საქართველოს პრიორიტეტები ეკონომიკის ზრდისთვის - რა განიხილეს „აბრეშუმის გზის“ ფორუმზე

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2023
გამოწერა
„შუა დერეფნის" პროექტთან დაკავშირებული პრობლემების გადალახვის სურვილის შესახებ ყველა მონაწილე ქვეყანამ განაცხადა, აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. სატრანსპორტო კავშირების განვითარება საქართველოს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე".
„აბრეშუმის გზის" ფორუმი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. მასში 63 ქვეყნის 2 ათასამდე წარმომადგენელი მონაწილეობს, მათ შორის არიან სომხეთის, აზერბაიჯანისა და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრები. ღონისძიება საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.

„ახლა უფრო მეტად გავამახვილეთ ყურადღება კავშირზე, ტრანსპორტზე. საგზაო კავშირები, საგზაო ტრანსპორტი ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ამ კონკრეტულ სექტორს ვავითარებთ, რა თქმა უნდა, ეკონომიკის ყველა სექტორისა და დარგისთვის. ვაჭრობის, ინვესტირების გარდა, ეს ზეგავლენას ახდენს ზოგადად უმუშევრობასა და საარსებო საშუალებებზე. ეს არის ერთი საკითხი. ინფრასტრუქტურაში მაღალი დანახარჯები კი ჩვენი მეორე პრიორიტეტია, რადგანაც ამას წვლილი შეაქვს ეკონომიკის განვითარებაში", – განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრმა განსაკუთრებულად „შუა დერეფნის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„საქართველო თანამშრომლობს და მონაწილეობს ფართომასშტაბიან საერთაშორისო პროექტებში, ასევე ისეთ ინიციატივაში, როგორიც „შუა დერეფანია". ხუთი წელია წინ სამუშაოდ იმისათვის, რომ მოხდეს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, თანამშრომლობა, პოლიტიკა, საკანონმდებლო ჩარჩო და ა.შ. კიდევ საჭიროა აქტივობების, საქმიანობის კოორდინაცია, რათა ყველაფერი იყოს სანდო, მიმზიდველი, საერთაშორისო დონეზე გამჭვირვალე", – განაცხადა დავითაშვილმა.
საქართველო და აზერბაიჯანი „დიდი აბრეშუმის გზის" პირველი მხარდამჭერები არიან - ასადოვი>>
მინისტრმა აღნიშნა, რომ „შუა დერეფნის" მონაწილე ყველა ქვეყანამ განაცხადა პროექტთან დაკავშირებული პრობლემების გადალახვის სურვილის შესახებ.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალზე ეფექტური მარშრუტი იქნება, განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
„შუა დერეფანი"
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით. მარშრუტის დერეფანი ამჟამად გადის ჩინეთი–ყაზახეთის საზღვრიდან ევროპაში ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით.
„შუა დერეფნის" თემა განსაკუთრებით აქტუალური უკრაინაში კონფლიქტის დაწყების და აზიიდან ევროპაში მიწოდების უწყვეტი ჯაჭვისთვის გზების ძიების ფონზე გახდა.
პრემიერი: საქართველო მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად გარდაიქმნება>>
საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც ამ სფეროში სერიოზულ ინვესტიციებს აბანდებს.
საქართველოს სატრანზიტო როლს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეკონომიკის განვითარებისთვის ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს მასშტაბური პროექტის რეალიზება – აღმოსავლეთი–დასავლეთის გზის ნაწილის მშენებლობა, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს საქართველოს გავლით.
ყველა ახალი ამბავი
0