https://sputnik-georgia.com/20231004/saqstatis-axali-monacemebi-282942432.html
რას ამბობს „საქსტატი“, ანუ რა ნიშნულზე იყო ინფლაცია სექტემბერში?
რას ამბობს „საქსტატი“, ანუ რა ნიშნულზე იყო ინფლაცია სექტემბერში?
Sputnik საქართველო
რა ვითარებაა საქართველოს სასურსათო და სამომხმარებლო ბაზარზე? "საქსტატის" ცნობით, პოზიტიური დინამიკა გრძელდება, ინფლაცია მცირდება, პროდუქტებისა თუ მომსახურების... 04.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-04T14:00+0400
2023-10-04T14:00+0400
2023-10-27T14:39+0400
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ანალიტიკა
მიმოხილვები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1c/282748285_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_8f0ef2dc8b703861ceac42453dfc8903.jpg
მოგეხსენებათ, ჩვენში ტრადიციად ჩამოყალიბდა, სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყოველი თვის მესამე დღეს, თუ ის უქმე არ არის, წინა თვის ინფლაციური პროცესის ამსახველ ინფორმაციას აქვეყნებს. გამონაკლისი არც ღვინობისთვე იყო. დათქმულ დროს, 3 ოქტომბერს „საქსტატმა“ სექტემბრის თვის ინფლაციის მაჩვენებელი გამოაქვეყნა.მთავრობის, ეროვნული ბანკის, ანალიტიკური წრეებისა და გავლენიანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზები გამართლდა – შენარჩუნდა ინფლაციური წნეხის შერბილებისა და ინფლაციის კლების ტენდენცია, რომელიც ერთი წლის წინ გამოიკვეთა.„საქსტატის“ ანგარიშით, სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 0,7 პროცენტი შეადგინა. აგვისტოს თვის ანალოგიური მაჩვენებლები, შესაბამისად, 0,7 და 0,9 პროცენტი იყო. უწყების მონაცემებით, საბაზისო ინფლაცია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2,5 პროცენტია. აგვისტოში ეს მაჩვენებელი 2,7 პროცენტი იყო.ინფლაცია 2020 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული დღემდე მსოფლიოს პრობლემაა. ინფლაციური პროცესები ჯერ COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკური რეცესიამ განაპირობა. რუსეთ-უკრაინის სამხედრო დაპირისპირების დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში კი ვითარება უკიდურესად გაუარესდა. 2021 წლის მარტის ბოლოს საერთაშორისო ბაზრებზე საკვები, ნავთობპროდუქტები და ტრანსპორტირება მნიშვნელოვნად გაძვირდა. არ იყო მოულოდნელი, რომ გლობალური გამოწვევა საქართველოს ბაზარზეც აისახა. 16 თვის განმავლობაში ქვეყანაში ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელი ფიქსირდებოდა. მართალია, 2022 წლის დეკემბერში ინფლაცია ორნიშნა ნიშნულს ჩამოსცდა, მაგრამ გასული წლის მისი საშუალო მაჩვენებელი 13,9–9,8 პროცენტის ფარგლებში მერყეობდა.ლოგიკურია, ინფლაციური წნეხის ზრდას ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკურ სისტემასა და სოციალურ ფონზე მკვეთრად ნეგატიური გავლენა ჰქონდა. 2020-2022 წლებში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის უკლებლივ ყველა შედეგით, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მთავარ გამოწვევად ფასების მატებასა და ცხოვრების გაძვირებით გამოწვეულ სიდუხჭირეს ასახელებდა.შექმნილ მძიმე ვითარებაში ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო გამოცდილება გაიზიარა და ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის, ევროპის ცენტრალური ბანკის, ცალკეული ქვეყნების ეროვნული ბანკების მსგავსად, ინფლაციას მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით უპასუხა. 2021-2022 წლებში ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი ჯერ 2,5 პროცენტით გაზარდა, შემდეგ კი ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაღალ, 11 პროცენტის ნიშნულზე შეინარჩუნა. ამავე პერიოდში სესხების გამცემ საფინანსო ინსტიტუტებს მკაცრი რეგულაციები დაუწესდათ.