https://sputnik-georgia.com/20231012/ras-gvpirdeba-erovnuli-valuta-283217108.html
რას გვპირდება ეროვნული ვალუტა?
რას გვპირდება ეროვნული ვალუტა?
Sputnik საქართველო
ეროვნულმა ვალუტამ პოზიციები დათმო, ლარის კურსი უფასურდება. არადა, ბოლო ოც დღეში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 100 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა. რატომ... 12.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-12T16:00+0400
2023-10-12T16:00+0400
2023-10-31T15:50+0400
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ანალიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/13/283443099_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_36607fe2f1945ed6d6d7b7d93031f357.jpg
ორიოდე დღის წინ საინფორმაციო-ანალიტიკურ გამოცემებს გადავხედე და ბოლო პერიოდის რამდენიმე სტატისტიკური მონაცემი მოვიძიე. ინტერესის სფერო? – რა თქმა უნდა, ეკონომიკა და ფინანსები. პოლიტიკისკენ ხომ გახედვაც არ მინდა. მკვდარზე რა ხანია, წერას კი არა, ფიქრსაც გადავეჩვიე. ყურადღება ეროვნული ბანკის ინფორმაციამ მიიქცია. მასალას ჩავუღრმავდი, ჩავუჯექი და წინამდებარე სტატიის კონტურებიც გამოიკვეთა.რა ნახე ასეთი? − სავარაუდოდ, ჩამეძიება მკითხველი. მოგახსენებთ, მიმდინარე წლის სექტემბერში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონი სამჯერ გამართა და ჯამურად 64,8 მილიონი დოლარი გაყიდა. აღსანიშნავია, რომ სამივე აუქციონი დროის მოკლე მონაკვეთში, 20-25 სექტემბრის პერიოდში გაიმართა. საგულისხმოა, რომ ეროვნულმა ბანკმა ერთი აუქციონის გამართვა უკვე ოქტომბერშიც მოასწრო და სავალუტო ბაზარზე გასაყიდად 50 მილიონი დოლარი გაიტანა, საიდანაც 44,9 მილიონი დოლარი გაიყიდა.რატომ გააქტიურდა ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე და რამ განაპირობა დროის ძალიან მოკლე პერიოდში ჯამურად 109,7 მილიონი დოლარის გაყიდვა? − დაინტერესდება მკითხველი. ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ სავალუტო აუქციონების მიზანშეწონილობა განპირობებული იყო მსხვილი ტრანზაქციის ლარის გაცვლით კურსზე მკვეთრი ზეგავლენის მინიმიზირების მიზნით. არ გამიკვირდება, მკითხველმა ეს ვერსია მხოლოდ ნაწილობრივ გაითვალისწინოს და მიმანიშნოს, რომ სექტემბრის მეორე ნახევრიდან მოყოლებული ლარის კურსი არასტაბილურია და ეროვნული ვალუტა გაუფასურებისკენ იხრება. ასე რომ, მაღალია ალბათობა, ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ბაზარზე დოლარის გაყიდვის მიზეზი ბოლო პერიოდში ლარის წაბორძიკება იყოს. მანამდე ხომ სულ თავაწეული დადიოდა?! − შესაძლოა, ირონიული ტონით ჩაილაპარაკოს მკითხველმა. ამიტომაც კარგი იქნება, თხრობა ეროვნული ვალუტის კურსის დინამიკის მოკლე ექსკურსით განვაგრძო.რამდენიმეწლიანი მეტ-ნაკლები სტაბილურობის შემდეგ, 2014 წლის მეორე ნახევარში ლარმა გაუფასურება დაიწყო. 2015 წელს ქვეყნის სავალუტო ბაზარზე მოვლენები ყველაზე მძიმე სცენარით წარიმართა. ლარმა ანტირეკორდი დაამყარა, როცა დოლარის მიმართ გაუფასურების იმ დროისათვის მაქსიმალური ნიშნული − 2,43 ლარი დააფიქსირა. ეროვნული ვალუტა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაშიც გაუფასურების ტენდენციას ინარჩუნებდა და დოლარის მიმართ 2,39–2,87 ლარის ფარგლებში მერყეობდა.ეროვნული ვალუტის გაუფასურების ძირითად ფაქტორად ექსპერტ-ანალიტიკოსები მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუარესებას ასახელებდნენ. საფინანსო და ეკონომიკური პარამეტრები სასიკეთოდ არც მომდევნო წლებში შეცვლილა. ასე რომ, სიტუაცია სავალუტო ბაზარზე უარესდებოდა.ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა 2020 წლის თებერვალში, როდესაც საქართველომდე COVID-19-ის პანდემიამ მოაღწია. გლობალური ეკონომიკური კრიზისისა და „ლოკდაუნის“ პოლიტიკის პირობებში ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ 3-იან ნიშნულსაც გადაახტა. საფინანსო სფეროს ექსპერტებმა 2020 წლის 17 მარტი სავალუტო ბაზარზე „შავ სამშაბათად“ მონათლეს. ისედაც მძიმე ვითარებას ქვეყანაში ორნიშნა ინფლაციაც დაერთო და 2020-2021 წლებში დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტის კურსი 2,86–3,09 ლარის ფარგლებში მერყეობდა.ლარის გაუფასურებას ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე დოლარის გაყიდვებით უპასუხა და 2015-2021 წლებში სავალუტო აუქციონს 2.800,7 მილიონი დოლარი მიაწოდა. ანალიტიკოსების შეფასებით, ეროვნული ბანკის ქმედებას განსაკუთრებული პოზიტიური შედეგი არ მოჰყოლია, მაგრამ რომ არა ამგვარი მოქმედება, ლარის გაუფასურების ნიშნული გაცილებით მაღალი იქნებოდა.ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურების ტრენდს არც 2022 წლის დასაწყისში უღალატა. მეტიც, რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან ორ კვირაში ლარმა მორიგი ანტირეკორდი დაამყარა. 10 მარტს დოლარი 3,45 ლარს ფასობდა. ამ პერიოდში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი დოლარი გაყიდა. ეროვნული ვალუტის კურსზე ეს პოზიტიურად აისახა. ლარი დასტაბილურდა და გამყარება დაიწყო. გასული წლის მაისში ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ ჯერ 3-იან ნიშნულს ჩამოსცდა, ოქტომბრიდან კი გაუფასურება-გამყარების თანაფარდობა პოზიტიურად შეიცვალა და 2023 წლის დასაწყისში დოლარი უკვე 2,72 ლარს ფასობდა. პოზიტიური დინამიკა მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეშიც გაგრძელდა. დროის მონაკვეთი − 24 მარტიდან 9 მაისამდე გამორჩეული იყო. ამ პერიოდში ლარი მხოლოდ მყარდებოდა და დოლარის მიმართ 2,5-იან ნიშნულსაც ჩამოსცდა.ანალიტიკური წრეების წარმომადგენელთა შეფასებით, ეროვნული ვალუტის კურსის გამყარება მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებამ განაპირობა. კერძოდ, ქვეყანაში დიდი რაოდენობით დოლარი შემოვიდა, რაც რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან მიგრაციული პროცესისა და ზოგადად ტურისტული ნაკადის ზრდის შედეგია. ამავე დროს ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობაში. გაიზარდა ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლებიც, საგარეო ვაჭრობაში შემცირდა უარყოფითი სალდო და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ორნიშნა გახდა ეკონომიკური ზრდის ტემპი. ამ და სხვა პოზიტიურ პროცესებს ინფლაციური წნეხის შერბილება დაერთო.ერთი სიტყვით, წინასაზაფხულოდ ქვეყანა აშენდა და იყო მოლოდინი, რომ ეს დადებითი ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდებოდა. კაცმა რომ თქვას, ძირითადი ეკონომიკური და საფინანსო პარამეტრები პოზიტიურ დინამიკას ინარჩუნებენ, თუმცა ეროვნულმა ვალუტამ ზაფხულიდან მოყოლებული საფინანსო სფეროს სპეციალისტებსა და ექსპერტებს იმედები გაუცრუა. სამწუხაროდ, გაუფასურება-გამყარების თანაფარდობა ნეგატიურად შეიცვალა და ლარმა პოზიციები თანდათან დათმო, ხოლო სექტემბრის შუა რიცხვებში 2,7-იან ნიშნულსაც გადასცდა. საინტერესოა, პოზიტიური მაკროეკონომიკური პარამეტრების პირობებში რატომ გაუფასურდა ლარი? − ლოგიკურია, დაინტერესდეს მკითხველი.ძირითადი ვერსიის თანახმად, გაზაფხული-ზაფხულის მიჯნაზე ლარის გამყარების დამუხრუჭება ეროვნული ბანკის პოლიტიკის შედეგია. მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში სავალუტო აუქციონებზე უწყებამ რეკორდული რაოდენობის – 1,08 მილიარდი დოლარი შეისყიდა. რა თქმა უნდა, შედეგად ქვეყნის სავალუტო რეზერვები შეივსო და მოცულობამ 5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამავე დროს ის ფაქტი, რომ სავალუტო ბაზარს მილიარდზე მეტი მოცულობის დოლარი მოაკლდა, მოთხოვნა-მიწოდების ბალანსზე ნეგატიურად აისახა და დოლარის ფასი გაიზარდა.