https://sputnik-georgia.com/20220816/kreditebi-fermerebistvis-ufro-xelmisawvdobi-gaxdeba-269480147.html
კრედიტები ფერმერებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდება
კრედიტები ფერმერებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდება
Sputnik საქართველო
კენკროვანი კულტურების მოსაყვანად სათბურის შექმნისას სახელმწიფო ფერმერს კრედიტს ოთხი წლის განმავლობაში წლიური 11%-ით დაუფინანსებს. 16.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-16T14:44+0400
2022-08-16T14:44+0400
2022-08-16T21:29+0400
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საზოგადოება
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23617/30/236173034_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_9615607458e59fac82e939a7457ff33d.jpg
თბილისი,16 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა შესწორებები პროექტში „შეღავათიანი აგროკრედიტი“, რომელიც ფერმერებისთვის მიზნობრივი კრედიტების დაბალი განაკვეთით გაცემას უზრუნველყოფს, იუწყება ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.უწყება აქტიურად მუშაობს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და ამ მიზნით ფერმერების დახმარების პროგრამებს ახორციელებს. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია „შეღავათიანი აგროკრედიტი“, რომელიც ქვეყანაში 2013 წლის მარტიდან მოქმედებს.მთავრობამ ცვლილებები პროექტის რამდენიმე ქვეკომპონენტში დაამტკიცა.კერძოდ, „შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის“ ქვეკომპონენტის ფარგლებში შესაძლებელი ხდება სესხის თანხით დაფინანსდეს სათბურში განსათავსებელი კენკროვანი ნერგების და ქოთნების შეძენის ღირებულება, თუ სესხის მიზანია კენკროვანი კულტურების სათბურის მოწყობა.სახელმწიფო ფერმერს კრედიტს ოთხი წლის განმავლობაში წლიური 11%-ით დაუფინანსებს. კრედიტის თანხა 20 ათასიდან 1,5 მლნ ლარამდე იქნება.ქართველი ფერმერები სასათბურე მეურნეობას ავითარებენ>>პროექტის ქვეკომპონენტის „ახალი მრავალწლოვანი კულტურების გაშენებისათვის“ ფარგლებში შესაძლებელი იქნება ბენეფიციარებმა სესხის თანხა გამოიყენონ მრავალწლიან ბაღებში დამცავი ბადეების მოსაწყობად ან არსებულის სარემონტოდ.ასევე შესაძლებელი ხდება სესხის თანხით დამხმარე შენობა-ნაგებობის მშენებლობა. „ახალი მრავალწლოვანი კულტურების გაშენებისათვის“ ქვეკომპონენტში წლიური თანადაფინანსების პროცენტი შეადგენს 11%-ს. სახელმწიფო ფერმერს 66 თვის განმავლობაში დაუფინანსებს სესხს წლიური 11%-ის ოდენობით. სესხის თანხა 20 ათასიდან 1,5 მლნ ლარამდე იქნება.პროექტის ქვეკომპონენტში „შეღავათიანი აგროლიზინგი“, რომელიც საწარმოებისა და აღჭურვილობის განვითარებას ემსახურება, შესაძლებელი ხდება ლიზინგით არასტაციონარულ ტექნოლოგიურ ხაზებთან ინტეგრირებული სატრანსპორტო საშუალების შეძენა.საქართველოს მასშტაბით მრავალწლოვანი ბაღების გაშენებაზე 133 მლნ ლარი დაიხარჯა>>ამ ქვეკომპონენტში წლიური თანადაფინანსების პროცენტი ასევე შეადგენს 11%-ს – სახელმწიფო ფერმერს 36 თვის განმავლობაში დაუფინანსებს სესხს წლიური 11%-ის ოდენობით. სესხის თანხა კი 20 ათასი ლარიდან 1,5 მილიონ ლარამდეა.„შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფერმერების დასახმარებლად დანერგილი სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც მათზე დაბალპროცენტიანი მიზნობრივი სესხების გაცემას უზრუნველყოფს.არსებობის ცხრა წლის განმავლობაში პროექტში, დარგში არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე, რიგი ცვლილებები შევიდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23617/30/236173034_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_e1a716b8b730299f5a5d2e8cfa051a9a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს სოფლის მეურნეობა, საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა, საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
კრედიტები ფერმერებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდება
14:44 16.08.2022 (განახლებულია: 21:29 16.08.2022) კენკროვანი კულტურების მოსაყვანად სათბურის შექმნისას სახელმწიფო ფერმერს კრედიტს ოთხი წლის განმავლობაში წლიური 11%-ით დაუფინანსებს.
