https://sputnik-georgia.com/20231018/saqartvelosi-samomxmareblo-sesxebis-vada-gaizarda-283403636.html
საქართველოში სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადა გაიზარდა
საქართველოში სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადა გაიზარდა
Sputnik საქართველო
სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადა 2022 წლის აგვისტოში შემცირდა. 18.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-18T16:08+0400
2023-10-18T16:08+0400
2023-10-18T20:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830171_0:257:2731:1793_1920x0_80_0_0_ff4503c46976461f03fdd3d01c85cc4d.jpg
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობა სამიდან ოთხ წლამდე გაზარდა, ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.2022 წლის აგვისტოში სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადა 4-დან 3 წლამდე შემცირდა.ეროვნული ბანკი მომავალშიც გააგრძელებს დაკვირვებას სამომხმარებლო დაკრედიტების ტენდენციებზე, რადგან ჯანსაღი საკრედიტო სტანდარტები ამ სეგმენტში შინამეურნეობების ვალის სტაბილურობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.სამომხმარებლო კრედიტები2019 წლიდან საქართველოში ამოქმედდა ფიზიკური პირებისთვის "პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა", რომელმაც "შეაჩერა სესხების გადაჭარბებული ზრდის შედეგად წარმოქმნილი ფინანსური რისკები და ამავდროულად დაეხმარა სესხების გადამისამართებას უფრო პროდუქტიულ დარგებზე".კრედიტები ფერმერებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდება>>>საქართველოს ხელისუფლებამ 2019 წლის 1 იანვრიდან კრედიტების გაცემის წესები გაამკაცრა. კერძოდ, ბანკებსა და საფინანსო ორგანიზაციებს კრედიტის გაცემა შეუძლიათ მხოლოდ ვალის აღების მსურველის ფინანსური მდგომარეობის დეტალური ანალიზის შემდეგ და მხოლოდ სუფთა შემოსავლებიდან გამომდინარე.გარდა ამისა, დადგენილია კრედიტზე ყოველთვიური გადასახადის ლიმიტი, კრედიტის ვადა, და აკრძალულია 200 ათას ლარამდე თანხის გაცემა დოლარში.თუმცა, 2022 წლის ივლისის ბოლოს რეგულატორმა ეს ბოლო ნორმა ნაწილობრივ შეარბილა და გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვით, მოქალაქეების ნაწილს 200 ათას ლარამდე ვალის აღება უცხოურ ვალუტაში – დოლარში ან ევროში შეუძლია. ამ კრედიტებისთვის ქვედა ზღვარი დადგენილი არ არის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830171_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_f2492a18eccddd6a741ef2b3790860f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება
საქართველოში სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადა გაიზარდა
16:08 18.10.2023 (განახლებულია: 20:10 18.10.2023) სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადა 2022 წლის აგვისტოში შემცირდა.
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობა სამიდან ოთხ წლამდე გაზარდა, ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.
2022 წლის აგვისტოში სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადა 4-დან 3 წლამდე შემცირდა.
„იმის გათვალისწინებით, რომ არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების 2022 წელს დაფიქსირებული მაღალი ზრდის მაჩვენებელი შემცირებულია, ხოლო აქტივობა სტაბილურ დონეზე რჩება, მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან ამ ტიპის სესხების მაქსიმალური ვადის ლიმიტი 3 წლიდან კვლავ 4 წლამდე გაიზრდება“, – ნათქვამია ანგარიშში.
ეროვნული ბანკი მომავალშიც გააგრძელებს დაკვირვებას სამომხმარებლო დაკრედიტების ტენდენციებზე, რადგან ჯანსაღი საკრედიტო სტანდარტები ამ სეგმენტში შინამეურნეობების ვალის სტაბილურობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
2019 წლიდან საქართველოში ამოქმედდა ფიზიკური პირებისთვის "პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა", რომელმაც "შეაჩერა სესხების გადაჭარბებული ზრდის შედეგად წარმოქმნილი ფინანსური რისკები და ამავდროულად დაეხმარა სესხების გადამისამართებას უფრო პროდუქტიულ დარგებზე".
საქართველოს ხელისუფლებამ 2019 წლის 1 იანვრიდან კრედიტების გაცემის წესები გაამკაცრა. კერძოდ, ბანკებსა და საფინანსო ორგანიზაციებს კრედიტის გაცემა შეუძლიათ მხოლოდ ვალის აღების მსურველის ფინანსური მდგომარეობის დეტალური ანალიზის შემდეგ და მხოლოდ სუფთა შემოსავლებიდან გამომდინარე.
გარდა ამისა, დადგენილია კრედიტზე ყოველთვიური გადასახადის ლიმიტი, კრედიტის ვადა, და აკრძალულია 200 ათას ლარამდე თანხის გაცემა დოლარში.
თუმცა, 2022 წლის ივლისის ბოლოს რეგულატორმა ეს ბოლო ნორმა ნაწილობრივ შეარბილა და გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვით, მოქალაქეების ნაწილს 200 ათას ლარამდე ვალის აღება უცხოურ ვალუტაში – დოლარში ან ევროში შეუძლია. ამ კრედიტებისთვის ქვედა ზღვარი დადგენილი არ არის.