სხვა კიდევ რა შეიძლება იყოს მიზეზი? − ჩამეძიება მკითხველი. არ უნდა გამოგვრჩეს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის საქმეზე ორი დღის განმავლობაში, 18 და 19 სექტემბერს ეროვნულ ბანკში მიღებული გადაწყვეტილებები, რასაც ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ხმაურიანი განცხადებები მოჰყვა. გაისმოდა მოსაზრებები შესაძლო საბანკო კრიზისისა და ქვეყნის საფინანსო სისტემის მოშლა-ჩამოქცევის თაობაზე. განმარტებებს რამდენიმე დღე დასჭირდა. დროის ამ მონაკვეთში ლარის კურსი გაუფასურდა და დოლარის მიმართ 2,72-იან ნიშნულს გაუტოლდა. არ არის გამორიცხული, ლარს გაუფასურებისკენ მონეტარული პოლიტიკის შერბილებამაც უბიძგა. 13 სექტემბერს ეროვნულ ბანკში რეფინანსირების განაკვეთი ხომ კიდევ 0,25 პროცენტით შეამცირეს. თუმცა, ეს ვერსია ნაკლებად სავარაუდოა, რადგან გადაწყვეტილების მიღებიდან რამდენიმე დღეში სავალუტო ბაზარზე მიმოქცევაში ჭარბი ლარის მოხვედრის ალბათობა მცირეა.ამა თუ იმ მიზეზით, ფაქტია, ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ ორი თვეა, ძირითადად 2,65–2,70 ლარის ფარგლებში მერყეობს. საინტერესოა, როგორია პერსპექტივა? ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრების დინამიკა საფუძველს იძლევა, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ეროვნული ვალუტის გამყარების მოლოდინი გვქონდეს...დღეისათვის სულ ეს იყო, საფინანსო-ეკონომიკური სისტემის სიახლეებით უახლოეს პერიოდში დაგიბრუნდებით.სამსონ ხონელი
https://sputnik-georgia.com/20231006/rogori-iqneba-parlamentis-reitingi-283037629.html
https://sputnik-georgia.com/20231004/saqstatis-axali-monacemebi-282942432.html
https://sputnik-georgia.com/20230920/monetaruli-politikis-sherbileba-282457523.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/13/283443099_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_67a3ddebe444f9239cf13cc0584ea801.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ანალიტიკა
ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ანალიტიკა
რას გვპირდება ეროვნული ვალუტა?
16:00 12.10.2023 (განახლებულია: 15:50 31.10.2023) ეროვნულმა ვალუტამ პოზიციები დათმო, ლარის კურსი უფასურდება. არადა, ბოლო ოც დღეში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 100 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა. რატომ შეიცვალა პოზიტიური ტენდენცია ნეგატიურით, რამ უბიძგა ლარს დაღმასვლისკენ?
ორიოდე დღის წინ საინფორმაციო-ანალიტიკურ გამოცემებს გადავხედე და ბოლო პერიოდის რამდენიმე სტატისტიკური მონაცემი მოვიძიე. ინტერესის სფერო? – რა თქმა უნდა, ეკონომიკა და ფინანსები. პოლიტიკისკენ ხომ გახედვაც არ მინდა. მკვდარზე რა ხანია, წერას კი არა, ფიქრსაც გადავეჩვიე. ყურადღება ეროვნული ბანკის ინფორმაციამ მიიქცია. მასალას ჩავუღრმავდი, ჩავუჯექი და წინამდებარე სტატიის კონტურებიც გამოიკვეთა.
რა ნახე ასეთი? − სავარაუდოდ, ჩამეძიება მკითხველი. მოგახსენებთ, მიმდინარე წლის სექტემბერში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონი სამჯერ გამართა და ჯამურად 64,8 მილიონი დოლარი გაყიდა. აღსანიშნავია, რომ სამივე აუქციონი დროის მოკლე მონაკვეთში, 20-25 სექტემბრის პერიოდში გაიმართა. საგულისხმოა, რომ ეროვნულმა ბანკმა ერთი აუქციონის გამართვა უკვე ოქტომბერშიც მოასწრო და სავალუტო ბაზარზე გასაყიდად 50 მილიონი დოლარი გაიტანა, საიდანაც 44,9 მილიონი დოლარი გაიყიდა.