თბილისი,16 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა შესწორებები პროექტში „შეღავათიანი აგროკრედიტი“, რომელიც ფერმერებისთვის მიზნობრივი კრედიტების დაბალი განაკვეთით გაცემას უზრუნველყოფს, იუწყება ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
უწყება აქტიურად მუშაობს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და ამ მიზნით ფერმერების დახმარების პროგრამებს ახორციელებს. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია „შეღავათიანი აგროკრედიტი“, რომელიც ქვეყანაში 2013 წლის მარტიდან მოქმედებს.
მთავრობამ ცვლილებები პროექტის რამდენიმე ქვეკომპონენტში დაამტკიცა.
კერძოდ, „შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის“ ქვეკომპონენტის ფარგლებში შესაძლებელი ხდება სესხის თანხით დაფინანსდეს სათბურში განსათავსებელი კენკროვანი ნერგების და ქოთნების შეძენის ღირებულება, თუ სესხის მიზანია კენკროვანი კულტურების სათბურის მოწყობა.
სახელმწიფო ფერმერს კრედიტს ოთხი წლის განმავლობაში წლიური 11%-ით დაუფინანსებს. კრედიტის თანხა 20 ათასიდან 1,5 მლნ ლარამდე იქნება.
პროექტის ქვეკომპონენტის „ახალი მრავალწლოვანი კულტურების გაშენებისათვის“ ფარგლებში შესაძლებელი იქნება ბენეფიციარებმა სესხის თანხა გამოიყენონ მრავალწლიან ბაღებში დამცავი ბადეების მოსაწყობად ან არსებულის სარემონტოდ.
ასევე შესაძლებელი ხდება სესხის თანხით დამხმარე შენობა-ნაგებობის მშენებლობა. „ახალი მრავალწლოვანი კულტურების გაშენებისათვის“ ქვეკომპონენტში წლიური თანადაფინანსების პროცენტი შეადგენს 11%-ს. სახელმწიფო ფერმერს 66 თვის განმავლობაში დაუფინანსებს სესხს წლიური 11%-ის ოდენობით. სესხის თანხა 20 ათასიდან 1,5 მლნ ლარამდე იქნება.
პროექტის ქვეკომპონენტში „შეღავათიანი აგროლიზინგი“, რომელიც საწარმოებისა და აღჭურვილობის განვითარებას ემსახურება, შესაძლებელი ხდება ლიზინგით არასტაციონარულ ტექნოლოგიურ ხაზებთან ინტეგრირებული სატრანსპორტო საშუალების შეძენა.
ამ ქვეკომპონენტში წლიური თანადაფინანსების პროცენტი ასევე შეადგენს 11%-ს – სახელმწიფო ფერმერს 36 თვის განმავლობაში დაუფინანსებს სესხს წლიური 11%-ის ოდენობით. სესხის თანხა კი 20 ათასი ლარიდან 1,5 მილიონ ლარამდეა.
„შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფერმერების დასახმარებლად დანერგილი სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც მათზე დაბალპროცენტიანი მიზნობრივი სესხების გაცემას უზრუნველყოფს.
არსებობის ცხრა წლის განმავლობაში პროექტში, დარგში არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე, რიგი ცვლილებები შევიდა.