ქვეყნის შიგნით მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ეროვნული ბანკის ძალისხმევის პარალელურად ქვეყნის გარეთ მიმდინარე პროცესებმა, საერთაშორისო ბაზრებზე სურსათის, ნავთობისა და სატრანსპორტო გადაზიდვების გაიაფებამ მსოფლიოს მასშტაბით ინფლაციური წნეხი შეარბილა, რაც, ბუნებრივია, საქართველოს ბაზარზეც ამჯერად პოზიტიური ტენდენციის ჩამოყალიბებით აისახა.მიმდინარე წლის დასაწყისიდან მოყოლებული დღემდე ინფლაცია იკლებს. იანვარში ინფლაციის მაჩვენებელი 9,4 პროცენტი იყო, თებერვალში − 8,1, ხოლო მარტში − 5,3 პროცენტი. აპრილში ინფლაციის დონე 2,7 პროცენტს გაუტოლდა. მაისში ინფლაცია 1,5 პროცენტამდე, ივნისში – 0,6 პროცენტამდე, ხოლო ივლისში – 0,3 პროცენტამდე შემცირდა. აგვისტოში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 0,9 პროცენტის ნიშნულზე დაფიქსირდა. ამ ზრდის მიუხედავად, ანალიტიკოსებმა ინფლაციის შემცირების დინამიკა დადებითად შეაფასეს. სექტემბრის თვის წლიური ინფლაციის მაჩვენებელი, როგორც უკვე აღვნიშნე, 0,7 პროცენტია. ასე რომ, თუ გასული წლის იანვარ-სექტემბერში წლიური ინფლაციის საშუალო დონე 12,4 პროცენტი იყო, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში ის 3,27 პროცენტია.ინფლაციის კლებამ ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის შერბილების საშუალება მისცა. მიმდინარე წლის 10 მაისიდან 13 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში რეფინანსირების განაკვეთმა 1 პროცენტული პუნქტით, 10 პროცენტამდე დაიკლო. მოგეხსენებათ, მონეტარული პოლიტიკის შერბილებით საკრედიტო რესურსი იაფდება. სესხებზე მოთხოვნა იმატებს და, შედეგად, ეკონომიკური აქტივობაც იზრდება, ვინაიდან საკრედიტო რესურსის გარკვეული ნაწილი ბიზნესის დაფინანსებას ხმარდება.საინტერესოა, როგორია სექტემბერში ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტებისა და მომსახურების ჩამონათვალი, ე.წ. რეიტინგი.რა თქმა უნდა, ინფლაციის შემცირების პარალელურად თვიდან თვემდე იკლებს იმ ჯგუფების რაოდენობა, სადაც საშუალოდ წლიურ ჭრილში ფასები იზრდება. თავად განსაჯეთ, ივლისის რეიტინგში გაძვირება თორმეტი ჯგუფიდან მხოლოდ შვიდ ჯგუფში დაფიქსირდა. აგვისტოსა და სექტემბერში ეს მაჩვენებელი ექვსი იყო.მიმდინარე წლის აპრილი-აგვისტოს პერიოდის ანალოგიურად, რეიტინგის სათავეშია სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ჯგუფი, რომელიც გასული წლის ნოემბრის შემდეგ ზედიზედ მეცხრე თვეა პირველ ოთხეულშია. წლიურ ჭრილში სექტემბრის თვეში გაძვირების მაჩვენებელი 10,0 პროცენტი იყო. ფასები ძირითადად გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება − 27,9 პროცენტით; პირადი ჰიგიენა − 5,7 პროცენტით. ამავე ჯგუფის აგვისტოს თვის წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 10,9 პროცენტი იყო.მოულოდნელი არ უნდა იყოს, რომ ზედიზედ ექვსი თვის განმავლობაში რეიტინგის მეორე პოზიცია სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების ჯგუფს უკავია. კი, მაგრამ, რატომ? − არ გამიკვირდება, ჩამეძიოს მკითხველი. ექსპერტ-ანალიტიკოსების განმარტებით, გაზაფხულის მიწურული და ზაფხული ტურისტული თვალსაზრისით აქტიური პერიოდია. გარდა ამისა, რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის შედეგად ამ სახელმწიფოებიდან საქართველოში მიგრაციული პროცესები გააქტიურდა. გაიზარდა მოთხოვნა, რამაც ფასების ზრდას შეუწყო ხელი. წლიურად სექტემბერში ფასებმა 7,0 პროცენტით მოიმატა. გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული ჯგუფი მუდმივად პირველ სამეულშია, ხოლო მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში რეიტინგს სათავეშიც ედგა. სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფის აგვისტოს წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 7,2 პროცენტი იყო.