რატომ გააქტიურდა ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე და რამ განაპირობა დროის ძალიან მოკლე პერიოდში ჯამურად 109,7 მილიონი დოლარის გაყიდვა? − დაინტერესდება მკითხველი. ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ სავალუტო აუქციონების მიზანშეწონილობა განპირობებული იყო მსხვილი ტრანზაქციის ლარის გაცვლით კურსზე მკვეთრი ზეგავლენის მინიმიზირების მიზნით. არ გამიკვირდება, მკითხველმა ეს ვერსია მხოლოდ ნაწილობრივ გაითვალისწინოს და მიმანიშნოს, რომ სექტემბრის მეორე ნახევრიდან მოყოლებული ლარის კურსი არასტაბილურია და ეროვნული ვალუტა გაუფასურებისკენ იხრება. ასე რომ, მაღალია ალბათობა, ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ბაზარზე დოლარის გაყიდვის მიზეზი ბოლო პერიოდში ლარის წაბორძიკება იყოს. მანამდე ხომ სულ თავაწეული დადიოდა?! − შესაძლოა, ირონიული ტონით ჩაილაპარაკოს მკითხველმა. ამიტომაც კარგი იქნება, თხრობა ეროვნული ვალუტის კურსის დინამიკის მოკლე ექსკურსით განვაგრძო.
რამდენიმეწლიანი მეტ-ნაკლები სტაბილურობის შემდეგ, 2014 წლის მეორე ნახევარში ლარმა გაუფასურება დაიწყო. 2015 წელს ქვეყნის სავალუტო ბაზარზე მოვლენები ყველაზე მძიმე სცენარით წარიმართა. ლარმა ანტირეკორდი დაამყარა, როცა დოლარის მიმართ გაუფასურების იმ დროისათვის მაქსიმალური ნიშნული − 2,43 ლარი დააფიქსირა. ეროვნული ვალუტა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაშიც გაუფასურების ტენდენციას ინარჩუნებდა და დოლარის მიმართ 2,39–2,87 ლარის ფარგლებში მერყეობდა.
ეროვნული ვალუტის გაუფასურების ძირითად ფაქტორად ექსპერტ-ანალიტიკოსები მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუარესებას ასახელებდნენ. საფინანსო და ეკონომიკური პარამეტრები სასიკეთოდ არც მომდევნო წლებში შეცვლილა. ასე რომ, სიტუაცია სავალუტო ბაზარზე უარესდებოდა.
ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა 2020 წლის თებერვალში, როდესაც საქართველომდე COVID-19-ის პანდემიამ მოაღწია. გლობალური ეკონომიკური კრიზისისა და „ლოკდაუნის“ პოლიტიკის პირობებში ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ 3-იან ნიშნულსაც გადაახტა. საფინანსო სფეროს ექსპერტებმა 2020 წლის 17 მარტი სავალუტო ბაზარზე „შავ სამშაბათად“ მონათლეს. ისედაც მძიმე ვითარებას ქვეყანაში ორნიშნა ინფლაციაც დაერთო და 2020-2021 წლებში დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტის კურსი 2,86–3,09 ლარის ფარგლებში მერყეობდა.
ლარის გაუფასურებას ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე დოლარის გაყიდვებით უპასუხა და 2015-2021 წლებში სავალუტო აუქციონს 2.800,7 მილიონი დოლარი მიაწოდა. ანალიტიკოსების შეფასებით, ეროვნული ბანკის ქმედებას განსაკუთრებული პოზიტიური შედეგი არ მოჰყოლია, მაგრამ რომ არა ამგვარი მოქმედება, ლარის გაუფასურების ნიშნული გაცილებით მაღალი იქნებოდა.
ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურების ტრენდს არც 2022 წლის დასაწყისში უღალატა. მეტიც, რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან ორ კვირაში ლარმა მორიგი ანტირეკორდი დაამყარა. 10 მარტს დოლარი 3,45 ლარს ფასობდა. ამ პერიოდში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი დოლარი გაყიდა. ეროვნული ვალუტის კურსზე ეს პოზიტიურად აისახა. ლარი დასტაბილურდა და გამყარება დაიწყო. გასული წლის მაისში ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ ჯერ 3-იან ნიშნულს ჩამოსცდა, ოქტომბრიდან კი გაუფასურება-გამყარების თანაფარდობა პოზიტიურად შეიცვალა და 2023 წლის დასაწყისში დოლარი უკვე 2,72 ლარს ფასობდა. პოზიტიური დინამიკა მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეშიც გაგრძელდა. დროის მონაკვეთი − 24 მარტიდან 9 მაისამდე გამორჩეული იყო. ამ პერიოდში ლარი მხოლოდ მყარდებოდა და დოლარის მიმართ 2,5-იან ნიშნულსაც ჩამოსცდა.
