https://sputnik-georgia.com/20230929/mnisvnelovani-progresi-premieri-ekonomikis-zrdaze-282794640.html
„მნიშვნელოვანი პროგრესი" - პრემიერი ეკონომიკის ზრდაზე
„მნიშვნელოვანი პროგრესი" - პრემიერი ეკონომიკის ზრდაზე
Sputnik საქართველო
საქართველოს ეკონომიკური ზრდა ბოლო ორ წელიწადში ძალიან ძლიერი იყო და წელსაც მშპ ზრდას მაღალი ტემპით განაგრძობს, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 29.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-29T18:19+0400
2023-09-29T18:19+0400
2023-09-29T21:16+0400
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251141576_0:161:3068:1887_1920x0_80_0_0_1ddf034d6f8cd285cf8defbcb3fe9bc9.jpg
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკის 7%-იანი ზრდა რვა თვეში მიუთითებს ქვეყანაში არსებულ პროგრესზე, მიუხედავად მსოფლიოში და რეგიონში არსებული ვითარებისა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. საქართველოში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2023 წლის აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,8% შეადგინა. მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 2023 წლის იანვარ-აგვისტოში 7% შეადგინა. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა ბოლო ორ წელიწადში ძალიან ძლიერი იყო და წელსაც მშპ ზრდას მაღალი ტემპით განაგრძობს. 2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა. დამატებითი მუხტი ეკონომიკისთვის - თურნავამ ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა>>დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,5% შეადგინა, 2022 წლის მაჩვენებელი 10,1% იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251141576_169:0:2900:2048_1920x0_80_0_0_6a6ab6db9ee50c7db89108d803783a25.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
„მნიშვნელოვანი პროგრესი" - პრემიერი ეკონომიკის ზრდაზე
18:19 29.09.2023 (განახლებულია: 21:16 29.09.2023) საქართველოს ეკონომიკური ზრდა ბოლო ორ წელიწადში ძალიან ძლიერი იყო და წელსაც მშპ ზრდას მაღალი ტემპით განაგრძობს, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკის 7%-იანი ზრდა რვა თვეში მიუთითებს ქვეყანაში არსებულ პროგრესზე, მიუხედავად მსოფლიოში და რეგიონში არსებული ვითარებისა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
საქართველოში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2023 წლის აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,8% შეადგინა. მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 2023 წლის იანვარ-აგვისტოში 7% შეადგინა.
„რვა თვეში ეკონომიკის ზრდა შეადგენს 7%-ს, რაც, რა თქმა უნდა, ყველა იმ ფაქტორებისა და გარემოებების გათვალისწინებით, რაც მიმდინარეობს მთელ მსოფლიოში და, მით უმეტეს, რეგიონში, არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა ბოლო ორ წელიწადში ძალიან ძლიერი იყო და წელსაც მშპ ზრდას მაღალი ტემპით განაგრძობს.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,5% შეადგინა, 2022 წლის მაჩვენებელი 10,1% იყო.