https://sputnik-georgia.com/20220814/qartveli-fermerebi-sasatbure-meurneobas-avitareben-269436900.html
ქართველი ფერმერები სასათბურე მეურნეობას ავითარებენ
ქართველი ფერმერები სასათბურე მეურნეობას ავითარებენ
Sputnik საქართველო
აგროწარმოებაში მსოფლიო დონის სასათბურე მეურნეობების შექმნა ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია, განაცხადა მინისტრმა
2022-08-14T22:12+0400
2022-08-14T22:12+0400
2022-08-14T22:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს რეგიონები
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0e/269436594_0:142:2049:1294_1920x0_80_0_0_f32754c1debbdfda3078aa97529a362f.jpg
თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. სახელმწიფო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში, სასათბურე მეურნეობების შექმნისა და განვითარებისთვის 132 მლნ ლარის ღირებულების 1600-ზე მეტი სესხია გაცემულია, სადაც სახელმწიფოს თანადაფინანსება 21 მლნ ლარზე მეტია, განაცხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.„შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფერმერების დასახმარებლად დანერგილი სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც მათზე დაბალპროცენტიანი მიზნობრივი სესხების გაცემას უზრუნველყოფს.ოთარ შამუგიამ და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ სოფელ ფარცხანაყანევში სახელმწიფო თანადაფინანსებით შექმნილი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერეს.სოფელ ფარცხანაყანევში ფერმერმა გივი ბურჯანაძემ სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად 150 ათასუ ლარის ინვესტიცია განახორციელა, აქედან 99 ათასი ლარი „შეღავათიანი აგროკრედიტია“. სასათბურე მეურნეობაში 4 ადამიანია დასაქმებული. პროდუქციის რეალიზაცია საექსპორტო ბაზარზე ხორციელდება.საქართველოს მასშტაბით მრავალწლოვანი ბაღების გაშენებაზე 133 მლნ ლარი დაიხარჯა >>იმერეთის რეგიონში სასათბურე მეურნეობების შექმნისა და განვითარების მიმართულებით გაიცა 37 მლნ ლარის ღირებულების 700-ზე მეტი სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული თანადაფინანსება 6 მლნ ლარზე მეტია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0e/269436594_107:0:1926:1364_1920x0_80_0_0_be140309297bb62775b824eb8ac6822f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქართველი ფერმერები სასათბურე მეურნეობა გავითარება შეღავათიანი აგროკრედიტი ოთარ შამუგია
ქართველი ფერმერები სასათბურე მეურნეობა გავითარება შეღავათიანი აგროკრედიტი ოთარ შამუგია
ქართველი ფერმერები სასათბურე მეურნეობას ავითარებენ
აგროწარმოებაში მსოფლიო დონის სასათბურე მეურნეობების შექმნა ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია, განაცხადა მინისტრმა
თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. სახელმწიფო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში, სასათბურე მეურნეობების შექმნისა და განვითარებისთვის 132 მლნ ლარის ღირებულების 1600-ზე მეტი სესხია გაცემულია, სადაც სახელმწიფოს თანადაფინანსება 21 მლნ ლარზე მეტია, განაცხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
„შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფერმერების დასახმარებლად დანერგილი სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც მათზე დაბალპროცენტიანი მიზნობრივი სესხების გაცემას უზრუნველყოფს.
„აგროწარმოების ზრდის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო არაერთ პროექტს ახორციელებს. ეს პროექტები ითვალისწინებს ფერმერების როგორც ფინანსური, ასევე, ტექნიკური და მარკეტინგული მიმართულებებით მხარდაჭერას. აგროწარმოებაში საერთაშორისო სტანდარტის სასათბურე მეურნეობების შექმნა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია“, - განაცხადა შამუგიამ.
ოთარ შამუგიამ და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ სოფელ ფარცხანაყანევში სახელმწიფო თანადაფინანსებით შექმნილი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერეს.
სოფელ ფარცხანაყანევში ფერმერმა გივი ბურჯანაძემ სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად 150 ათასუ ლარის ინვესტიცია განახორციელა, აქედან 99 ათასი ლარი „შეღავათიანი აგროკრედიტია“. სასათბურე მეურნეობაში 4 ადამიანია დასაქმებული. პროდუქციის რეალიზაცია საექსპორტო ბაზარზე ხორციელდება.
იმერეთის რეგიონში სასათბურე მეურნეობების შექმნისა და განვითარების მიმართულებით გაიცა 37 მლნ ლარის ღირებულების 700-ზე მეტი სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული თანადაფინანსება 6 მლნ ლარზე მეტია.