ანალიტიკური წრეების წარმომადგენელთა შეფასებით, ეროვნული ვალუტის კურსის გამყარება მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებამ განაპირობა. კერძოდ, ქვეყანაში დიდი რაოდენობით დოლარი შემოვიდა, რაც რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან მიგრაციული პროცესისა და ზოგადად ტურისტული ნაკადის ზრდის შედეგია. ამავე დროს ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობაში. გაიზარდა ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლებიც, საგარეო ვაჭრობაში შემცირდა უარყოფითი სალდო და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ორნიშნა გახდა ეკონომიკური ზრდის ტემპი. ამ და სხვა პოზიტიურ პროცესებს ინფლაციური წნეხის შერბილება დაერთო.
20 სექტემბერი 2023, 18:17
ერთი სიტყვით, წინასაზაფხულოდ ქვეყანა აშენდა და იყო მოლოდინი, რომ ეს დადებითი ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდებოდა. კაცმა რომ თქვას, ძირითადი ეკონომიკური და საფინანსო პარამეტრები პოზიტიურ დინამიკას ინარჩუნებენ, თუმცა ეროვნულმა ვალუტამ ზაფხულიდან მოყოლებული საფინანსო სფეროს სპეციალისტებსა და ექსპერტებს იმედები გაუცრუა. სამწუხაროდ, გაუფასურება-გამყარების თანაფარდობა ნეგატიურად შეიცვალა და ლარმა პოზიციები თანდათან დათმო, ხოლო სექტემბრის შუა რიცხვებში 2,7-იან ნიშნულსაც გადასცდა. საინტერესოა, პოზიტიური მაკროეკონომიკური პარამეტრების პირობებში რატომ გაუფასურდა ლარი? − ლოგიკურია, დაინტერესდეს მკითხველი.
ძირითადი ვერსიის თანახმად, გაზაფხული-ზაფხულის მიჯნაზე ლარის გამყარების დამუხრუჭება ეროვნული ბანკის პოლიტიკის შედეგია. მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში სავალუტო აუქციონებზე უწყებამ რეკორდული რაოდენობის – 1,08 მილიარდი დოლარი შეისყიდა. რა თქმა უნდა, შედეგად ქვეყნის სავალუტო რეზერვები შეივსო და მოცულობამ 5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამავე დროს ის ფაქტი, რომ სავალუტო ბაზარს მილიარდზე მეტი მოცულობის დოლარი მოაკლდა, მოთხოვნა-მიწოდების ბალანსზე ნეგატიურად აისახა და დოლარის ფასი გაიზარდა.
სხვა კიდევ რა შეიძლება იყოს მიზეზი? − ჩამეძიება მკითხველი. არ უნდა გამოგვრჩეს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის საქმეზე ორი დღის განმავლობაში, 18 და 19 სექტემბერს ეროვნულ ბანკში მიღებული გადაწყვეტილებები, რასაც ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ხმაურიანი განცხადებები მოჰყვა. გაისმოდა მოსაზრებები შესაძლო საბანკო კრიზისისა და ქვეყნის საფინანსო სისტემის მოშლა-ჩამოქცევის თაობაზე. განმარტებებს რამდენიმე დღე დასჭირდა. დროის ამ მონაკვეთში ლარის კურსი გაუფასურდა და დოლარის მიმართ 2,72-იან ნიშნულს გაუტოლდა. არ არის გამორიცხული, ლარს გაუფასურებისკენ მონეტარული პოლიტიკის შერბილებამაც უბიძგა. 13 სექტემბერს ეროვნულ ბანკში რეფინანსირების განაკვეთი ხომ კიდევ 0,25 პროცენტით შეამცირეს. თუმცა, ეს ვერსია ნაკლებად სავარაუდოა, რადგან გადაწყვეტილების მიღებიდან რამდენიმე დღეში სავალუტო ბაზარზე მიმოქცევაში ჭარბი ლარის მოხვედრის ალბათობა მცირეა.
ამა თუ იმ მიზეზით, ფაქტია, ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ ორი თვეა, ძირითადად 2,65–2,70 ლარის ფარგლებში მერყეობს. საინტერესოა, როგორია პერსპექტივა? ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრების დინამიკა საფუძველს იძლევა, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ეროვნული ვალუტის გამყარების მოლოდინი გვქონდეს...
დღეისათვის სულ ეს იყო, საფინანსო-ეკონომიკური სისტემის სიახლეებით უახლოეს პერიოდში დაგიბრუნდებით.