი ამოიწურა. ეროვნულ ბანკში საკითხის განხილვას დაუბრუნდნენ და ბევრი იმსჯელეს თუ ცოტა, არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის მაქსიმალური ვადის სამიდან ოთხ წლამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს.
ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის ეს ვერდიქტი მედიას უწყების პირველმა პირმა, ნატია თურნავამ აუწყა.
ეროვნული ბანკი ამ ნაბიჯს საკრედიტო აქტივობის დინამიკითა და გაცხადებული პოლიტიკით ხსნის და მიუთითებს, რომ ცვლილება იმის გათვალისწინებით მიიღო, რომ არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების 2022 წელს დაფიქსირებული მაღალი ზრდის მაჩვენებელი შემცირებულია, ხოლო აქტივობა მდგრად დონეზე ნარჩუნდება. სამომხმარებლო სესხების ვადასთან დაკავშირებული ცვლილება მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან შედის ძალაში. ეროვნულ ბანკშიაცხადებენ, რომ ეს უწყებამომავალშიც დააკვირდება სამომხმარებლო დაკრედიტების ტენდენციას, რადგან ჯანსაღი საკრედიტო სტანდარტები ამ სეგმენტში შინამეურნეობების ვალის სტაბილურობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა...
საბანკო სფეროს სპეციალისტებისა და ანალიტიკოსების თქმით, საბანკო სექტორი ამ გადაწყვეტილებას ელოდა. მათივე შეფასებით, სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის ერთი წლით გაზრდა, ამ ტიპის სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთების გამო, მოთხოვნას მკვეთრად არ გაზრდის.

20 სექტემბერი 2023, 18:17
საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის შეფასებითაც, გასული წლის ბოლოდან მოყოლებული საკრედიტო პორტფელის ზრდის შეფერხების ძირითადი ფაქტორი მაღალი საპროცენტო განაკვეთებია.
„ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება სამომხმარებლო კრედიტებისმაქსიმალური ვადის სამიდან ოთხ წლამდე შემცირების შესახებ ერთწლიანი იყო. ამ გადაწყვეტილებას მომენტალური ეფექტი ჰქონდა, მოკლე ვადით. წლის დასაწყისშივე გვქონდა მოლოდინი, რომ ვადა გაიზრდებოდა. ეროვნულ ბანკში შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ოთხწლამდე ამ ვადის ზრდა სამომხმარებლო სესხებზე მოთხოვნას მნიშვნელოვნად არ გაზრდის. პირველ რიგში,იმიტომრომ მუშაობს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების წესი, რომელიც 2018 წლიდან გვაქვს, მუშაობს სხვა მექანიზმებიცდა მათ შორის,ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რომ დღეს საპროცენტო განაკვეთები მაღალია, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი საკრედიტო პორტფელის მკვეთრად ზრდის ნაწილში, ამიტომ საკრედიტო ტევადობა მკვეთრად არ გაეზრდება იმ ადამიანებს, რომლებიც სესხს სამი ან ოთხი წლის ვადითსესხს აიღებენ...“− აცხადებს, საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ძნელაძე.
რა გავლენა ექნება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებებს საკრედიტო პორტფელის დინამიკაზე დრო გვიჩვენებს. ერთი ფაქტია, მსესხებლებისთვის ყველაზე პრობლემური კრედიტებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთებია და ვეჭვობ, ამ გადაწყვეტილებებმა დებიტორებს საკრედიტო ტვირთი ოდნავ მაინც შეუმსუბუქოს.
დღეისათვის სულ ეს იყო.საფინანსო-ეკონომიკური სიახლეებით, უფრო ზუსტად კი ოქტომბრის თვის ინფლაციური პროცესების მიმოხილვით ნოემბრის პირველ დღეებში დაგიბრუნდებით.