აგვისტოს რეიტინგისგან განსხვავებით, სექტემბერში პირველ სამეულში ცვლილებაა. მესამე ადგილი არა განათლების, არამედ ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფმა დაიკავა. წლიურ ჭრილში ფასები 5,6 პროცენტით გაძვირდა. აგვისტოს თვის ანალოგიური მაჩვენებელი 6,3 პროცენტი იყო და ჯგუფს რეიტინგში მეოთხე პოზიცია ეკავა.საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის ჯგუფმა, რომელიც ივლისისა და აგვისტოს თვეების რეიტინგში მეხუთე იყო, სექტემბერში მეოთხე ადგილი დაიკავა. წლიურად ფასებმა 5,1 პროცენტით მოიმატა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა, შეკეთება − 11,7 პროცენტი, ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე − 11,4 პროცენტი.ამ ჯგუფის აგვისტოს თვის წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 5,0 პროცენტი იყო.რეიტინგის პირველ ხუთეულშია განათლების ჯგუფი, სადაც ფასები წლიურ ჭრილში 4,9 პროცენტით გაიზარდა. აგვისტოში ამ ჯგუფის ანალოგიური მაჩვენებელი 6,9 პროცენტი იყო და ჯგუფს რეიტინგის მესამე პოზიცია ეკავა.სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი წლიური გაძვირების 0,4 პროცენტით მეექვსე ადგილზე აღმოჩნდა. აგვისტოს თვის ანალოგიური მაჩვენებელი 2,4 პროცენტი იყო.სექტემბრის თვის რეიტინგის მეშვიდე-მეთორმეტე ადგილები კი იმ ჯგუფებს უკავიათ, სადაც ფასები შემცირდა. ყველაზე მეტად ფასებმა დასვენების, გართობისა და კულტურის ჯგუფში დაიკლო − 4,8 პროცენტით. რეიტინგში მერვე პოზიცია ჯანდაცვის ჯგუფს უკავია, სადაც ფასები წლიურ ჭრილში 4,7 პროცენტით შემცირდა. ფასები 14,1 პროცენტით შემცირდა სამედიცინო აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე. ამასთან 11,7 პროცენტით ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე. საავადმყოფოების მომსახურება კი 8,9 პროცენტით გაძვირდა.ფასების შემცირების 4,3 პროცენტით მეცხრე ადგილზეა ტრანსპორტის ჯგუფი. პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია 8,0 პროცენტით გაიაფდა. ამავე დროს წლიურ ჭრილში სატრანსპორტო მომსახურების ფასი საშუალოდ 3,5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო სატრანსპორტო საშუალებების შეძენა 1,8 პროცენტით გაიაფდა.მომდევნო ადგილი კავშირგაბმულობის ჯგუფს უკავია, სადაც ფასები წლიურ ჭრილში 3,0 პროცენტით შემცირდა.ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჯგუფი წლიურად ფასების შემცირების 1,5 პროცენტით რეიტინგში მე-11 ადგილს იკავებს.რეიტინგის მე-12 პოზიციაზე ავეჯის, საოჯახო ნივთებისა და სახლის მოვლის ჯგუფია, სადაც სექტემბერში წლიურ ჭრილში ფასები საშუალოდ 0,7 პროცენტით შემცირდა.და, ბოლოს, ექსპერტ-ანალიტიკოსთა შეფასებით, მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ინფლაციური პროცესი პოზიტიურ დინამიკას შეინარჩუნებს.დღეისათვის სულ ეს იყო. საფინანსო-ეკონომიკური სისტემის სიახლეებით უახლოეს დღეებში დაგიბრუნდებით.სამსონ ხონელი
https://sputnik-georgia.com/20230920/monetaruli-politikis-sherbileba-282457523.html
https://sputnik-georgia.com/20230915/ra-gadawyvites-erovnul-bankshi-282457930.html
https://sputnik-georgia.com/20230909/----------282098248.html
https://sputnik-georgia.com/20230906/----------281973583.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1c/282748285_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_286904aba37aed8cc0ae99151c897505.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ანალიტიკა, მიმოხილვები
ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ანალიტიკა, მიმოხილვები
რას ამბობს „საქსტატი“, ანუ რა ნიშნულზე იყო ინფლაცია სექტემბერში?
