https://sputnik-georgia.com/20231020/erovnulma-bankma-msxvil-investorebs-qveynis-sainvesticio-garemo-gaacno-283471887.html
ეროვნულმა ბანკმა მსხვილ ინვესტორებს ქვეყნის საინვესტიციო გარემო გააცნო
ეროვნულმა ბანკმა მსხვილ ინვესტორებს ქვეყნის საინვესტიციო გარემო გააცნო
Sputnik საქართველო
შეხვედრაზე აღინიშნა სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო საქართველოში, ინფლაციის შემცირებული დონე, ფრთხილი მონეტარული პოლიტიკა და მაღალი ეკონომიკური ზრდა. 20.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-20T11:29+0400
2023-10-20T11:29+0400
2023-10-20T17:13+0400
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/12/279732564_87:146:1153:745_1920x0_80_0_0_d5e336b634115d0a41d64ceab3299b20.jpg
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებს და ამერიკელ ინვესტორებს საქართველოს მიმზიდველი საინვესტიციო პოტენციალი და სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო გააცნო, ნათქვამია რეგულატორის განცხადებაში.თურნავამ მონაწილეობა მიიღო Bank of America-ს მიერ ჩატარებულ ინვესტორთა კონფერენციაში მარაქეშში.ქართულმა დელეგაციამ კონფერენციის მონაწილეებს – JP Morgan-ის, Morgan Stanley-ს, Fidelity Management and Research Company-ს, Artisan Partner-ის, Vanguard Asset Management-ის, Abrdn Investment Limited-ის და სხვა საფინანსო და საინვესტიციო ინსტიტუტების წარმომადგენლებს საქართველოს შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.როგორ გაუმკლავდა გამოწვევებს საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი - მინისტრის პასუხი>>შეხვედრაზე აღინიშნა სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო საქართველოში, ინფლაციის შემცირებული დონე, ფრთხილი მონეტარული პოლიტიკა და მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც, მიუხედავად გარე შოკებისა, ბოლო წლებში ქვეყანაში დაფიქსირდა.2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.„მნიშვნელოვანი პროგრესი" - პრემიერი ეკონომიკის ზრდაზე>>საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2023 წლის აგვისტოში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,8% შეადგინა. 2023 წლის იანვარი–აგვისტოში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7% შეადგინა.შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ინვესტორებისთვის საინტერესო თემებს, როგორიცაა საბანკო სექტორის სტაბილურობა, დედოლარიზაცია და სხვ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/12/279732564_134:154:1056:846_1920x0_80_0_0_a95a25f57179936d267d388abf9f7123.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა
ეროვნულმა ბანკმა მსხვილ ინვესტორებს ქვეყნის საინვესტიციო გარემო გააცნო
11:29 20.10.2023 (განახლებულია: 17:13 20.10.2023) შეხვედრაზე აღინიშნა სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო საქართველოში, ინფლაციის შემცირებული დონე, ფრთხილი მონეტარული პოლიტიკა და მაღალი ეკონომიკური ზრდა.
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებს და ამერიკელ ინვესტორებს საქართველოს მიმზიდველი საინვესტიციო პოტენციალი და სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო გააცნო, ნათქვამია რეგულატორის განცხადებაში.
თურნავამ მონაწილეობა მიიღო Bank of America-ს მიერ ჩატარებულ ინვესტორთა კონფერენციაში მარაქეშში.
ქართულმა დელეგაციამ კონფერენციის მონაწილეებს – JP Morgan-ის, Morgan Stanley-ს, Fidelity Management and Research Company-ს, Artisan Partner-ის, Vanguard Asset Management-ის, Abrdn Investment Limited-ის და სხვა საფინანსო და საინვესტიციო ინსტიტუტების წარმომადგენლებს საქართველოს შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
შეხვედრაზე აღინიშნა სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო საქართველოში, ინფლაციის შემცირებული დონე, ფრთხილი მონეტარული პოლიტიკა და მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც, მიუხედავად გარე შოკებისა, ბოლო წლებში ქვეყანაში დაფიქსირდა.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2023 წლის აგვისტოში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,8% შეადგინა. 2023 წლის იანვარი–აგვისტოში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7% შეადგინა.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ინვესტორებისთვის საინტერესო თემებს, როგორიცაა საბანკო სექტორის სტაბილურობა, დედოლარიზაცია და სხვ.