საქართველო ინვესტორებისთვის საიმედო პარტნიორი გახდა - ლევან დავითაშვილი

© Ministry of Economy and Sustainable Developmentლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2023
გამოწერა
საქართველოს მთავრობა სამართლებრივი ბაზის გაუმჯობესებას აპირებს, რათა საინვესტიციო კანონმდებლობა იყოს უკეთ განვითარებული და ხელი შეუწყოს როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ ინვესტიციებს.
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. უცხოელი ინვესტორებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი იყო და დროთა განმავლობაში ქვეყანა სტაბილური და საიმედო პარტნიორი გახდა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" სიტყვით გამოსვლისას.
„აბრეშუმის გზის" ფორუმი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. მასში 63 ქვეყნის 2 ათასამდე წარმომადგენელი მონაწილეობს, მათ შორის არიან სომხეთის, აზერბაიჯანისა და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრები. ორდღიანი ღონისძიება 26 ოქტომბერს საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.

„დროთა განმავლობაში ჩვენი ქვეყანა გახდა სტაბილური, უსაფრთხო, საიმედო პარტნიორი... ჩვენ ამ გზაზე პრიორიტეტად დავსახეთ, ვყოფილიყავით მიმზიდველი და შეგვექმნა ხელსაყრელი პირობები უცხოელი ინვესტორებისთვის", – განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს დადებითი ეკონომიკური ტრაექტორია კარგად შემუშავებული მაკროეკონომიკური პოლიტიკის, მთელი რიგი სტრატეგიული რეფორმებისა და ამბიციების შედეგია, რაც გულისხმობდა საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩოს დაახლოებას ევროკავშირთან.
დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა მთავრობის სურვილის შესახებ, რაც გულისხმობს სამართლებრივი ბაზის გაუმჯობესებას, რათა საინვესტიციო კანონმდებლობა უფრო განვითარდეს და ხელი შეუწყოს როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ ინვესტიციებს.

„გვინდა უზრუნველვყოთ წვდომა ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, ასევე ავამაღლოთ ენერგეტიკული უსაფრთხოება და დავამყაროთ მეტი კავშირი ევროკავშირთან. სწორედ ამ დღის წესრიგის გათვალისწინებით, საქართველო არის ადგილი ინვესტიციებისთვის, როგორც დანიშნულების ადგილი, სადაც დაბალი ხარჯები თანხვედრაშია შემცირებულ რისკებთან", – განაცხადა მან.

ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოში კარგი ბიზნეს-კლიმატი, "მწვანე ენერგიაზე" ხელმისაწვდომობა და თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობაა.

„ბლუმბერგის" 2022 წლის ყოველწლიურმა გლობალურმა კვლევამ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო გამოირჩევა, როგორც პოპულარული საინვესტიციო დანიშნულების ადგილი, რომელიც წამყვან გლობალურ ეკონომიკებს შორის მე-13 ადგილზეა ინვესტიციების თვალსაზრისით. ციფრები ამას ნამდვილად ადასტურებს და ჩვენ გასულ წელს დავინახეთ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა რეკორდულ მაჩვენებელზე იყო – 2 მლრდ დოლარი", – განაცხადა დავითაშვილმა.

ამას გარდა, დავითაშვილმა ფორუმის სტუმრებს გააცნო ექსპორტის ზრდის სტატისტიკა (32%) 2022 წელს, რამაც დაახლოებით 6 მლრდ დოლარი შეადგინა.

„იმედი გვაქვს, 2023 წელს კიდევ იქნება რეკორდულად მაღალი უცხოური ინვესტიციები ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობა, ენერგეტიკა, წარმოება", – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

თავის გამოსვლაში დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ფორუმში მონაწილე ქვეყნები ერთსა და იმავე მისიას იზიარებენ და მათ შესთავაზა, ერთობლივად გამოიყენონ გახსნილი შესაძლებლობები და გადაჭრან ქვეყნების წინაშე მდგარი გამოწვევები.
საქართველოს პრიორიტეტები ეკონომიკის ზრდისთვის - რა განიხილეს თბილისის ფორუმზე>>
მან იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნები ერთად შეძლებენ ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას, რაც წვლილს შეიტანს რეგიონულ და გლობალურ ეკონომიკაში.
მისი თქმით, ფორუმზე წარმოდგენილი თითოეული ქვეყანა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს არა მხოლოდ თავისი ეკონომიკის განვითარებაში, არამედ ასევე არსებით გავლენას ახდენს მეზობელი ქვეყნების კეთილდღეობასა და განვითარებაზე „შუა დერეფნის" მეშვეობით.

„ამ კუთხით აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყნებსა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობა, კოლაბორაცია არასდროს ყოფილა იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ეს არის ახლა, ამ ეტაპზე. ყველა ქვეყანა ცდილობს განავითაროს ხელსაყრელი, პროგნოზირებადი და ბიზნესისთვის კეთილგანწყობილი ეკონომიკა და საქართველოც სწორედ ამ გზას მიჰყვება", – განაცხადა დავითაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ საქართველო აძლიერებს თავის კავშირებს პოტენციურ ინვესტორებთან და „აბრეშუმის გზის“ ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები B2B და B2G, რაც მთავრობას თავდაჯერებულობას მატებს, რომ საინვესტიციო პერსპექტივები განხილული იქნება უფრო ღრმად და გაიხსნება თანამშრომლობის პოტენციური შესაძლებლობები.
ეროვნულმა ბანკმა მსხვილ ინვესტორებს ქვეყნის საინვესტიციო გარემო გააცნო>>
„საქართველოს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ გამოვხატავ მზადყოფნას, ვიმუშაოთ მხარდამხარ მდგრადი, გამძლე და დინამიკური ზრდის უზრუნველსაყოფად", – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ტურიზმის ტენდენცია
დავითაშვილმა ფორუმის მონაწილეებს ასევე გააცნო საქართველოს ტურიზმის სექტორის ტენდენციები და დინამიკა. მისი თქმით, საქართველო მსოფლიო ტურიზმისთვის მიმზიდველ მიმართულებად რჩება. პანდემიამდე ეს სექტორი იზრდებოდა, 2019 წელს საქართველოს დაახლოებით 9 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია და საბოლოოდ ამ სექტორში 3,3 მილიარდი შემოსავალი შევიდა.

„მოხარული ვართ, რომ უკვე გადავაჭარბეთ 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებელს, რაც სექტორის ზრდაზე მეტყველებს. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მიმზიდველი შესაძლებლობები უცხოური კომპანიებისთვის", – განაცხადა მინისტრმა.

გასული წელი ქართული ტურიზმისთვის ძალზე წარმატებული იყო. მთლიანობაში გასულ წელს საქართველოს 5,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 188,5%-ით მეტია, ვიდრე 2021 წლის იანვარ-დეკემბერში. 2023 წლის დასაწყისში ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელმა, 2019 წელთან შედარებით, 58% შეადგინა. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ 2023 წელს ეს რეკორდი მოიხსნება.
გასულ წელს საქართველომ 2019 წლის რეკორდის მოხსნა მხოლოდ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის მაჩვენებლით შეძლო – ქვეყანამ ტურიზმით გამოიმუშავა 3,5 მლრდ დოლარზე მეტი (7,6%-ით მეტი, ვიდრე 2019 წელს).
ყველა ახალი ამბავი
0