https://sputnik-georgia.com/20230928/turnava-biznes-wreebis-warmomadgenlebs-shexvda-282736512.html
დამატებითი მუხტი ეკონომიკისთვის - თურნავამ ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
დამატებითი მუხტი ეკონომიკისთვის - თურნავამ ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
Sputnik საქართველო
ნათია თურნავას განცხადებით, საბანკო სექტორი და ეროვნული ბანკი, როგორც ყოველთვის, დღესაც ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ. 28.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-28T12:27+0400
2023-09-28T12:27+0400
2023-09-28T18:47+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ბიზნესგარემო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1b/282734085_239:409:1643:1199_1920x0_80_0_0_9f725ec35948b0592381c4303b96627f.jpg
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმები, რომლებიც დამატებით სტიმულს მისცემს ქვეყნის ეკონომიკასა და მოსახლეობას ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ კომერციული ბანკებისა და საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა, ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოს ეკონომიკა სწრაფად ზრდას აგრძელებს. ქვეყნის რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2023 წლის ივლისში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,5% შეადგინა. მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 2023 წლის იანვარ-ივლისში 7,2% შეადგინა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქართული საფინანსო სისტემა იყო, არის და იქნება საერთაშორისო სანქციების ერთგული. როგორც TBC Bank-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი თხელიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე ექვსი პროექტი განიხილეს. როგორც ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა, BAG-ში გაერთიანებულია საქართველოს ეკონომიკის 75% – ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორი. როგორც ფხაკაძემ აღნიშნა, ასოციაციის მიერ აღნიშნულ შეხვედრაზე გამოთქმული ხედვები და მოსაზრებები ორ რამეს ემსახურება: ისინი დადებითად აისახება საპროცენტო განაკვეთის შემცირებაზე, რაც ბიზნესისთვის ძალიან დიდი პრობლემაა, და ხელს შეუწყობს ლიკვიდურობის გაზრდას, ანუ შესაძლებელი გახდება ბაზრისთვის მეტი ფულადი რესურსის მიწოდება. 2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა. დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,5% შეადგინა, 2022 წლის მაჩვენებელი 10,1% იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1b/282734085_758:418:1800:1199_1920x0_80_0_0_3fe528e8f00597c5394a035c3aad3e95.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ბიზნესგარემო , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ბიზნესგარემო , ახალი ამბები
დამატებითი მუხტი ეკონომიკისთვის - თურნავამ ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
12:27 28.09.2023 (განახლებულია: 18:47 28.09.2023) ნათია თურნავას განცხადებით, საბანკო სექტორი და ეროვნული ბანკი, როგორც ყოველთვის, დღესაც ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ.
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმები, რომლებიც დამატებით სტიმულს მისცემს ქვეყნის ეკონომიკასა და მოსახლეობას ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ კომერციული ბანკებისა და საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა, ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს ეკონომიკა სწრაფად ზრდას აგრძელებს. ქვეყნის რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2023 წლის ივლისში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,5% შეადგინა. მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 2023 წლის იანვარ-ივლისში 7,2% შეადგინა.
„ვიხილავთ ბანკების მიერ დასმულ საკითხებს, თუ როგორ უნდა მოხდეს დამატებითი მუხტის მიცემა ეკონომიკისთვის. გვაქვს საერთო მიზანი, რომ ეკონომიკა კვლავაც სწრაფად იზრდებოდეს და ბანკებმა უფრო მეტი რესურსის დაბანდება შეძლონ. ეს არის ძალიან საინტერესო ინიციატივები, რაც საბანკო სექტორში დაინერგება – რა თქმა უნდა, ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ და ყველა რისკის გათვალისწინებით", – განაცხადა თურნავამ.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქართული საფინანსო სისტემა იყო, არის და იქნება საერთაშორისო სანქციების ერთგული.
„საბანკო სექტორი და ეროვნული ბანკი, როგორც ყოველთვის, დღესაც ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ, გვაქვს ერთიანი ხედვა და საერთო მიზანი. საბანკო სექტორი და ეროვნული ბანკი ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულები ვართ. გვაქვს ძალიან საინტერესო სამომავლო განვითარების გეგმები", – განაცხადა თურნავამ.
როგორც TBC Bank-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი თხელიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე ექვსი პროექტი განიხილეს.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ უახლოეს ორ თვეში შეთანხმებას მივაღწევთ გარკვეულ სიახლეებთან დაკავშირებით, რომელთაც შემდგომ ბაზარს წარვუდგენთ", – განაცხადა თხელიძემ.
როგორც ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა, BAG-ში გაერთიანებულია საქართველოს ეკონომიკის 75% – ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორი.
„რა თქმა უნდა, ხშირად გვაქვს კომუნიკაცია ისეთ მარეგულირებელთან, როგორიც არის საქართველოს ეროვნული ბანკი. ეს ემსახურება ქვეყნის, ბიზნესის განვითარებას და ეკონომიკის გაძლიერებას. ჩვენი ამოცანაა – საბანკო-საფინანსო სისტემა, რომელიც ძლიერი და გამორჩეულია რეგიონში, კიდევ უფრო გაძლიერდეს", – განაცხადა ფხაკაძემ.
როგორც ფხაკაძემ აღნიშნა, ასოციაციის მიერ აღნიშნულ შეხვედრაზე გამოთქმული ხედვები და მოსაზრებები ორ რამეს ემსახურება: ისინი დადებითად აისახება საპროცენტო განაკვეთის შემცირებაზე, რაც ბიზნესისთვის ძალიან დიდი პრობლემაა, და ხელს შეუწყობს ლიკვიდურობის გაზრდას, ანუ შესაძლებელი გახდება ბაზრისთვის მეტი ფულადი რესურსის მიწოდება.
„ზოგადად, ეკონომიკის განვითარება თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობის საწინდარია. თუ გვინდა გვქონდეს ძლიერი ქვეყანა, უნდა გვქონდეს ძლიერი ეკონომიკა. ძლიერი ეკონომიკა კი უნდა შექმნას ბიზნესმა. ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი, რომ ამას ყველამ ერთად მივაღწიოთ", – განაცხადა ფხაკაძემ.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,5% შეადგინა, 2022 წლის მაჩვენებელი 10,1% იყო.