https://sputnik-georgia.com/20231030/didi-britanetis-kompania-saqartvelosi-investiciebit-dainteresda-283796704.html
დიდი ბრიტანეთის კომპანია საქართველოში ინვესტიციებით დაინტერესდა
დიდი ბრიტანეთის კომპანია საქართველოში ინვესტიციებით დაინტერესდა
Sputnik საქართველო
დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და ეგვიპტისგან განსხვავებით, საქართველოში ბიზნესის რეგისტრაცია საკმაოდ მარტივია, განაცხადა ინვესტორმა. 30.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-30T19:13+0400
2023-10-30T19:13+0400
2023-11-04T14:55+0400
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
აწარმოე საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/13/283444810_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_61051da74f0202d402b860f11a4565e4.jpg
თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. ბრიტანული კომპანია Hives CX, რომელიც ბიზნეს-პროცესების აუტსორსინგზეა სპეციალიზებული, საქართველოში ინვესტიციებს განახორციელებს სახელმწიფო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.კომპანია ინვესტიციებს ჩადებს ბიზნეს-პროცესების დისტანციური მიწოდების სფეროში (BPO) და იმუშავებს IT სერვისების დისტანციურად მიწოდებასა და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით.მისი თქმით, ის საქართველოში ინვესტირებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ნახევარი წლის წინ ქვეყანას BPO სექტორის სხვა საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად სააგენტოს მოწვევით ესტუმრა და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნო.კამელის თქმით, BPO-ს ინდუსტრია არის დარგი, რომელიც ადამიანურ კაპიტალსა და უნარებს ეფუძნება, ამიტომ მის გადაწყვეტილებაზე გავლენა საქართველოში ნიჭიერმა ადამიანებმა და მათმა უნარებმა მოახდინა.მეორედ ბიზნესმენი საქართველოს გასულ კვირაში BPO-ს დარგობრივ სამიტზე ეწვია, რომლის ორგანიზატორი იყო სააგენტო „აწარმოე საქართველოში“. მასში მონაწილეობდა 15-მდე საერთაშორისო კომპანია აშშ-დან, კანადიდან, ავსტრალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, ინდოეთიდან, კოლუმბიიდან და შვეიცარიიდან.პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ენერგეტიკის სექტორსაც დააფინანსებს>>სამიტის ფარგლებში სტუმრებმა შეხვედრები გამართეს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან, ბიზნეს-ასოციაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საქართველოში მოქმედ უცხოურ კომპანიებთან.ღონისძიება საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა. მისი მიზანი იყო საქართველოს, როგორც საინვესტიციო მიმართულების პოპულარიზაცია.სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამაა ქვეყანაში. ის 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა. მისი მიზანია ადგილობრივი წარმოების განვითარება და წახალისება. 2017 წლის აპრილში შეიქმნა ამავე დასახელების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა ყველა სახელმწიფო პროგრამა, მიმართული ბიზნეს-სექტორისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისკენ.სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" პროგრამები მიმართულია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებაზე, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე.საქართველო ინვესტორებისთვის საიმედო პარტნიორი გახდა - ლევან დავითაშვილი>>საუბარია კრედიტების სუბსიდირებასა და უზრუნველყოფაზე, რომელიც მოიცავს საქმიანობის 200-ზე მეტ სახეობას და მიკროგრანტებს, რომლებიც საქმიანობის 300-მდე სახეობას ეხება.2014 წლიდან „აწარმოე საქართველოში" სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში 11 ათასამდე პროექტი დაფინანსდა და შეიქმნა 65 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი.ინვესტიციები საქართველოშისაქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2023 წლის პირველ ნახევარში 10,8%-ით გაიზარდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 1,1 მლრდ დოლარამდე შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.კორონავირუსის პანდემიის ფონზე, 2020 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, 2019 წელთან შედარებით, 57,2%-ით შემცირდა და 572 მილიონი დოლარი შეადგინა.საქართველოში ინვესტიციები იზრდება: „საქსტატის“ უახლესი მონაცემები>>2021 წელს ინვესტიციების მოცულობა გაორმაგდა და 1,2 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამ პერიოდში საქართველოში ინვესტიციების ჩადების მხრივ ლიდერები გახდნენ ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, ჩინეთი, ნიდერლანდი და აშშ.რაც შეეხება 2022 წელს, ინვესტიციების მოცულობამ, დაზუსტებული მონაცემებით, 2,1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 67,5%-ით აღემატებოდა 2021 წლის მონაცემებს.