14:00 04.10.2023 (განახლებულია: 14:39 27.10.2023) რა ვითარებაა საქართველოს სასურსათო და სამომხმარებლო ბაზარზე? "საქსტატის" ცნობით, პოზიტიური დინამიკა გრძელდება, ინფლაცია მცირდება, პროდუქტებისა თუ მომსახურების გარკვეულ ნაწილზე ფასები იკლებს. როდემდე გასტანს გაიაფების ტენდენცია?..
მოგეხსენებათ, ჩვენში ტრადიციად ჩამოყალიბდა, სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყოველი თვის მესამე დღეს, თუ ის უქმე არ არის, წინა თვის ინფლაციური პროცესის ამსახველ ინფორმაციას აქვეყნებს. გამონაკლისი არც ღვინობისთვე იყო. დათქმულ დროს, 3 ოქტომბერს „საქსტატმა“ სექტემბრის თვის ინფლაციის მაჩვენებელი გამოაქვეყნა.
მთავრობის, ეროვნული ბანკის, ანალიტიკური წრეებისა და გავლენიანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზები გამართლდა – შენარჩუნდა ინფლაციური წნეხის შერბილებისა და ინფლაციის კლების ტენდენცია, რომელიც ერთი წლის წინ გამოიკვეთა.
„საქსტატის“ ანგარიშით, სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 0,7 პროცენტი შეადგინა. აგვისტოს თვის ანალოგიური მაჩვენებლები, შესაბამისად, 0,7 და 0,9 პროცენტი იყო. უწყების მონაცემებით, საბაზისო ინფლაცია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2,5 პროცენტია. აგვისტოში ეს მაჩვენებელი 2,7 პროცენტი იყო.
ინფლაცია 2020 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული დღემდე მსოფლიოს პრობლემაა. ინფლაციური პროცესები ჯერ COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკური რეცესიამ განაპირობა. რუსეთ-უკრაინის სამხედრო დაპირისპირების დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში კი ვითარება უკიდურესად გაუარესდა. 2021 წლის მარტის ბოლოს საერთაშორისო ბაზრებზე საკვები, ნავთობპროდუქტები და ტრანსპორტირება მნიშვნელოვნად გაძვირდა. არ იყო მოულოდნელი, რომ გლობალური გამოწვევა საქართველოს ბაზარზეც აისახა. 16 თვის განმავლობაში ქვეყანაში ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელი ფიქსირდებოდა. მართალია, 2022 წლის დეკემბერში ინფლაცია ორნიშნა ნიშნულს ჩამოსცდა, მაგრამ გასული წლის მისი საშუალო მაჩვენებელი 13,9–9,8 პროცენტის ფარგლებში მერყეობდა.
20 სექტემბერი 2023, 18:17
ლოგიკურია, ინფლაციური წნეხის ზრდას ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკურ სისტემასა და სოციალურ ფონზე მკვეთრად ნეგატიური გავლენა ჰქონდა. 2020-2022 წლებში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის უკლებლივ ყველა შედეგით, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მთავარ გამოწვევად ფასების მატებასა და ცხოვრების გაძვირებით გამოწვეულ სიდუხჭირეს ასახელებდა.
შექმნილ მძიმე ვითარებაში ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო გამოცდილება გაიზიარა და ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის, ევროპის ცენტრალური ბანკის, ცალკეული ქვეყნების ეროვნული ბანკების მსგავსად, ინფლაციას მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით უპასუხა. 2021-2022 წლებში ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი ჯერ 2,5 პროცენტით გაზარდა, შემდეგ კი ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაღალ, 11 პროცენტის ნიშნულზე შეინარჩუნა. ამავე პერიოდში სესხების გამცემ საფინანსო ინსტიტუტებს მკაცრი რეგულაციები დაუწესდათ.
