პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ენერგეტიკის სექტორსაც დააფინანსებს

© Sputnik / Alexander Imedashviliქარის ელექტროსადგური
ქარის ელექტროსადგური - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2023
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს ავითარებს.
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფართოვდება, სახელმწიფო იწყებს ელექტროენერგიის წარმოებაში ჩართული მეწარმეების დაფინანსებას, განაცხადა სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.
„აწარმოე საქართველოში“ 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა. მისი მიზანია ადგილობრივი წარმოების განვითარება და წახალისება. 2017 წლის აპრილში შეიქმნა ამავე დასახელების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა ყველა სახელმწიფო პროგრამა, მიმართული ბიზნეს-სექტორისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისკენ.

„სააგენტო მზად არის ხელი შეუწყოს ელექტროენერგიის მწარმოებელ კომპანიებს, რომლებიც მზის, ქარისა და ჰიდროელექტროენერგიას აწარმოებენ. ვფიქრობთ, ეს დაეხმარება როგორც ენერგეტიკის დარგის, ისე ჩვენი ქვეყნის ენერგომომავალის განვითარებას“, – განაცხადა ხიდურელმა.

მისი თქმით, განახლებადი ენერგიის წყაროების წარმოება და განვითარება საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტია.
სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში სესხით/ლიზინგით სარგებლობისთვის სავალდებულოა – ობიექტი აწარმოებდეს მზის, ქარის ან ჰიდროენერგიას და მათი დადგმული სიმძლავრე 0,5 მეგავატს არ აღემატებოდეს. სააგენტოში დააზუსტეს, რომ ჰიდროენერგეტიკის შემთხვევაში საუბარია მცირე ჰესებზე.
პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში სააგენტო ახორციელებს სესხის პროცენტის სუბსიდირებას სესხის სრული ვადით – ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5%-ის ოდენობით. პროგრამის ფარგლებში ასევე შესაძლებელია დამატებითი სარგებლის მიღება უზრუნველყოფის ნაწილში.
პროგრამის „ბიზნეს უნივერსალის“ კომპონენტს ელექტროენერგიის წარმოების სახით კიდევ ერთი ეკონომიკური აქტივობა დაემატა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მეწარმეობის განვითარებას და სამეწარმეო სტრუქტურების მხარდაჭერას.
განახლებადი ენერგეტიკა: პრემიერმა გეგმებზე ისაუბრა>>>
გარდა ამისა, „ბიზნეს უნივერსალის“ კომპონენტის მიზანია ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა, არსებული საწარმოების გაფართოების და გადაიარაღების ხელშეწყობა, აგრეთვე კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საშუალებით.
პროგრამა აფინანსებს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა: ინდუსტრიული დარგი, სასტუმრო ინდუსტრია, ბალნეოლოგიური კურორტები, ტურისტული სერვისები, აგრო და ეკოტურისტული ინდუსტრია.
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ. პროგრამები მიმართულია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებაზე, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე.
საუბარია კრედიტების სუბსიდირებასა და უზრუნველყოფაზე, რომელიც მოიცავს საქმიანობის 200-ზე მეტ სახეობას და მიკროგრანტებს, რომლებიც საქმიანობის 300-მდე სახეობას ეხება.
ყველა ახალი ამბავი
0