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/13/283444810_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_7438a6d0d91f7123723f8fe5dfb181c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, დიდი ბრიტანეთი , აწარმოე საქართველოში
ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, დიდი ბრიტანეთი , აწარმოე საქართველოში
დიდი ბრიტანეთის კომპანია საქართველოში ინვესტიციებით დაინტერესდა
19:13 30.10.2023 (განახლებულია: 14:55 04.11.2023) დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და ეგვიპტისგან განსხვავებით, საქართველოში ბიზნესის რეგისტრაცია საკმაოდ მარტივია, განაცხადა ინვესტორმა.
თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. ბრიტანული კომპანია Hives CX, რომელიც ბიზნეს-პროცესების აუტსორსინგზეა სპეციალიზებული, საქართველოში ინვესტიციებს განახორციელებს სახელმწიფო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
კომპანია ინვესტიციებს ჩადებს ბიზნეს-პროცესების დისტანციური მიწოდების სფეროში (BPO) და იმუშავებს IT სერვისების დისტანციურად მიწოდებასა და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით.
„ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც აქ ინვესტირება გადავწყვიტე, ქვეყნის მთავრობის, ასევე სახელმწიფო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დიდი მხარდაჭერაა, ასევე ბიზნესის რეგისტრაციის სისწრაფე და სიმარტივე. განსხვავებით დიდი ბრიტანეთისგან, პოლონეთისგან და ეგვიპტისგან, საქართველოში რეგისტრაციის პროცესი საკმაოდ მარტივია“, – განაცხადა Hives CX Georgia-ს დამფუძნებელმა შერიფ კამელმა.
მისი თქმით, ის საქართველოში ინვესტირებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ნახევარი წლის წინ ქვეყანას BPO სექტორის სხვა საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად სააგენტოს მოწვევით ესტუმრა და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნო.
კამელის თქმით, BPO-ს ინდუსტრია არის დარგი, რომელიც ადამიანურ კაპიტალსა და უნარებს ეფუძნება, ამიტომ მის გადაწყვეტილებაზე გავლენა საქართველოში ნიჭიერმა ადამიანებმა და მათმა უნარებმა მოახდინა.
მეორედ ბიზნესმენი საქართველოს გასულ კვირაში BPO-ს დარგობრივ სამიტზე ეწვია, რომლის ორგანიზატორი იყო სააგენტო „აწარმოე საქართველოში“. მასში მონაწილეობდა 15-მდე საერთაშორისო კომპანია აშშ-დან, კანადიდან, ავსტრალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, ინდოეთიდან, კოლუმბიიდან და შვეიცარიიდან.
სამიტის ფარგლებში სტუმრებმა შეხვედრები გამართეს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან, ბიზნეს-ასოციაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საქართველოში მოქმედ უცხოურ კომპანიებთან.
ღონისძიება საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა. მისი მიზანი იყო საქართველოს, როგორც საინვესტიციო მიმართულების პოპულარიზაცია.
სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამაა ქვეყანაში. ის 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა. მისი მიზანია ადგილობრივი წარმოების განვითარება და წახალისება. 2017 წლის აპრილში შეიქმნა ამავე დასახელების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა ყველა სახელმწიფო პროგრამა, მიმართული ბიზნეს-სექტორისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისკენ.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" პროგრამები მიმართულია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებაზე, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე.
საუბარია კრედიტების სუბსიდირებასა და უზრუნველყოფაზე, რომელიც მოიცავს საქმიანობის 200-ზე მეტ სახეობას და მიკროგრანტებს, რომლებიც საქმიანობის 300-მდე სახეობას ეხება.
2014 წლიდან „აწარმოე საქართველოში" სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში 11 ათასამდე პროექტი დაფინანსდა და შეიქმნა 65 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი.
ინვესტიციები საქართველოში
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2023 წლის პირველ ნახევარში 10,8%-ით გაიზარდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 1,1 მლრდ დოლარამდე შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
კორონავირუსის პანდემიის ფონზე, 2020 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, 2019 წელთან შედარებით, 57,2%-ით შემცირდა და 572 მილიონი დოლარი შეადგინა.
2021 წელს ინვესტიციების მოცულობა გაორმაგდა და 1,2 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამ პერიოდში საქართველოში ინვესტიციების ჩადების მხრივ ლიდერები გახდნენ ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, ჩინეთი, ნიდერლანდი და აშშ.
რაც შეეხება 2022 წელს, ინვესტიციების მოცულობამ, დაზუსტებული მონაცემებით, 2,1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 67,5%-ით აღემატებოდა 2021 წლის მონაცემებს.