ქვეყნის შიგნით მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ეროვნული ბანკის ძალისხმევის პარალელურად ქვეყნის გარეთ მიმდინარე პროცესებმა, საერთაშორისო ბაზრებზე სურსათის, ნავთობისა და სატრანსპორტო გადაზიდვების გაიაფებამ მსოფლიოს მასშტაბით ინფლაციური წნეხი შეარბილა, რაც, ბუნებრივია, საქართველოს ბაზარზეც ამჯერად პოზიტიური ტენდენციის ჩამოყალიბებით აისახა.
მიმდინარე წლის დასაწყისიდან მოყოლებული დღემდე ინფლაცია იკლებს. იანვარში ინფლაციის მაჩვენებელი 9,4 პროცენტი იყო, თებერვალში − 8,1, ხოლო მარტში − 5,3 პროცენტი. აპრილში ინფლაციის დონე 2,7 პროცენტს გაუტოლდა. მაისში ინფლაცია 1,5 პროცენტამდე, ივნისში – 0,6 პროცენტამდე, ხოლო ივლისში – 0,3 პროცენტამდე შემცირდა. აგვისტოში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 0,9 პროცენტის ნიშნულზე დაფიქსირდა. ამ ზრდის მიუხედავად, ანალიტიკოსებმა ინფლაციის შემცირების დინამიკა დადებითად შეაფასეს. სექტემბრის თვის წლიური ინფლაციის მაჩვენებელი, როგორც უკვე აღვნიშნე, 0,7 პროცენტია. ასე რომ, თუ გასული წლის იანვარ-სექტემბერში წლიური ინფლაციის საშუალო დონე 12,4 პროცენტი იყო, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში ის 3,27 პროცენტია.
15 სექტემბერი 2023, 15:14
ინფლაციის კლებამ ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის შერბილების საშუალება მისცა. მიმდინარე წლის 10 მაისიდან 13 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში რეფინანსირების განაკვეთმა 1 პროცენტული პუნქტით, 10 პროცენტამდე დაიკლო. მოგეხსენებათ, მონეტარული პოლიტიკის შერბილებით საკრედიტო რესურსი იაფდება. სესხებზე მოთხოვნა იმატებს და, შედეგად, ეკონომიკური აქტივობაც იზრდება, ვინაიდან საკრედიტო რესურსის გარკვეული ნაწილი ბიზნესის დაფინანსებას ხმარდება.
საინტერესოა, როგორია სექტემბერში ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტებისა და მომსახურების ჩამონათვალი, ე.წ. რეიტინგი.
რა თქმა უნდა, ინფლაციის შემცირების პარალელურად თვიდან თვემდე იკლებს იმ ჯგუფების რაოდენობა, სადაც საშუალოდ წლიურ ჭრილში ფასები იზრდება. თავად განსაჯეთ, ივლისის რეიტინგში გაძვირება თორმეტი ჯგუფიდან მხოლოდ შვიდ ჯგუფში დაფიქსირდა. აგვისტოსა და სექტემბერში ეს მაჩვენებელი ექვსი იყო.
მიმდინარე წლის აპრილი-აგვისტოს პერიოდის ანალოგიურად, რეიტინგის სათავეშია სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ჯგუფი, რომელიც გასული წლის ნოემბრის შემდეგ ზედიზედ მეცხრე თვეა პირველ ოთხეულშია. წლიურ ჭრილში სექტემბრის თვეში გაძვირების მაჩვენებელი 10,0 პროცენტი იყო. ფასები ძირითადად გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება − 27,9 პროცენტით; პირადი ჰიგიენა − 5,7 პროცენტით. ამავე ჯგუფის აგვისტოს თვის წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 10,9 პროცენტი იყო.
მოულოდნელი არ უნდა იყოს, რომ ზედიზედ ექვსი თვის განმავლობაში რეიტინგის მეორე პოზიცია სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების ჯგუფს უკავია. კი, მაგრამ, რატომ? − არ გამიკვირდება, ჩამეძიოს მკითხველი. ექსპერტ-ანალიტიკოსების განმარტებით, გაზაფხულის მიწურული და ზაფხული ტურისტული თვალსაზრისით აქტიური პერიოდია. გარდა ამისა, რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის შედეგად ამ სახელმწიფოებიდან საქართველოში მიგრაციული პროცესები გააქტიურდა. გაიზარდა მოთხოვნა, რამაც ფასების ზრდას შეუწყო ხელი. წლიურად სექტემბერში ფასებმა 7,0 პროცენტით მოიმატა. გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული ჯგუფი მუდმივად პირველ სამეულშია, ხოლო მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში რეიტინგს სათავეშიც ედგა. სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფის აგვისტოს წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 7,2 პროცენტი იყო.
აგვისტოს რეიტინგისგან განსხვავებით, სექტემბერში პირველ სამეულში ცვლილებაა. მესამე ადგილი არა განათლების, არამედ ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფმა დაიკავა. წლიურ ჭრილში ფასები 5,6 პროცენტით გაძვირდა. აგვისტოს თვის ანალოგიური მაჩვენებელი 6,3 პროცენტი იყო და ჯგუფს რეიტინგში მეოთხე პოზიცია ეკავა.
საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის ჯგუფმა, რომელიც ივლისისა და აგვისტოს თვეების რეიტინგში მეხუთე იყო, სექტემბერში მეოთხე ადგილი დაიკავა. წლიურად ფასებმა 5,1 პროცენტით მოიმატა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა, შეკეთება − 11,7 პროცენტი, ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე − 11,4 პროცენტი.
ამ ჯგუფის აგვისტოს თვის წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 5,0 პროცენტი იყო.
რეიტინგის პირველ ხუთეულშია განათლების ჯგუფი, სადაც ფასები წლიურ ჭრილში 4,9 პროცენტით გაიზარდა. აგვისტოში ამ ჯგუფის ანალოგიური მაჩვენებელი 6,9 პროცენტი იყო და ჯგუფს რეიტინგის მესამე პოზიცია ეკავა.
სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი წლიური გაძვირების 0,4 პროცენტით მეექვსე ადგილზე აღმოჩნდა. აგვისტოს თვის ანალოგიური მაჩვენებელი 2,4 პროცენტი იყო.
სექტემბრის თვის რეიტინგის მეშვიდე-მეთორმეტე ადგილები კი იმ ჯგუფებს უკავიათ, სადაც ფასები შემცირდა. ყველაზე მეტად ფასებმა დასვენების, გართობისა და კულტურის ჯგუფში დაიკლო − 4,8 პროცენტით. რეიტინგში მერვე პოზიცია ჯანდაცვის ჯგუფს უკავია, სადაც ფასები წლიურ ჭრილში 4,7 პროცენტით შემცირდა. ფასები 14,1 პროცენტით შემცირდა სამედიცინო აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე. ამასთან 11,7 პროცენტით ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე. საავადმყოფოების მომსახურება კი 8,9 პროცენტით გაძვირდა.
ფასების შემცირების 4,3 პროცენტით მეცხრე ადგილზეა ტრანსპორტის ჯგუფი. პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია 8,0 პროცენტით გაიაფდა. ამავე დროს წლიურ ჭრილში სატრანსპორტო მომსახურების ფასი საშუალოდ 3,5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო სატრანსპორტო საშუალებების შეძენა 1,8 პროცენტით გაიაფდა.
მომდევნო ადგილი კავშირგაბმულობის ჯგუფს უკავია, სადაც ფასები წლიურ ჭრილში 3,0 პროცენტით შემცირდა.
ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჯგუფი წლიურად ფასების შემცირების 1,5 პროცენტით რეიტინგში მე-11 ადგილს იკავებს.
რეიტინგის მე-12 პოზიციაზე ავეჯის, საოჯახო ნივთებისა და სახლის მოვლის ჯგუფია, სადაც სექტემბერში წლიურ ჭრილში ფასები საშუალოდ 0,7 პროცენტით შემცირდა.
და, ბოლოს, ექსპერტ-ანალიტიკოსთა შეფასებით, მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ინფლაციური პროცესი პოზიტიურ დინამიკას შეინარჩუნებს.
დღეისათვის სულ ეს იყო. საფინანსო-ეკონომიკური სისტემის სიახლეებით უახლოეს დღეებში დაგიბრუნდებით.